„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია იმ ადამიანების სავარაუდო უკანონო შემოსავლებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. მცველებად წარმოაჩენენ თავს. მათ შორის არიან ნინო ზაუტაშვილი, ლაშა ტუღუში... ყველაზე მსხვილი დონორი კი „სოროსის ფონდია“
ფოტო: ვიდეოკადრი
„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია იმ ადამიანებისთვის ჩარიცხულ თანხებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგრეთ წოდებულ მცველებად წარმოაჩენენ თავს.
წყაროს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი დონაციები „სოროსის ფონდს“ აქვს გაკეთებული. „რეალური სივრცის“ წამყვანს, ნინო ზაუტაშვილს 2020-2024 წლებში, ხელფასის გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 152 407 ლარი და 960 დოლარი. „რეალური სივრცის“ თანამშრომელმა, გურანდა გოგოჩაშვილმა 2024 წელს მიიღო 71 899 ლარი, 2022-24 წლებში მან ასევე მის თანამშრომელს, ტუხა კვინიკაძეს, რომელიც რეგისტრირებულია ინდმეწარმედ, 69 312 ლარამდე თანხა გადაურიცხა.
ამავე გადაცემის კიდევ ერთ თანამშრომელს, თამარ მშვენიერაძეს სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებული აქვს 167 937 ლარი. მშვენიერაძეს 2021-2025 წლებში საკუთარ ანგარიშზე შეტანილი აქვს ნაღდი ფულიც - 78 630 ლარი.
ამავე ინფორმაციით, ლაშა ტუღუშს აფინანსებს ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია და მას 2022 წლიდან მიღებული აქვს 484 102 ლარი.
წყაროს მიერ მიღებულ ინფორმაციას „ქრონიკა“ ამ დრომდე ამოწმებს და ცდილობს ყველა დასახელებულ პირთან დაკავშირებას. მათ შორის არის მაია ბოკერია, რომელმაც დილიდან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ ჩიქოვანმა კი თქვა, რომ მის მეუღლეს სარეკლამო კომპანია არ აქვს. გადამოწმების შედეგად „ქრონიკამ“ დაადგინა, რომ სარეკლამო კომპანიაში 25 პროცენტიანი წილის მფლობელი იმავე სახელის და გვარის მქონე სხვა მაია ბოკერიაა და ვასილ ივანოვ ჩიქოვანის მეუღლეს კავშირი არ აქვს სარეკლამო კომპანიასთან.
„ქრონიკა“ დააუკავშირდა ნინო ზაუტაშვილსაც. ის „ქრონიკის“ ზარმა გააღიზიანა.
ყველა სიახლე
17 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. კითხვებს დღესაც რომეო მიქაუტაძემ უპასუხა. პროკურორის თქმით, მოწმემ დაადასტურა როგორც ქრთამის მოთხოვნა, ასევე მიღებისა და გადაცემის ფაქტები.
17 აგვისტო 2026, 17:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტირუსულ განწყობას აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები
„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ორსახოვნებას ამ ადამიანების მხრიდან. მათი მთავარი ღირებულება ეს არის ფული. შესაძლოა, მათ სოციალურ მედიასა თუ ტელევიზიებში იდიდგულონ. გულზე მჯიღი იცენ, მაგრამ როგორც კი ფულს დაანახვებენ, რუსები იქნებიან თუ სხვები, ისინი საკუთარ სამშობლოსაც ჰყიდიან, აფხაზეთსაც ჰყიდიან, იქ მებრძოლი ბიჭების ხსოვნასაც ჰყიდიან და ამის ზემოდან, თუ საჭირო იქნება, საკუთარ დედასაც გაყიდიან".
17 აგვისტო 2026, 17:15
პოლიტიკა
ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს და თავს სოციალურ ქსელში იმართლებს.
17 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
Telegraph: რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს
Telegraph-ის ცნობით, რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების სიახლოვეს საიდუმლო სამხედრო ბაზებს აშენებს. გამოცემა წერს, რომ მოსკოვი ამ ობიექტებიდან ალიანსის ტერიტორიის სიღრმეში თანამედროვე დრონების გაშვებას შეძლებს. "ტელეგრაფის" ჟურნალისტებმა ათი ბაზა გამოავლინეს, რომელთა ნაწილს მოსკოვი უკრაინაზე იერიშებისთვის უკვე იყენებს.
17 აგვისტო 2026, 17:05
პოლიტიკა
ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ისრაელშია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზის სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხი იყო.
17 აგვისტო 2026, 16:58
პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
17 აგვისტო 2026, 16:45
ეკონომიკა
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით, ანუ 13.1 მლნ აშშ დოლარით მეტია, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 აგვისტო 2026, 16:41
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ქეცბაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
17 აგვისტო 2026, 16:37
სპორტი
ბადმინტონის მოთამაშეებმა ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა, ქეთევან წამალაიძემ და ნინო ტუხაშვილმა „Azerbaijan Junior Open 2026-ზე“ წყვილთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ისტორიული შედეგია.
17 აგვისტო 2026, 16:30
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო
მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
17 აგვისტო 2026, 16:24
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება
ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.
17 აგვისტო 2026, 16:07
ეკონომიკა
საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა
არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.
17 აგვისტო 2026, 15:51
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
17 აგვისტო 2026, 15:49
რეგიონი
საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
17 აგვისტო 2026, 15:41
თავდაცვა
„არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი მეორედ გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა „არმიამ“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
17 აგვისტო 2026, 15:34
მსოფლიო
Al Arabiya: აშშ-მა და ირანმა ზავი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს
18 ივნისს აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების 60 დღით შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მემორანდუმის მიხედვით, 17 აგვისტომდე მოქმედებდა.
17 აგვისტო 2026, 15:24
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 11,8407 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს (ფუძე)“. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
17 აგვისტო 2026, 15:08
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება
„ჩვენ ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება. სცენარებს უკვე რეალურ და არარეალურად კი არა, მხოლოდ სავარაუდო და ნაკლებად სავარაუდო სცენარებად ვყოფთ. დღეს მე საბოლოო ვადას აღარ დავასახელებდი. კრემლის მხრიდან რაიმე მასშტაბური პროვოკაციაც კი სრულიად შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს“, - აღნიშნა ტომჩიკმა.
17 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ
„ვინ აწარმოებს საკვებს? ბიუროკრატი ბრიუსელში? კლიმატის აქტივისტი? ან იქნებ რომელიმე პოლიტიკოსი? საკვებს ფერმერი აწარმოებს. პოლონელმა ფერმერებმა დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი იმას, რაც ახლა ნიდერლანდებში ხდება. სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ“, - წერს ევროპარლამენტარი.
17 აგვისტო 2026, 14:26
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პრესსამსახური ავრცელებს.


