27 მარტი 2025, 00:01 / სანდო წყარო

ჯემალ ლეონიძე: კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემ გარშემო. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილისა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ეს საქმე მათ უნდა შეესრულებინათ. ძალა არ აკლდათ იმისთვის, რომ ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ

ჯემალ ლეონიძე

ჯემალ ლეონიძე

კეზერაშვილის მოთხოვნით დაიწყო ის, რაც მოხდა ჩემი და ჩემი კომპანიის გარშემო. [ჰქონდათ] სურვილი იმისა, რომ სრულად ემართა ის ბიზნესი, რომელსაც მანამდე თვითონ აკონტროლებდა ე.წ. ხუთეული. [ამისათვის] საჭირო იყო ავტოგასამართი სადგურები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, რომელიც კომპანია „მაგნატს“ ფლობდა და „ნაცმოძრაობის“ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

მისი განმარტებით, ავტოგასამართი სადგურები სათითოდ რომ ეყიდა, დრო უნდოდა, ამიტომ გამოინახა იოლი გზა - სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენებით ამ ქონებების ხელში ჩაგდება, რაც რთული არ იყო, რადგან ყველაფერი მათ ხელში იყო.

ლეონიძემ დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი ჰქონდათ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებს მისი ქონების წართმევის საქმეში და როგორ მონაწილეობდნენ ამ სქემაში ხაზარაძე-ჯაფარიძე.

ბიზნესმენის განცხადებით, „ლელოს“ ამჟამინდელი ლიდერები მაშინ დავით კეზერაშვილის დაკვეთას ასრულებდნენ.

„ხაზარაძე-ჯაფარიძე მოქმედებდნენ „თიბისი ბანკის“ სახელით. ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენს შორის ფორმდებოდა, იყო „თიბისი ბანკის“ სახელით. შეხვედრებში ყოველთვის ჯაფარიძე მონაწილეობდა. ხაზარაძე არ ჩანდა. ეს იყო დაკვეთა კეზერაშვილისა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, რომ ეს საქმე მათ უნდა შეესრულებინათ ჩემ მიმართ და ჩემი კომპანიების მიმართ. ძალა და საშუალებები არ აკლდათ იმისთვის, რომ ჩემი იზოლაცია გაეკეთებინათ, ყველა გაეჩუმებინათ და ყველაფერი ხელში ჩაეგდოთ ისე, როგორც უნდოდათ“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

ბიზნესმენის თქმით, პირველ შეხვედრაზე ბადრი ჯაფარიძემ ვერ მოძებნა სიტყვები თუ რა განმარტება უნდა მიეცა მისთვის და უთხრა, რომ კომპანიით დავით კეზერაშვილი და „თიბისი ბანკი“ დაინტერესდა იმის გამო, რომ ბრენდის „ფერები მოსწონდათ“.

„სხვა სიტყვა ვერ მონახა თავის ლექსიკონში და თქვა - ჩვენ იმიტომ გვინდა, სხვა კომპანიებიც არის, სხვასაც შეიძლება შევთავაზოთ, სხვაც შეიძლება ვიყიდოთ, მაგრამ ჩვენ თქვენი გვინდა იმიტომ, რომ ფერები არის ჩვენთვის მისაღები“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ და აღნიშნა, რომ ბანკისთვის ამ ქონებებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ხაზარაძე- ჯაფარიძე ბოლომდე ასრულებდნენ კეზერაშვილის დავალებებს.

ჯემალ ლეონიძის თქმით, მისი ქონებების ხელში ჩასაგდებად ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა. „ეს იყო პროკურატურა, შსს, ფინანსთა სამინისტრო. ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა იმ სქემაში“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

მან გაიხსენა თუ როგორ გამოიყენეს მისი შვილი იმისთვის, რომ თავად იგი დაეკავებინათ.

„ახალგაზრდა კაცი დაიბარეს გამოკითხვაზე წარმოუდგენელ გარემოებასთან დაკავშირებით. მიდიხარ გამოკითხვაზე და გეუბნებიან, რომ შენ ახალგაზრდა ქალს დახვდი კორპუსის წინ, იარაღი დაადე და აგინე იმიტომ, რომ შენ რატომ ხარ „იაღოველი“. ამას ისმენ ახალგაზრდა ადამიანი, პოლიციელი რატომ გეკითხება იმას, რაც ბუნებაში წარმოუდგენელია. ამ შეკვეთას რომ აძლევდა ვიღაცა და ეს შეკვეთა იცოდა ხაზარაძემ და ეს შეკვეთა მოდიოდა იმიტომ, რომ მე შევეშინებინე და ჩემი ოჯახი დაეშინებინათ და მიეღწიათ იმ მიზნამდე, რასაც მიაღწიეს, ამას უნდა გამოძიება? მას მერე, რაც მე დამაკავეს, ეს საქმე გაჩერდა, არავის დაუბარებია გამოკითხვაზე“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

ბიზნესმენის თქმით, საბოლოოდ მისი ქონების მფლობელი აღმოჩნდა დავით კეზერაშვილი და დაიდგა სპექტაკლი, რომ თითქის „თიბისი ბანკმა“ ეს ქონება მას მიჰყიდა.

„იყიდა ავტოგასამართი სადგურები, ნავთობტერმინალები. ერთი-ორი წელიწადი უყურა, ფულს ვერ ვიგებო, 5 მილიონი იმ კომპანიას დაუტოვა ვალი, ჩემი კომპანია „მაგნატი“ გაკოტრდა და აღარ მინდაო და მისცა კეზერაშვილს. ბანკის აქციონერი ხარ, საკმაო გამოცდილებით. უცოდინარი და ფულის შოვნა არ იციანო ხაზარაძე-ჯაფარიძემ მაგას ვერავინ იტყვის, ნახევარი საქართველო მაგათია „ახეული“ და ნაყაჩაღარი ქონებით. რატომ მიგაქვს, რატომ ყიდულობ იმ ქონებას, რომ აპრიორი იცი არაფერს მოგცემს?“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

მან მოუწოდა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომ მივიდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებებს სწავლობს და რომელთა შორის „მაგნატის საქმეც“ არის და თქვან სიმართლე. „მე თუ ვტყუი, გამოძიებამ დაადგინოს და მე ცილისწამებისთვისაც ვაგებ პასუხს“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

ყველა სიახლე

ლაშა ხუციშვილი

24 აპრილი 2025, 10:20

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

ისრაელში ხანძარს ებრძვიან

ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:39

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10

მსოფლიო

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

24 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

არჩილ გორდულაძე

24 აპრილი 2025, 08:40

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

24 აპრილი 2025, 08:31

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან

დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ნათია თურნავა

24 აპრილი 2025, 08:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი 2025, 02:36

პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

ჯო უილსონი

24 აპრილი 2025, 02:16

პოლიტიკა

ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 01:38

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ადმინისტრაციაზე: ეს ძალიან დიდი პრობლემაა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 01:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შეუძლებელია

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.