სუბარი: რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, ერთი ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა ლომაია და დასცინა რუსებს, სამიზნეები არ უვარგათო. შემოფრინდა ნახევარ საათში თვითმფრინავი და დაარტყა მარცხნივ ან მარჯვნივ 20 მეტრით

სოზარ სუბარი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პირდაპირ ეთერში მიდიოდა გადაცემა, რა წარმატებებს აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნეთ ეს სოფელი, ის სოფელი, დასახლებული პუნქტი, ის სიმაღლე ავიღეთ, მოსახლეობა რაღაცნაირად იმედიანად იყო, მაშინ ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მეტია ინფორმაცია, კავშირები მაშინ ასე არ იყო, ჩახშობა მიდიოდა ამ კავშირების სერიოზულად და მოსახლეობა იყო მშვიდად, როცა ტელევიზორს უყურებდა,- განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა მოწინააღმდეგისთვის პირდაპირ ეთერში, რაც პირდაპირი კორექტირებაა მოწინააღმდეგის ცეცხლის.
„ეგ ერთი პრობლემაა რამაც გამოიწვია მოსახლეობაში მსხვერპლი და მეორე ეს სატელევიზიო გადაცემები, პირდაპირი ეთერები უშიშროების საბჭოში, რაღაცნაირად ხომ არ ყოფილა განხილული კომისიაზე , ხომ არ იყო ეს რაღაცნაირი ნიშანი იმისა, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს რას ვაკეთებდით, სად იყო განლაგებული ჯარი, რას ვბომბავდით, საით მივდიოდით. ანუ, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა მოწინააღმდეგისთვის ხდებოდა პირდაპირ ეთერში. ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომელიც განსაკუთრებით კარგად მახსოვს, რადგანაც 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა და ერთი რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, მას თავისი ზოლი აქვს. გამოვიდა, რამდენადაც მახსოვს, კახა (ალექსანდრე) ლომაია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათ 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო და შემოფრინდა ნახევარ საათში თვითმფრინავი, შესაბამისად დაარტყა მარცხნივ ან მარჯვნივ 20 მეტრით. გვახსოვს ისიც, შოთა უტიაშვილს რუკები ჰქონდა გამოფენილი და პირდაპირ რუკაზე აჩვენებდა სად ვიყავით, რას ვაპირებდით და სამომავლო გეგმები ყველაფერი იყო განხილული. სოზარ სუბარმა, დამაზუსტებელი კითხვით მიმართა პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წელს პარლამენტში შექმნილ დროებით კომისიის ხელმძღვანელი იყო, პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის, რუსები რომ იტყვიან „ნავოტკების“ მიცემა განიხილეს თუ არა კომისიის სხდომაზე და მისი, როგორც კომისიის ხელმძღვანელის აზრით არის თუ არა პირდაპირ ეთერში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება დასჯადი, რაზეც დავითაიამ უპასუხა: „აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობდა ნორმატიული აქტი საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებს და მოქმედებებს, ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული მოქმედება, რაც პირდაპირ წერია კომისიის დასკვნაში. დადგენილება იყო, მაგრამ დადგენილებით უნდა შექმნილიყო კომისია ომამდე, რომელიც ამას დაარეგულირებდა კონკრეტულად იმ საკითხებს, რაც თქვენ წამოჭერით. კანონმდებელმა მაშინ განსაზღვრა ის, რომ მთავრობის დადგენილება მიიღო, ნორმატიული აქტის შესრულება ომამდე ვერ მოახდინა. ამას ჩვენ მივაკვლიეთ და ჩავთვალეთ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და ხარვეზები“, ჩავთვალეთ ხარვეზებში.“
სოზარ სუბარმა შეაჯამა პაატა დავითაის ნაამბობი და განაცხადა, რომ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას სახელმწიფო მოხელე, უშიშროების საბჭოს მდივანი, ან შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თუ მოადგილე ახორციელებს ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
„პრაქტიკულად დაადასტურეთ, ჟურნალისტი, რომ შეცდომას უშვებს ეს ერთია, როცა ამას სახელმწიფო მოხელე, ეს იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, თუ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თუ მოადგილე აკეთებს, ამას არ ვიცი შეიძლება ღალატი ჰქვია, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად შეიცავს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
პაატა დავითაიას განცახდებით, აღნიშნული დადასტურებულია 2008 წლის 16 დეკემბრის დასკვნის გამოცხადების შემდეგ.
ყველა სიახლე

18 აპრილი 2025, 03:07
მსოფლიო
ტრამპი: მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.

18 აპრილი 2025, 02:09
მსოფლიო
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება: უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

18 აპრილი 2025, 01:46
მსოფლიო
ზელენსკი: სუმზე დარტყმას შეცდომა არ შეიძლება ეწოდოს, როგორც ეს ტრამპმა თქვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის ადმინისტრაციის, კერძოდ დონალდ ტრამპის რბილ რეაქციაზე ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით.

18 აპრილი 2025, 00:58
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საფრანგეთს მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი საფრანგეთს მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად, ევროპის კონვენციური თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

18 აპრილი 2025, 00:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩი მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს რომ უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, შემდეგ შეშფოთება არის ფარსი
ევროკავშირის ელჩი, მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ დაფინანსებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამის შემდეგ ძალად გაკვირვებულ სახეებს, აღშფოთებას და შეშფოთებას რომ ვხედავთ ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, ყველაფერი არის ფარსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი
ერთ რამეს ვეტყვი ყველას - საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 აპრილი 2025, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აჯობებს, რომ ექსტრემისტულმა, რადიკალურმა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს
აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

18 აპრილი 2025, 00:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს
უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:20
პოლიტიკა
გური სულთანიშვილი: ჩვენ უნდა ზუსტად გავიაზროთ და აღვწეროთ რადაც ევროპა გადაიქცა - ანუ ევროპა რაც იყო, შეგვიძლია იმას ვუწოდოთ ყოფილი ევროპა
საბჭოთა კავშირი როდესაც დაიშალა, პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში დასავლეთი მივიღეთ აბსოლუტურ სიკეთედ. ამის მაგარი ხატმწერი გამოსახულება არის, ვანო მერაბიშვილი ეუბნება თუ არ ვცდები ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერში, რომ ქვემოთ რაღაცა უბრალოდ უცხოელის გვარი ჯონ რაღაცა, ჯონ ჯონსი მიაწერეო და უკვე ხალხი დაიჯერებსო, - განაცხადა ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 აპრილი 2025, 00:19
პოლიტიკა
გური სულთანიშვილი: გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ
გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

18 აპრილი 2025, 00:15
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

18 აპრილი 2025, 00:14
პოლიტიკა
გური სულთანიშვილი: ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - ჩვენ სულ ამ პრინციპით გვიდგებოდნენ
ევროპაში და განსაკუთრებით, ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, რადაც ახლა არის გადაქცეული, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, ანუ ეთიკურ რელატივიზმს. „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - ამ პრინციპით გვიდგებოდნენ ჩვენ სულ, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

18 აპრილი 2025, 00:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას
როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

18 აპრილი 2025, 00:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს, ზრდა არ ექნებათ
დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:02
მსოფლიო
მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

17 აპრილი 2025, 23:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია?!
საელჩოებში რასაც ჩვენ ვხედავთ, არც ერთ ჩვენს პრეტენზიაზე, კითხვაზე, სინამდვილეში, პასუხს ხომ არ ვისმენთ, არის აბსოლუტური ყრუ კედელი, ცალმხრივი განცხადებები. ალბათ, წარმოდგენა აქვთ, რომ ძალამ აღმართი უნდა ახნას - ეს საბჭოთა მენტალიტეტია, რომელმაც სამწუხაროდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წყალობით ბრიუსელის ბიუროკრატიაში დაისადგურა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 აპრილი 2025, 23:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა
რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

17 აპრილი 2025, 23:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად? - რუსეთმა! ემბარგოები? ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? - რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? - რუსეთიდან. ერთი-ერთში ასე აკეთებენ [ევროპელი პარტნიორები]
წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ სჯობს იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აფინანსებს, ელჩს დაუდონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

17 აპრილი 2025, 23:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოელების ფულზე დამოკიდებული „სამოქალაქო საზოგადოება“ ვერანაირად მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ოპოზიციას თუ სურს, რომ მართლა წარმოადგენდეს ქართულ საზოგადოებას, დაარწმუნოს ბიზნესი, მოქალაქეები ან სხვები, რომ გადაიხადონ ფული მათ საქმიანობაში, მაგრამ სინამდვილეში შიგნით მათ საქმეს არავინ აფასებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 აპრილი 2025, 23:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი
საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.