თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა

ფოტო: სახელმწიფო მინისტრის აპარატი
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო სტრატეგიის 2024 წლების საქმიანობის ანგარიში და 2025-26 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე განხილეს ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესი, 2024 წელს მიღწეული ძირითადი შედეგები და სამომავლო ხედვა სამოქმედო გეგმის მომდევნო ორწლიანი ციკლის ფარგლებში.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევისა და საქმიანობის შედეგად, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი ეტაპობრივად უმჯობესდება, რაც არსებული საჭიროებების გადაჭრის კომპლექსურ უწყებათაშორის მიდგომას ეფუძნება.
2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
„დღეს, ჩვენ შევაჯამეთ გასული წლის საქმიანობის შედეგები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების ტენდენციები. ასევე, შევაჯერეთ მომდევნო ორი წლის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების გზით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ერთობლივი ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან, გეგმის პროექტი განთავსებულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რითაც უზრუნველყოფილი იყო ყველა დაინტერესებული შესაბამისი პირის მხრიდან მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ჩვენი სამომავლო საქმიანობის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური ინტეგრაციის, მონაწილეობისა და კულტურათაშორისი დიალოგის კუთხით, მდგრადი შედეგების მიღწევა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 11:02
რეგიონი
ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:57
საზოგადოება
მაია ომიაძე: 2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

24 აპრილი 2025, 10:52
მსოფლიო
CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30
ტექნოლოგიები
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

24 აპრილი 2025, 10:20
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ
მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

24 აპრილი 2025, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
ისრაელში ხანძარს ებრძვიან
ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

24 აპრილი 2025, 09:39
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10
მსოფლიო
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს
რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

24 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის
ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

24 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს
სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

24 აპრილი 2025, 08:31
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან
დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

24 აპრილი 2025, 08:21
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.