06 აპრილი 2025, 20:09 / სანდო წყარო

9 აპრილ გამოვლილ საქართველოს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ჰყავდა ხელისუფლება, რომელმაც იცოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვისი დავალებების შესრულება, ფეხქვეშ თელავდა თავისუფლებას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგაც გრძელდება ქართველი ხალხის ბრძოლა შიდა და გარე მტრებთან. 3 დღეში 9 აპრილია, ისტორიული თარიღი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფალი და დამოუკიდებელი მომავალი განსაზღვრა, - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში გადაცემის წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თავის მონოლოგში ბოლო 34 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები შეაჯამა და ისაუბრა, თუ როგორ გადარჩა და დღემდე მოვიდა საქართველო.

„ბევრი იფიქრებდით, რომ გავიმარჯვეთ და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ის, რაც ამ 3 ათეულ წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანაში ქართველებისვე ხელით ხდება, სხვა არაფერია, თუ არა გააფთრებული ბრძოლა სხვაზე დამოკიდებულების აღსადგენად. არ მინდა, დავყო ქართველები რადიკალებად, პატრიოტებად, მშვიდობის მცველებად ან მოღალატეებად - ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შილები ვართ, მაგრამ თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ისინი დაარქმევენ სხვისი კარნახით. ისინი, ვისთვისაც საქართველოს დასავლეთიდან გადმორიცხული გრანტის ფასი აქვს. მორიგჯერ უარყოფენ 9 აპრილს, ისევ იცეკვებენ და შეურაცხყოფენ მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს და საერთოდ არ გაახსენდებათ იმ ადამიანთა სახელები და გვარები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს შესწირა სიცოცხლე.

რუსული ჩექმისა და ნიჩბების კვალი ამ ქვეყანას დღემდე ატყვია. ატყვია თბილისს, სოხუმს, ცხინვალს, ახალგორს, ზუგდიდს, ფოთს, სენაკს, გორს, კოდორს - მთელ საქართველოს. ქვეყანას, რომელმაც გაუძლო ომებს, იცის დამოუკიდებლობისა და მშვიდობის ფასი. დღემდე იბრძვის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ებრძვის, როგორც გარე მტრებს, ასევე - შიდას, რადიკალების სახით.

9 აპრილ გამოვლილმა საქართველომ გამოიარა 7 ნოემბერი, 26 მაისი, 15 ივნისი, ახალგაზრდების ქუჩაში საჩვენებელი მკვლელობების თვითმხილველი გავხდით. 9 აპრილ გამოვლილ საქართველოს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ჰყავდა ხელისუფლება, რომელმაც იცოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვისი დავალებების შესრულება, უგულებელყოფდა საკუთარი ხალხის ინტერესებს, უსაფრთხოებას, ფეხქვეშ თელავდა თავისუფლებას, იდენტობას, ეროვნულობას, ისტორიასა და ყველაფერს არადემოკრატიულს დემოკრატიის სახელით ჩადიოდა.

9 აპრილ გამოვლილ ქვეყანაში სააკაშვილის არაპრაგმატული და მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად აგვისტოს უმძიმესი დღეები დაგვიდგა - ასობით სოფელი და ასეულობით სიცოცხლე დავკარგეთ, ათასობით დევნილი კი სიკვდილს და ტყვეობას სასწაულებრივად გადაურჩა. აგვისტოს ომს ჰყავს გმირები, გმირები რომლებიც რეჟიმმა ფრონტის წინა ხაზზე მიატოვა და ახლა მათ სახელებს ეფარება. ანწუხელიძე გმირია და დიდება მის ხსოვნას! - სამწუხაროდ, მისი სახელით სპეკულირებასაც კი არ ერიდებიან რადიკალები და მათი მხარდამჭერები. ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოში, რომელსაც ჰყავს ბევრი მტერი, მაგრამ მშვიდობას უფრო ბევრი მცველი.

9 აპრილ გამოვლილ საქართველოში ცხინვალის, აფხაზეთისა და აგვისტოს ომების შემდეგ დღეს რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ დააბიჯებს ჩვენს მიწაზე რუსული ჩექმა, ისევ არ ფრიალებს რუსული დროშა, რომელიც აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში მაშინდელმა მთავარსარდალმა, სააკაშვილმა ააფრიალა, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს პირდაპირ საზღვარზე დახვდა და ბედნიერი მოგზაურობა უსურვა ომ გამოვლილ საქართველოში - ეს არის „ქართული ოცნების“ და დღევანდელი ხელისუფლებისადმი ამომრჩევლის მხრიდან მიცემული ჭარბი ნდობის შედეგი.

ჩვენ გადავრჩით და რომ არა 2012 წლის დღეები, დღეს საქართველო არ ვიცით, როგორი იქნებოდა. ე.წ პატრიოტი ოპოზიციის და მათი ბელადების სააკაშვილის, გნებავთ, ზურაბიშვილის წყალობით, უკრაინის ბედს დიდი ალბათობით გავიზიარებდით. მეორე ფრონტზე უარი, აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი და ბოდიში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულს შეუძლია, ისევ რადიკალებმა შერაცხეს ქვეყნის ღალატად და რუსულ თამაშად.

არადა, ნაბიჯი შერიგებისკენ გადასადგმელია, ნაბიჯი მშვიდობისთვის და ნაბიჯი ერთიანი ძლიერი, სუვერენული საქართველოსთვის - ეს უნდოდათ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას შეწირულ ადამიანებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირებს და ეს გვინდა ჩვენ, დღევანდელ საქართველოს - მილიონობით ქართველს. ერთიანი და ძლიერი საქართველო - ეს არის 9 აპრილ გამოვლილი ქვეყნის ერთადერთი გზა და არა მოსკოვის, ან საბჭოური მენტალობის ევროპელი ბიუროკრატების დირექტივების შესრულება.

დღეს საქართველოს მართავს საქართველო და გარედან ვეღარ გვმართავენ, ანუ ჩვენ ვწყვეტთ, გვინდა მშვიდობა, თუ გვინდა ომი - არჩევანი გაკეთებულია. საქართველომ მკაფიოდ და ხმამაღლა თქვა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 22:40

რეგიონი

„ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში ,,ჰელადოსი“ წარმოადგინა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის - ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში წარმოადგინა სპექტაკლი ,,ჰელადოსი“.

24 აპრილი 2025, 22:40

რეგიონი

„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა” - დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის გამწვანების აქცია მოეწყო და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს.

ჯიმ რიში

24 აპრილი 2025, 22:35

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე: ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხს გამოეხმაურა.

24 აპრილი 2025, 22:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

24 აპრილი 2025, 21:40

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 21:14

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

თამარ ჩიბურდანიძე

24 აპრილი 2025, 21:06

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპი აპირებს ამერიკაში მოსახლეობის გაზრდა შობადობის ზრდით შეძლოს და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, რაც სახელმწიფოს ანადგურებს

დონალდ ტრამპის ამბიციური განაცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისას სწორი სტრატეგიაა. ეს არის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შობადობის გაზრდის კუთხით და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

24 აპრილი 2025, 20:56

ეკონომიკა

მილიონამდე ტურისტი მხოლოდ სამ თვეში - როგორ აისახა მოგზაურების რეკორდული მაჩვენებელი ეკონომიკაზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. ზრდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.2%-ია.

24 აპრილი 2025, 20:46

პოლიტიკა

კონკურსი წესების გარეშე და გრანტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - რას მოხმარდება საფრანგეთის მიერ დაჩქარებულად გაცემული ფული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონკურსი წესების გარეშე და გრანტი „ნაციონალური მოძრაობისთვის”. კითხვები: რისთვის და რამდენი გადმორიცხა საფრანგეთმა ან რა კრიტერიუმებით მიიღეს ფული მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების ორგანიზაციებმა, ისევ უპასუხოდ რჩება.

24 აპრილი 2025, 20:37

სამართალი

ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა - რა იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს კანონმდებლობაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის სამ წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს.

ალექსანდრე დარახველიძე

24 აპრილი 2025, 20:33

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

24 აპრილი 2025, 20:31

პოლიტიკა

ოპოზიციის უპრინციპო პოლიტიკა - რატომ მივიდნენ ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისით უკმაყოფილო პოლიტიკოსები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაზე მივიდა ეუთოს გენერალურ მდივანთან, რომელსაც გუშინ ლანძღავდნენ, უფრო ადრე კი საქართველოში ჩამოსვლას უკრძალავდნენ, არჩევნების შემდეგ მისი შეფასების გამო ესხმოდნენ თავს.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 20:30

პოლიტიკა

ზურაბიშვილის დუმილი და ნანუაშვილის თავის მართლება. როგორ გათქვეს გეგმა რუსი პრანკერების მიერ მოტყუებულებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ აგვიანებს უცხოური ფული ევროპიდან და რა ალტერნატიულ გზებს ეძებენ პროტესტის შესანარჩუნებლად? გეგმა რუსი პრანკერების მიერ მოტყუებულებმა გასცეს. სკანდალური აღიარების შესახებ სალომე ზურაბიშვილი დუმს, ნანუაშვილი კი თავის მართლებას ცდილობს.

24 აპრილი 2025, 20:29

მსოფლიო

Bloomberg: აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა აღიაროს უკრაინის უფლება, ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვითი მრეწველობა

აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა აღიაროს უკრაინის უფლება, ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვითი მრეწველობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 20:14

პოლიტიკა

პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში - პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივა - ქართული დელეგაციის ვიზიტის შედეგები ვაშინგტონიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულად თანხვდება, აცხადებს ლევან დავითაშვილი და განმარტავს, რომ კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივას მიეძღვნა.

კირ სტარმერი

24 აპრილი 2025, 20:13

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: თავდასხმა კიევზე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი აგრესორია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა კიევზე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი აგრესორია.

24 აპრილი 2025, 20:12

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია.

გენადი არველაძე

24 აპრილი 2025, 20:05

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო უკვე წარმოადგენს ჰაბს აშშ-ის გარკვეული პროდუქციისთვის როგორც ლოგისტიკის, ასევე ვაჭრობის მხრივ, რომელმაც 2 მლრდ. დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, გარკვეული ამერიკული პროდუქტებისთვის, საექსპორტო ბაზრების თვალსაზრისით საქართველო ტოპ-ათეულში შედის და მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ საქართველოსთვის საინტერესოა ჰაბის მნიშვნელობის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება.

ლევან დავითაშვილი

24 აპრილი 2025, 19:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია ერთობლივად მოხდეს აშშ-ისა და საქართველოსთვის ეკონომიკურად ურთიერთხელსაყრელი მიმართულებების იდენტიფიცირება

„ჩვენ გვინდა ახალი მიმართულებების განვითარება. ეს არის, მათ შორის, შუა დერეფნის ეფექტიანად გამოყენება, კიდევ უფრო მეტი სავაჭრო პოტენციალის ათვისება, რომელიც საქართველოს გააჩნია ამერიკისთვის და ამერიკული კომპანიებისთვის, სადაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ემანუელ მაკრონი

24 აპრილი 2025, 19:48

მსოფლიო

მაკრონი: ახლა ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსის განხილვის დრო არ არის.