02 აპრილი 2025, 10:22 / სანდო წყარო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აგრარული განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აგრარული განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიზანია, მხარი დაუჭიროს ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) ეფექტიან ფუნქციონირებას და საგანმანათლებლო მიმართულებით სისტემაში ჩართული მხარეების კოორდინაციას.

საბჭოს პირველი შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა და განათლების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სასოფლო-სამეურნეო ცოდნის, ინოვაციების დანერგვასა და გავრცელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცოდნა, ტექნოლოგიები და ინოვაციები განაპირობებს უფრო ძლიერ და კონკურენტუნარიან სოფლის მეურნეობას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეს როგორც კლიმატურ, ასევე სხვა ტიპის გამოწვევებს. საკოორდინაციო საბჭოში წარმოდგენილი თითოეული მონაწილის როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) გამართული ფუნქციონირებისათვის. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები სამინისტროს მხრიდან აქტიურად იქნება მხარდაჭერილი”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა )”.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემების განვითარების მხარდაჭერა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობითი პლატფორმების განვითარებით. შესაბამისად, აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემის საფუძველზე (AKIS) იგეგმება სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების ეროვნული სისტემების (GEO AKIS) და რეგიონულ დონეებზე მიკრო AKIS-ის სისტემების განვითარების, მიდგომების გაზიარებისა და განხორციელების მხარდაჭერა.

ყველა სიახლე

სოსო მანჯავიძე

29 აპრილი 2025, 18:05

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში

„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2025, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ - ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართაც

მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

ალექსანდრ სტუბი

29 აპრილი 2025, 17:43

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

მიხეილ ყაველაშვილი

29 აპრილი 2025, 17:42

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება

არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

29 აპრილი 2025, 17:40

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები

29 აპრილი 2025, 17:34

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 აპრილი 2025, 17:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს

ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

29 აპრილი 2025, 17:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის.

29 აპრილი 2025, 17:24

ეკონომიკა

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.

29 აპრილი 2025, 17:20

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით

,, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

29 აპრილი 2025, 17:19

ეკონომიკა

პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში. კანონპროექტით, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

29 აპრილი 2025, 17:10

პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით - ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს

შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ხელი შეუშალეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ.

29 აპრილი 2025, 17:08

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ქვეყნის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:03

სამართალი

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

გოგა ხაინდრავა

29 აპრილი 2025, 17:00

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე დაპატიჟა სააკაშვილი! ჰერ ვებერ და ფრაუ ფონ დერ ლაიენ! ყრილობას სრული იდილიისთვის მოუხდებოდა ჰენრიხ ჰიმლერის იოზეფ გებელსის და ადოლფ ჰიტლერის სულების გამოძახება!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მიერ ამავე პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დიმიტრი ხუნდაძე

29 აპრილი 2025, 16:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე თეა წულუკიანს: „ნაცების“ მწამებლური ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას კარგად უნდა გავაცნოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას, პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, კითხვა დაუსვა.

ეკა სეფაშვილი

29 აპრილი 2025, 16:46

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის

„რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება, თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც“, - ეს კითხვა დაუსვა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ უკანასკნელმა კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა და კომისიის მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა.

29 აპრილი 2025, 16:27

სამართალი

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს უწყება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენის მიმართულებით

„უსაფრთხოების თვალსაზრისით 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

29 აპრილი 2025, 16:24

სამართალი

სუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა

2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა.

29 აპრილი 2025, 16:23

სამართალი

სუსი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას, ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.