ნანა კაკაბაძე: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სამუშაოდ კიდევ 1 თვე დარჩა და მოსალოდნელია, რომ „ნაცების“ კიდევ უფრო მეტი დანაშაული გასაჯაროვდება

ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე პარლამენტში შექმნილი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„რას და რატომ იკვლევს საგამოძიებო კომისია
კოლექტიური ნაძ-მოძრაობა და მისი მხარდამჭერები სერიოზულად შეაშფოთა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის პირველმა შედეგებმა. ამიტომ სასწრაფოდ აამუშავეს საკუთარი მედია-პროპაგანდისტები და შეეცადნენ ყურადღების გადატანას იმ მიმართულებით, რომ თითქოს თეა წულუკიანის კომისიის მიზანი 2008 წლის ომში საქართველოს ჯარის გაშავება და ზოგადად, ქართული სახელმწიფოს აგრესორად გამოყვანაა. მათი გათვლებით, საკუთარი მრევლის თავებში კომისიის დანიშნულება უნდა აღქმულიყო, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება - რუსეთის დავალების შესრულება და ოკუპანტის საამებლად გადადგმულ ნაბიჯი.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა ქართველ პროფესიონალთა ჯგუფმა მოიგერია ქართული ჯარის მიმართ რუსეთის პრეტენზიები ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში, სწორედ ამ ჯგუფის ძალისხმევით გაიმარჯვა ამ სასამართლოებში საქართველომ და დაამარცხა რუსეთი. ამიტომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, ნაცებსაც კი არ შეიძლება ჰყავდეთ ისეთი ჩლუნგი და ბრიყვი მრევლი, რომელმაც იცის ეს ფაქტები, მაგრამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მაინც ასეთ ბრალდებებს უყენებდეს, თუმცა, ფაქტია, რომ ნაცური იდეოლოგია ყოველ ჯერზე ახალ რეკორდებს ამყარებს სიცრუეში, სიჩლუნგეში, სიბრმავესა და სიყრუვეში. ამიტომ შეუძლებელია მათ მსჯელობაში რაიმე ლოგიკა ვეძებოთ, როცა მამა-მარჩენალის სახელით მოქმედი „მოსასპობი თაბაგარები“ შეუკვეთავენ „პოლიქრონიონ... პოლიქრონიონ...“-ის ძახილს, ამ შემთხვევაში ამ საცოდავებს ყოველდღე რუსთაველის გადაკეტვა და „ოლააა... ოლააა...“-ს ძახილით ჰგონიათ, რომ გვირაბი სწორი მიმართულებით გაჰყავთ.
ასეთებს რამდენიც უნდა უმტკიცო, რომ ამით ყოველდღე უფრო შორდებიან იმ მიზანს, რისთვისაც ამ „გვირაბს თხრიან“, მაინც ლანძღვა-გინებით შეგაჩვენებენ და არც ცემა-ტყეპას დაგაკლებენ - „აბა, ჩვენი მამა-მარჩენალი ხომ არ მოგვატყუებს“-ო,
მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მიზნით ნაც-პროპაგანდისტებმა „ჩამჭრელ“ კითხვად შეარჩიეს - „ვინ დაიწყო 2008 წლის ომი?“ არქიფოს მრევლს არ აინტერესებს, რომ ამ კითხვაზე ბევრჯერ გასცეს პასუხი ზემოხსენებულმა სასამართლოებმაც და ტალიავინის კომისიამაც, რომელსაც, სხვათა შორის, თვითონ არქიფო და მისი თაბაგარებიც დაეთანხმნენ და საკუთარი ქმედებით ქართული ჯარის საფრთხის ქვეშ დამყენებლები ახლა აქეთ უბრუნებენ კითხვებს სხვებს.
ნაც-პროპაგანდისტებმა შესანიშნავად იციან, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ომის დაწყებას კი არ იძიებს, არამედ იმას, თუ რამდენად ადეკვატური იყო იმდროინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოქმედებები, რამდენად სწორად იქცეოდნენ ისინი იმისათვის, რომ თავიდან აერიდებინათ ომი და მისი შედეგები - ასეულობით ადამიანის სიკვდილი, ათასობით ადამიანის დაჭრა-დასახიჩრება, ათიათასობით ადგილობრივი მოსახლეობის ლტოლვილად ქცევა და კოდორისა და შიდა ქართლის ტერიტორიების არა მხოლოდ დაკარგვა, არამედ ისტორიული ქართული რეგიონების რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარება. რამდენად სწორი იყო კოდორის ხეობის აფხაზეთად გამოცხადება, იქაური მოსახლეობის განიარაღება და შემდეგ უბრძოლველად დათმობა, ჯერ ერგნეთის ბაზრობის გაუქმება, მერე 2004 წელს იქ სამარცხვინოდ დასრულებული სამხედრო ოპერაციის ჩატარება, ცხინვალის ავტონომიის აღდგენა, „საკუთარი ოსების“ ადგილობრივი ხელისუფლების დანიშვნა, იქ ახალგორის რაიონის შეყვანა და ბოლოს, 2008 წელს, სრულიად მოუმზადებლად და დიდი ბაქი-ბუქით სამხედრო ავანტურაში ჩაბმით იქ მაცხოვრებლების ბედის ანაბარად მიტოვება, ორ დღეში სამარცხვინოდ უკან გამოქცევა და ამ გამოქცევის გამარჯვებად გამოცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე თბილისისკენ მომავალმა ტანკმა „ორჭოსანთან აუხვია“, ანუ „რუსებს შეეშინდათ“ რუსთაველზე მოზეიმე ხალხის და მათთან მყოფი 5 ქვეყნის პრეზიდენტის.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სამუშაოდ კიდევ 1 თვე დარჩა და მოსალოდნელია, რომ ნაცების კიდევ უფრო მეტი დანაშაული გასაჯაროვდება. ამის პარალელურად კი ნაც-პროპაგანდისტები კიდევ უფრო მეტი გაშმაგებით შეებრძოლებიან თეა წულუკიანს და კომისიის სხვა წევრებს, მაგრამ სიმართლის წარმოჩენას და სამართლის დადგენას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან თუ „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!“
31 მარტს რუსთაველზე ვიხილეთ ამ სიმართლის ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობა, სადაც რამდენიმე ათასმა შეკრებილმა ჯერ ნახევარი საათი უსმინა სალომეს აბდა-უბდა წაკითხულს, მერე „ცეცხლი გაუხსნა“ ოლიგარქიის ბუდედ შერაცხულ პარლამენტის შენობას და ბოლოს მათმა ნაწილმა სიამაყით აღნიშნა, ხომ ხედავთ 100-150 ათასი ადამიანი შევიკრიბეთ („აუუ.. რამდენი ვააართ!!!“), 8 აპრილამდე დავაცდით პოლიტიკოსებს და თუ გამარჯვებას არ გაგვიფორმებენ, მერე ჩვენ ვიცით - შევიკრიბებით, აღარ დავიშლებით და ამით დავამხობთ „რუსეთუმე ხელისუფლებასო“.
ასეთების სიჩლუნგე და სიბრიყვე აღარ უნდა გვაკვირვებდეს, რადგან 4-5 ათას კაცი 100-150 ათასად რომ მოეჩვენებათ, საააკშვილის რეჟიმი - „დემოკრატიის შუქურად“, ოცნების ხელისუფლების პოლიტიკა - „ანტიქართულად და პრორუსულად“, არჩევნებში გაყალბებული ხმების ოდენობა - 400 ათასად, ძალადობრივი მომიტინგეები - „მშვიდობიანად“, მათგან რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იძახონ, სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, ჩვენი პრეზიდენტიც გვყავს და ამომრჩეველთა უმრავლესობაც, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებშიო. ხოლო თუ ფაქტები ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა, მით უარესი ფაქტებისთვისო.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, ეს ყველაფერი რა კავშირშია საგამოძიებო კომისიასთანო, მაგრამ სწორედაც რომ კავშირი პირდაპირია, რადგან საგამოძიებო კომისიას ფაქტები გამოაქვს დღის სინათლეზე, კოლექტიურ ნაცმოს და მათ პროპაგანდისტებს კი ისე ეშინიათ ფაქტების, როგორც სიბნელეში გამოკეტილ ვირთხებს დღის სინათლის. აღქმებზე დაფუძნებული ბრმა რწმენის მთავარი მტერი ხომ უტყუარი ფაქტებია“, - აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 23:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პირდაპირპროპორციული გახდა პროტესტის ხარისხი და მუხტის ხარისხი ფულის შემოდინებასთან. დღეს, რადგან იმდენი ფული აღარ აქვთ, პროტესტის ხარისხიც ისეთია რამდენი ფულიც აქვთ
დღეს რა საშუალებაც აქვთ მატერიალური, ისიც მეტ მუხტს უზრუნველყოფს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში ეს ვერ მოხდა. ამას განაპირობებს ერთი, ჩვენი სიმართლე, მეორე, ოპოზიციის, მდიდარი ენჯეოების და საერთოდ აგენტურის უნიათობა. მე ვიცი, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები, ხარჯვის დოკუმენტებს და ანგარიშს ითხოვენ ვიღაც-ვიღაცებისგან, ეჭვი აქვთ, რომ ეს თანხები გაიფლანგა, მათ ჰგონიათ, რომ მათი ფულით შეიძლება ბევრი რაღაც დალაგდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

24 აპრილი 2025, 23:52
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება.

24 აპრილი 2025, 23:51
პოლიტიკა
მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: ასეულობით მილიონი დოლარი რომ იხარჯება საქართველოში და ამბობ, რომ ამას რომელიმე ორგანიზაცია ხარჯავს საქართველოსთვის, უკვე მატყუებ - ყველას უნდოდა, რომ ამ ქვეყანაში ფინანსები გამჭვირვალე არ ყოფილიყო
ასეულობით მილიონი დოლარი თუ ევრო რომ იხარჯება საქართველოში და შენ ამბობ, რომ ამას რომელიმე ორგანიზაცია ან სახელმწიფო ხარჯავს საქართველოსთვის, უკვე მატყუებ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

24 აპრილი 2025, 23:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე: თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, დასაშანტაჟებელი მეტი აღარაფერი იარსებებს, რით უნდა დაგვემუქრონ, ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?!
წამყვანმა მას ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მიიყვანა ქვეყანა იმ რისკამდე, რომ შესაძლოა რიგითი მოქალაქეებისთვის ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვა დააწესოს და ეს არის კრემლის სურვილიც, რადგან რუსეთს არ უნდა სამეზობლოში ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპული გზით.

24 აპრილი 2025, 23:41
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ევრობიუროკრატებზე: როდესაც ამბობენ, რომ საქართველო დაშორდა ევროპას და მოლდოვა, „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა ახლოსაა ევროპასთან, რატომ ამბობენ ამას, იმიტომ, რომ რაღაც ინტერესები არსებობს
როცა დამოუკიდებელი არ არის რომელიმე ინსტიტუცია თავის გადაწყვეტილებებში მაშინ ჩნდება უსამართლობაც, ალოგიკურობაც, უტიფრობაც და ბევრი სხვა რამ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევრობიუროკრატებსა და აშშ-ს წინა ადმინისტრაციაზე საუბრისას.

24 აპრილი 2025, 23:29
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჯიმ რიში ამბობს: „ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, წინააღმდეგობა რატომ არის?“ იმავეს ვამბობდით, თუ თანხების გამჭვირვალობა სახელმწიფოებრივი აზროვნებაა აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში?!
ვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა სენატორმა ჯიმ რიშმა, უნივერსალური წინადადება თქვა. კონკრეტულად მისი კრიტიკა ხომ გახსოვთ, მათ შორის ამერიკულ კანონზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე და ა.შ.. ეს ადამიანი დღეს ამბობს: "ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?" ზუსტად იმავეს ჩვენ ვამბობდით, ორი სიმართლე ხომ არ არსებობს? ბანალურ ჭეშმარიტებამდე დავდივართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

24 აპრილი 2025, 23:25
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა
მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მიერ მართული აქციების მისამართით.

24 აპრილი 2025, 22:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში
„სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში. როგორც იქნა, გავბედეთ ღირსებაზე, მშვიდობაზე, საკუთარი ქვეყნის ღირსებაზე ლაპარაკი. ამაზე სულ ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა უკვე იმ კრიტიკულ მომენტებში, სადაც ანგარიშს ვუწევდით, რომ შიდა ტურბულენტობით ქვეყანაში ტურბულენტობა არ გამოეწვიათ, მივედით იმ ზომამდე, რომ თითქმის ბოლომდე გავბედეთ ღიად ლაპარაკი. ეს გაბედულობა სუვერენიტეტს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

24 აპრილი 2025, 22:40
რეგიონი
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა” - დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა
ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის გამწვანების აქცია მოეწყო და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს.

24 აპრილი 2025, 22:40
რეგიონი
„ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში ,,ჰელადოსი“ წარმოადგინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში წარმოადგინა სპექტაკლი ,,ჰელადოსი“.

24 აპრილი 2025, 22:35
მსოფლიო
სენატორი ჯიმ რიში ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე: ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?
ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოეხმაურა.

24 აპრილი 2025, 22:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

24 აპრილი 2025, 21:40
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

24 აპრილი 2025, 21:14
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

24 აპრილი 2025, 21:06
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპი აპირებს ამერიკაში მოსახლეობის გაზრდა შობადობის ზრდით შეძლოს და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, რაც სახელმწიფოს ანადგურებს
დონალდ ტრამპის ამბიციური განაცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისას სწორი სტრატეგიაა. ეს არის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შობადობის გაზრდის კუთხით და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

24 აპრილი 2025, 20:56
ეკონომიკა
მილიონამდე ტურისტი მხოლოდ სამ თვეში - როგორ აისახა მოგზაურების რეკორდული მაჩვენებელი ეკონომიკაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. ზრდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.2%-ია.

24 აპრილი 2025, 20:46
პოლიტიკა
კონკურსი წესების გარეშე და გრანტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - რას მოხმარდება საფრანგეთის მიერ დაჩქარებულად გაცემული ფული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კონკურსი წესების გარეშე და გრანტი „ნაციონალური მოძრაობისთვის”. კითხვები: რისთვის და რამდენი გადმორიცხა საფრანგეთმა ან რა კრიტერიუმებით მიიღეს ფული მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების ორგანიზაციებმა, ისევ უპასუხოდ რჩება.

24 აპრილი 2025, 20:37
სამართალი
ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა - რა იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს კანონმდებლობაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის სამ წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს.

24 აპრილი 2025, 20:33
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

24 აპრილი 2025, 20:31
პოლიტიკა
ოპოზიციის უპრინციპო პოლიტიკა - რატომ მივიდნენ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისით უკმაყოფილო პოლიტიკოსები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაზე მივიდა ეუთოს გენერალურ მდივანთან, რომელსაც გუშინ ლანძღავდნენ, უფრო ადრე კი საქართველოში ჩამოსვლას უკრძალავდნენ, არჩევნების შემდეგ მისი შეფასების გამო ესხმოდნენ თავს.