24 მარტი 2025, 17:09 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხოელი თანამდებობის პირების მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მედიასთან ეხმიანება.

„უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, საქართველოში გახშირდა აშშ-ს ელჩის, სხვადასხვა თანამდებობის პირების ვიზიტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეს ვიზიტები არ იყო მეგობრული და ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ უცხოელი მაღალჩინოსნების მხრიდან ეს მოწოდებები სხვადასხვანაირად იყო შეფუთული და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მმართველი გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის გამოყოფა. გურამ მაჭარაშვილი თქმით, „ხალხის ძალის“ წერილებმა და განცხადებებმა ხელისუფლებას საშუალება მისცა პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა.

„ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და ყველა ხვდებოდა, რომ იქ კარგად არ დასრულდებოდა ეს საკითხი, ვგულისხმობ ომის დაწყებას, საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი. ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, საქართველოში გახშირდა აშშ-ს ელჩის, სხვადასხვა თანამდებობის პირების ვიზიტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეს ვიზიტები არ იყო მეგობრული და ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს მოწოდება თუ გადაწყვეტილება შეფუთული იყო სხვადასხვანაირად, ამაზე არაერთხელ ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. უცხოელები გვეუბნებოდნენ, რომ უნდა გვებრძოლა, გვახსოვს კარგად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან, ასევე ამერიკის ელჩისგან, ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტის თავმჯდომარისგან, ქალბატონმა ფარკასმა პირდაპირ თქვა - შეიძლება რუსეთი შემოვიდეს თქვენთან, მაგრამ მერე რა, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებითო. როგორ იყო და არის ამერიკა უკრაინის გვერდით ესეც ვნახეთ. რეალურად, დღეს რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა მინიმუმ ამ მდგომარეობაში, თუ უარესში არა, იქნებოდა საქართველო. დღეს რას საუბრობენ უკრაინასთან დაკავშირებით ამოვიღოთ არაერთი სენატორის, ყოფილი თუ მოქმედი ელჩის, ექსპერტების განცხადებები- ამერიკული სისხლი არ იღვრება, იღვრება უკრაინული და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ომს ეფექტურად ვიყენებთო. ამბობენ, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის ხარჯზე ამერიკა თავის ეროვნულ ინტერესებს აწარმოებს. იგივე უნდოდათ საქართველოშიც. მათი გადმოსახედიდან ეს შეიძლება გასაგები იყო, მაგრამ ვნახოთ საქართველოს, ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ისტორია და გავაანალიზოთ რა შედეგებზე გავიდოდა ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გამოყოფაც, როდესაც ჩვენ, რამდენიმე დეპუტატი მივხვდით, რომ სხვა გზა აღარ იყო და სიმართლე უნდა გვეთქვა ხალხისთვის. ერთადერთი იარაღი მაშინ ეს იყო - ხალხი შეგვეიარაღებინა სიმართლით.

დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე მძლავრი იარაღი არის დეზინფორმაცია, როგორც კი საზოგადოებას დააჯერებ დეზინფორმაციას, მარტივად ახდენ რევოლუციას, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლას და ნებისმიერი საკითხის შეცვლას. მაგალითად, ორკაციანი სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება ვიღაცას შეასაღო ლეგიტიმურ ორგანიზაციად. ასე მოხდებოდა, რომ არა თავიდან რამდენიმე დეპუტატის გამოყოფა და შემდეგ „ხალხის ძალის“ წერილები და პოლიტიკა, რასაც ხალხის სიმართლით შეიარაღება ჰქვია. როდესაც ჩვენ ხალხი შევაიარაღეთ სიმართლით, რაც არ იყო მარტივი, გეთანხმებით, რომ ვიყავით პირველები, რომლებმაც გამოვიყენეთ ტერმინი „ვასალური დამოკიდებულება“ და ატყდა ერთი ამბავი, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა პარტნიორობა და არა მონობა, მშვიდობა და არა ომი. შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად რეალური და ხალხში მცირე დოზებით შევიტანეთ სიმართლე, რამაც მისცა საქართველოს ხელისუფლებას საშუალება, რომ თავისი პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა. ამ დეზინფორმაციული წვიმის ფონზე, რაც მაშინ მოდიოდა, მარტივი იყო რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლების შეცვლა და იმ ნაციონალური მოძრაობის მოსვლა, რომელიც მეორე ფრონტს გახსნიდა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

ისრაელში ხანძარს ებრძვიან

ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:39

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10

მსოფლიო

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

24 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

არჩილ გორდულაძე

24 აპრილი 2025, 08:40

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

24 აპრილი 2025, 08:31

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან

დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ნათია თურნავა

24 აპრილი 2025, 08:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი 2025, 02:36

პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

ჯო უილსონი

24 აპრილი 2025, 02:16

პოლიტიკა

ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 01:38

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ადმინისტრაციაზე: ეს ძალიან დიდი პრობლემაა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 01:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შეუძლებელია

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

ჯონდი ბაღათურია

24 აპრილი 2025, 00:48

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: საქმე უფრო მძიმედ არის, მალე გავა სხვა კადრებიც, განიხილება შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. საუბრებში მონაწილეობს არა მხოლოდ ნანუაშვილი და ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს ძველი მტერი, ბატონი ჯო უილსონი

საქმე უფრო მძიმედ არის, ვიდრე ამ ანონსში ჩანს და ახლა მალე გავა სხვა კადრებიც, თუმცა მინდა „იმედი LIVE“-ს ჰქონდეს ამის ექსკლუზივი, აქ მიდის, განიხილება საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

ჯონდი ბაღათურია

24 აპრილი 2025, 00:18

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილს პირველ დეკლარაციაში ჰქონდა ქონება ოროთახიანი ბინა და რამდენიმე ათასი ლარი ანგარიშზე, როდესაც პრეზიდენტობა დაასრულა, 600 ათასის დისბალანსი ჰქონდა

„[სააკაშვილების სიმდიდრის ფორმულა არის] სახელმწიფო ბანდიტიზმი. პირდაპირი გზით ყაჩაღობა და ხალხის ქონების მითვისება. პროექტი „კორუფციული რვაფეხა“ გვქონდა და მოკლედ გეტყვით, როგორ გაება სააკაშვილი ჩვენს მახეში. ჩვენ ამოვიღეთ მისი პირველი დეკლარაცია, საიდანაც ირკვეოდა, რომ ოროთახიანი ბინა ჰქონდა პეროვსკაიაზე და ჯამში რამდენიმე ათასი ლარი სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე. ჯამში 123 ათასი ლარის ქონება ჰქონდათ მას და ქალბატონ სანდრას ბინის ჩათვლით. როდესაც პრეზიდენტობას ასრულებდა, ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 600 ათასი ლარი ჰქონდა მიღებული 9 წლის პრეზიდენტობის მანძილზე. რაც მის სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული, თანხა იყო ნახევარი მილიონი, ქონება ჯამში მილიონ ორასი ათასი. დისბალანსი, დაუსაბუთებელი ქონება ჰქონდა 600 ათასის. ამის გამო დავიწყეთ ქექვა. აღმოვაჩინეთ, რომ განათლების სისტემის მონოპოლიის სათავეში იდგნენ ბენდუქიძე და სააკაშვილის დედა. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული“, - აღნიშნა ბაღათურიამ.