04 აპრილი 2025, 12:38 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: 2 წლის წინ გავზარდეთ ინტერპელაციების რაოდენობა და სესიის განმავლობაში 4 ინტერპელაცია იყო, ახლა ორმაგდება და პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება შესაძლებელი მოვუსმინოთ მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მოქმედ რეგლამენტში უკვე 65 სხვადასხვა ცვლილებაა შეტანილი და აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორცხული.

„უკვე ორი წელია, საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის შვიდი წელია, რაც ძალაშია, ამიტომ მოხდა შესწავლა, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში არის უკვე 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი და აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორცხული. ასევე, მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით, ადვილად გამოსაყენებელი რომ იყოს, მათ შორის არაიურისტი პარლამენტის წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ახალი რეგლამენტის პროექტით, აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნებები, რაც არის პროცედურებში და ა.შ. იცით, რომ ხანდახან იყო ხოლმე სხვადასხვა განმარტებების მცდელობები. აღსანიშნავია, რომ თავად 90 პროცენტზე მეტი ტექსტი იგივე რჩება, რაც მოქმედ რეგლანენტშია. ვინაიდან, თავისთავად არის პროცედურები, რომლებიც გაწერილია და ეს ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ახალი რეგლამენტი გამოსაყენებლადაც ადვილი იყოს როგორც პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ასევე დეპუტატებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროექტი ორშაბათს გავა პარლამენტის ბიუროზე, რის შემდეგაც გასაჯაროვდება, შემდეგ კი დაიწყება საპარლამენტო განხილვები.

„დაგეგმილია, რომ მაისის ბოლოსთვის მივიღოთ ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან. გეტყვით, რა არის ძირითადი ცვლილებები, რაც შეიძლება თქვენთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. პირველი – ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. ამ კითხვაზე საპასუხოდ შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვები, შემდეგ იმართება დებატები. როგორც იცით, ჩვენ ორი წლის წინ გავზარდეთ რაოდენობა და სესიის განმავლობაში ოთხი ინტერპელაცია იყო, ახლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაცია. ასე რომ, იქნება შესაძლებელი მოვუსმინოთ მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს.

ასევე ხდება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპის დასრულების შემდეგ დებატების წესის ხელახალი მოწესრიგება. აქამდე იყო უფრო მონოლოგიური ხასიათის. ფრაქციები გამოდიოდნენ რიგ-რიგობით და დებატის ხასიათი ამას არ ჰქონდა. ახალი მოწესრიგებით, ეს იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს. შესაბამისად, იქნება ინტერპელაცია უფრო აქტუალური. ანუ, ყოველ სასესიო კვირას შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის წევრებს, რომ პლენარულ სხდომაზე გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი აქტუალურ დაკავშირებით და გვქონდეს ამაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი, განხილვა. აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს უკვე „მინისტრის საათი“, რომელიც თავის დროზე, 2018 წელს გარკვეულწილად საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული ამ ინტერპელაციის. ზოგ ქვეყნებში არსებობს კითხვების დრო, ასეთი ფორმატები, როდესაც ყოველ კვირას არის გამოყოფილი ერთი დღე იმისთვის, რომ კითხვებს უპასუხოს ანგარიშვალდებულმა პირმა. ჩვენ ფაქტობრივად ეს სისტემა შემოგვაქვს ახლა და ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი.

მეორე საკითხი - დროებითი კომისიები. თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს დროებით საგამოძიებო კომისიას, თუმცა კონსტიტუციით ასევე გათვალისწინებულია სხვა დროებითი კომისიები, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიცვას საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. ეს კონსტიტუციური ინსტრუმენტი პარლამენტის ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა და მის ნაცვლად იყო სხვა ინსტრუმენტები წინა რეგლამენტიათ შემოღებული, როგორიც იყო მუდმოვმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა და ა.შ. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვქონდა კონსტიტუციის გაუთვალისწინებელი ინსტრუმენტები, არადა ამ დროს გვაქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არ გამოიყენებოდა. მთავარი მიზეზი, რატომაც არ გამოიყენებოდა იყო ის, რომ რეგლამენტში სხვა დროებით კომისიებს ეთმობოდა ფაქტობრივად ორი თუ სამი მუხლი და არის ძირითადად მითითებები საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ართულებდა ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებას, შინაარსს და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ვხდით დროებით კომისიას უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს. უპირატესობა დროებითი კომისიის არის ის, რომ როგორც საგამოძიებო კომისია, ის იქმნება პარიტეტის პრინციპით, ანუ ნახევარ-ნახევრად არის უმრავლესობა და ოპოზიცია. უმრავლესობა არ არის იქ უმრავლესობაში. შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას, რომ იყოს უფრო პლურალისტური მუშაობა ასეთი სახის კომისიაში, კონსესუსზე ორიენტირებული მუშაობა ასეთ კომისიაში. შესაბამისად, იქნება შესაძლებლობა, რომ ჩაანაცვლოს მუდმივმოქმედი საბჭოებისთვის თემატიკა. აქვე ვიტყვი, იცით, რომ ბოლო ცვლილებით, გენდერული თანასწორობის საბჭო გაუქმდა. ამასთან, ახალი რეგლამენტით გაუქმდება ბავშვთა უფლებების და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო. ზოგადად, მუდმივმოქმედი საბჭოები გაუქმდება, ვინაიდან, ფაქტობრივად, ეს იყო კომიტეტის გარკვეული ასლი. თან კომიტეტიც არ იყო და რეგლამენტით გათვალისწინებული საბჭოები იყო. ამის ნაცვლად ხდება მოქნილი ინსტრუმენტი დროებითი კომისიისა, რომელიც შეიძლება, ასეთი სახის თემატიკაზე შეიქმნას. მათ შორის, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე შევქმნათ დროებითი კომისია პარლამენტში მას შემდეგ, რაც ახალი რეგლამენტით იქნება ამ კომისიის შექმნის და ფუნქციონირების შესაძლებლობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს, - საკითხზე მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:38

მსოფლიო

ზელენსკი: ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე იარაღის წარმოებაში ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე ჩინელები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახის იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი.

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

17 აპრილი 2025, 21:20

მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 აპრილი 2025, 21:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს

იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება

მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილი

17 აპრილი 2025, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ შეხვედრაზე: საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში

საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2025, 21:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ

ყველა უყურებს თავის ინტერესებს, უყურებს რა ინტერესია აქვს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, დღეს რომ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:00

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა.

17 აპრილი 2025, 21:00

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

17 აპრილი 2025, 20:49

პოლიტიკა

გახარიას და „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად უპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის მორიგი განხეთქილების საბაბი გახდა. ვინც დავალება უკვე მიიღო, ცდილობს კატეგორიულობა შეარბილოს და ოქტომბრისთვის არაფერი გამორიცხოს.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 20:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო. დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 აპრილი 2025, 20:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა

ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 20:25

პოლიტიკა

გრანტით გამოხატული პარიზული მხარდაჭერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრანტების მიზნობრიობის შესახებ კითხვები, კონკურსის წესი და სხვა დეტალები უცნობია, ან ბუნდოვანი, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა საბჭოთა წარსულის კვლევა მსგავსი დანიშნულების უკან რომ დავალების შესრულება დგას - ეს მმართველმა გუნდმა გამოცდილებით იცის. უკვე აქსიომაა.

17 აპრილი 2025, 20:10

პოლიტიკა

ჩრდილოეთის ხაზინა - რადიკალთა სალარო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხოშტარიას რუსული შემოსავალი გაიზარდა. მორიგი ტრანში აპრილით თარიღდება და წინა გადარიცხვას ბევრად აჭარბებს. რუბლების მომხმარებლებისთვის ეს თემა განსაკუთრებულად სენსიტიურია და როგორც წესი, მოგერიებას ლანძღვით ცდილობენ ხოლმე, თუმცა დღეს საერთოდ არ გვიპასუხეს.

17 აპრილი 2025, 19:46

რეგიონი

თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსი გაიმართა

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 19:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 19:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის შემოქმედს ზურაბ ადეიშვილს

გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში და გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება.

კაროლინ ლევიტი

17 აპრილი 2025, 19:14

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ-თან ეკონომიკურმა პარტნიორობამ შესაძლოა რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-თან ეკონომიკურმა პარტნიორობამ შესაძლოა რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს.