01 აპრილი 2025, 12:46 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა. არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფრო თავდაჯერებული და აქტიური გახდა, - ასე უპასუხა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემას კითხვაზე - შეიცვალა თუ არა რუსეთის მიდგომა ჰიბრიდული ომის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

„ბოლო თვეებში, განსაკუთრებით აფხაზეთში, რუსებმა დააჩქარეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა, კერძოდ, რეგიონში აეროპორტის მშენებლობა. რუსეთის ფედერაციამ ასევე გააძლიერა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ გადავხედავთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, მომხდარი ცვლილებები ხაზს უსვამს რუსეთის ფართო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე და კონკრეტულად აფხაზეთში, არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ფინანსურ, სოციალური და ენერგეტიკული მიმართულებით“, - აღნიშნა მან.

სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით გამოსავალს ვერ ხედავს.

„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან. არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს“, - აცხადებს სამხარაძე.

კითხვაზე - როგორი იქნება ამ ტერიტორიების სტატუსი აფხაზეთსა და ოსეთში, თუ საქართველოს შესთავაზებენ ევროკავშირში გაწევრიანებას? - ნიკოლოზ სამხარაძე ასე პასუხობს:

„იმ სცენარის მიხედვით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე ვერ დაიბრუნებს იურისდიქციას აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე, ვფიქრობ, რომ ამ რეგიონების ვითარება ჩრდილოეთ კვიპროსის ვითარებას დაემსგავსება, იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი აღიარებს ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად, მაგრამ პრაქტიკული განზომილების გარეშე“.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

20 აპრილი 2025, 01:42

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

უფლის აღდგომის ხატი

20 აპრილი 2025, 00:56

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება სრულდება.

20 აპრილი 2025, 00:53

საზოგადოება

პატრიარქი: გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, - ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება

გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, - ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორე

20 აპრილი 2025, 00:47

საზოგადოება

პატრიარქი: როგორც სამოთხეში, ისე დედამიწაზეც ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს? აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულს

როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს - თუ სიკვდილს? აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორე

20 აპრილი 2025, 00:36

საზოგადოება

პატრიარქი: კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს

საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორე

20 აპრილი 2025, 00:34

საზოგადოება

პატრიარქი: დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ომები ჩვენს რეალობად იქცა, მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება - ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო

დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ... ჩვენს საერთო რეალობად იქცა, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორე

20 აპრილი 2025, 00:27

საზოგადოება

პატრიარქი: როდესაც მიწიერი ყოფა უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს ნიშნავს, რომ შენ უფლისა ხარ

უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა, - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში. პატრიარქი წერს, რომ მძიმეა ეს გზა, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელია.

ილია მეორე

20 აპრილი 2025, 00:27

საზოგადოება

პატრიარქი: მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი

მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

20 აპრილი 2025, 00:19

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე: :

20 აპრილი 2025, 00:06

საზოგადოება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება დაიწყო - ტაძარში პატრიარქი მიბრძანდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება დაიწყო. საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტრადიციულად, მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ალექსანდრე წულაძე

20 აპრილი 2025, 00:03

საზოგადოება

ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

სამების ტაძრის საკურთხეველი

19 აპრილი 2025, 22:26

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ღამისთევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

19 აპრილი 2025, 21:41

სპორტი

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვაში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (96კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

19 აპრილი 2025, 21:38

სპორტი

დინამო თბილისის აკადემიას მსოფლიოს მოწინავე წყალბურთის ტურნირში წელსაც ვიხილავთ - პრესტიჟული შეჯიბრება „ტომო“ ხორვატიაში 2011 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს წამყვანი კლუბები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობენ

დინამო თბილისის აკადემიას მსოფლიოს მოწინავე წყალბურთის ტურნირში წელსაც ვიხილავთ. პრესტიჟული შეჯიბრება „ტომო“ ხორვატიაში 2011 წლიდან იმართება და მასში მსოფლიოს წამყვანი კლუბები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობენ.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 აპრილი 2025, 21:26

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე

გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.

19 აპრილი 2025, 21:13

საზოგადოება

წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტზეა - „ჯორჯიან ეარვეისის” რეისი თელ-ავივი - თბილისი 23:40 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება

წმინდა ცეცხლი “ჯორჯიან ეარვეისის” ბორტზეა.

19 აპრილი 2025, 21:08

სპორტი

კობა ობოლაშვილი ევროპის მსაჯთა კომიტეტის წევრად აირჩიეს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსნობაში უმაღლესი კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ევროპის მსაჯთა კომიტეტის წევრად აირჩიეს.

19 აპრილი 2025, 21:01

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში. ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია

არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში, ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.

19 აპრილი 2025, 20:40

პოლიტიკა

ხუთი თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და ჩაშლილი ოპოზიციური ერთობა - რატომ უჭირს ოპოზიციას პოზიციის ჩამოყალიბება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? - პასუხი ისევ არ ისმის. სამაგიეროდ, კარგად ჩანს ურთიერთ დამუნათება, ჯერ კიდევ არმიღებულ გადაწყვეტილებაზე.

19 აპრილი 2025, 20:31

პოლიტიკა

რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში - ოპოზიცია ელენე ხოშტარიას რუბლებით დაფინანსებას გამართლებას ვეღარ უძებნის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რადიკალური ზრახვების მქონე პოლიტიკური ძალები ტრადიციული მეთოდებისთვის ემზადებიან.