26 მარტი 2025, 23:07 / სანდო წყარო

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველი საკითხი იყო 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

აღნიშნულ საკითხზე კომისიას ახსნა-განმარტება პაატა დავითაიამ მისცა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

პაატა დავითაიამ ისაუბრა პარლამენტის დროებით კომისიის შექმნის მიზნებზე, მუშაობის პრინციპებზე, კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას, დისტანციურად, სატელეფონო ზარით, მიხეილ ქარელი ჩაერთო, რომელიც 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

კითხვებზე პასუხისას, მან ისაუბრა სახალხო დიპლომატიისა და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ე.წ. ერგნეთის ბაზრობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ ბაზრობის პრობლემურ მხარეებზე.

მისი განცხადებით, ბაზრობა 2004 წელს დაიხურა და ამის შემდეგ რეგიონში თავდაცვისა და შეიარაღებული ძალები განლაგდნენ, რამაც ადგილზე არსებული მდგომარეობა გააუარესა.

„ჩვენს რეგიონში მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი ომი. ის რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო 2004 წელს მომხდარიყო, რომ არ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ. სწორედ მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია მოხდა“, - აღნიშნა მიხეილ ქარელმა.

მისი თქმით, სააკაშვილის რიტორიკით, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო სახელმწიფოებს შორის და უბრალოდ პატარა ბიძგი იყო საჭირო იმისთვის, რომ მთლიანად ჩამოშლილიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება.

მიხეილ ქარელის განცხადებით, სააკაშვილმა თქვა სამი სიტყვა, რომ „ამერიკელები რუსებს მიხედავდნენ“ და ეს იყო ის გზავნილი, რომლითაც ფაქტობრივად ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ან შეთანხმების პროცესში იყვნენ ან უკვე შეთანხმდნენ.
მიხეილ ქარელმა ასევე, ისაუბრა მის დაპატიმრებაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მძიმე პირობებზე, მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ომის შემდეგ კი - საგარეო საქმეთა მინისტრი.

კითხვებზე პასუხისას გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა: 2008 წლის 21 თებერვალს სააკაშვილსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე, მის მიერ 2008 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს პრეზიდენტის წერილის გადაცემაზე, აგვისტოს ომის წინა პერიოდზე და ზოგადად, მის ჩართულობაზე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.
გრიგოლ ვაშაძის კომისიის წევრების ცალკეულ შეკითხვებზე პასუხისას კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრების შეკითხვებს უპასუხა თამაზ ბესტაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი იყო, ახლა კი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

მან ისაუბრა 2007 წლიდან 2008 წლამდე დროებითი ადმინისტრაციის მიერ რეგიონში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე, ჰუმანიტარულ აქციებზე, აგვისტოს ომის წინა პერიოდში არსებულ ვითარებაზე. როგორც თამაზ ბესტაევმა აღნიშნა, როგორც ომის წინა დღეებში, ასევე ომის დროს ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციისთვის არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც 2003 -2004 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ - 2007 წლის 16 ნოემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ზურაბ ნოღაიდელმა შერიგების პროცესში ე.წ. ერგნეთის ბაზრობის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბაზრობის დახურვის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი თვითონ იყო, ვინაიდან აღნიშნული ბაზრობა კონტრაბანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო და „შავი ხვრელი“ იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. მისივე თქმით, შერიგების პროცესის ხელშეწყობისთვის საჭირო იყო ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ალტერნატიული პროექტის განხორციელება, რაც ვერ მოხერხდა.
მან ასევე ისაუბრა მინისტრთა კაბინეტის მუშაობაზე, ცალკეული მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რაც კონტრპროდუქტიული იყო სამშვიდობო პროცესთან მიმართებაში, თუმცა ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ვერც ეს განცხადებები და ვერ ე.წ. ერგნეთის ბაზრობის დახურვა ვერ გახდებოდა აგვისტოს ომის დაწყების მიზეზი.

დღევანდელ სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე, დაბარებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა იგი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხვალ მიიღებს.

დღესვე, კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე, რომელიც გუშინდელ სხდომაზე არ გამოცხადდა, სადაც შპს „მაგნატის“ საქმე განიხილებოდა.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 11:28

პოლიტიკა

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია. „იმედი LIVE“-ის სპეციალური ეთერი ვატიკანიდან. LIVE

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

26 აპრილი 2025, 11:17

მსოფლიო

რომში პაპ ფრანსცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მოწრმუნეების და დელეგაციების შეკრება დილიდან დაიწყო. „ქრონიკა“ რომიდან

რომის პაპის ანდერძის მიხედვით, საფლავი უნდა იყოს უბრალო, დაკრძალვის ცერემონიამ კი პომპეზურობის გარეშე უნდა ჩაიაროს.

26 აპრილი 2025, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank - ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank - ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის Exim Bank - ში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

26 აპრილი 2025, 10:48

მსოფლიო

ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც ჯეფრი ეპშტეინსა და ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ძალადობაში სდებდა ბრალს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ადამიანის უფლებების დამცველი 41 წლის ვირჯინია ჯუფრე გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

26 აპრილი 2025, 10:11

მსოფლიო

გამანადგურებლები და ზარბაზნები - ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ოპერაცია მიმდინარეობს

შაბათს წმინდა პეტრეს მოედანზე 200 000-ზე მეტ ადამიანს და 130-მდე დელეგაციას ელოდებიან.

26 აპრილი 2025, 10:02

სპორტი

შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

26 აპრილი 2025, 09:45

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:42

მსოფლიო

დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი

დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი.

26 აპრილი 2025, 09:28

მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის საკითხებში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბრენდან ჰენაგანი სენატის ყოფილი თანამშრომელია.

მიხეილ ყაველაშვილი

26 აპრილი 2025, 08:08

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. რომის პაპს ფრანცისკეს დღეს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

რომის პაპის ფრანცისკე

26 აპრილი 2025, 08:00

მსოფლიო

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აპრილი 2025, 02:42

მსოფლიო

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს

რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

26 აპრილი 2025, 01:23

მსოფლიო

ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც შიდა პოლიტიკის გარდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკური დილემებიც განიხილებოდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 აპრილი 2025, 00:59

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას შეერთებული შტატებისგან ისრაელის მსგავსი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან ისრაელის მსგავსი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება.

25 აპრილი 2025, 23:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას - ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფრაზა არასოდეს უთქვამს

რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა. სიცრუეს მეტი დამაჯერებლობისთვის ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტის, „ტაბულას“ ლოგო ადევს, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

25 აპრილი 2025, 22:58

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნ.ქ. და ა.ქ. დააკავა

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2025, 22:45

მსოფლიო

ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

სტივ უიტკოფი ვლადიმირ პუტინი

25 აპრილი 2025, 22:37

მსოფლიო

კრემლი: პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კრემლში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ანტონიო ბაშური

25 აპრილი 2025, 22:30

საზოგადოება

მსოფლიოში ცნობილი კონდიტერ-შეფი ანტონიო ბაშური თბილისში სამდღიან მასტერკლასს მართავს

არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მქონე პუერტორიკოელი შეფი ქართველ კოლეგებს პორციული ნამცხვრების საავტორო რეცეპტებს გაუზიარებს. ანტონიო ბაშური 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს საუკეთესო კონდიტრად დასახელდა.

შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი 2025, 22:04

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: შთამომავლების გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადაეცა, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.