ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს
ლევან დავითაშვილი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რეალობისგან შორსაა - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და არავის არავისთვის არაფერი გადაუცია, ეს ერთი, მეორეც: ახალი პორტის განვითარების სტრუქტურაში, რაც ჩვენ შერჩევის პროცესში თავიდანვე განვსაზღვრეთ, სრულად არის გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესები, აქედან გამომდინარე, რაიმე საფრთხეებსა თუ პოტენციურ საფრთხეებზე საუბარი, რომლებიც ამ განცხადებებშია, საფუძველს და აზრს აბსოლუტურად მოკლებულია“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა ამერიკელი კონგრესმენების მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას.
ლევან დავითაშვილის თქმით, ეს განცხადებები კეთდება ისე, რომ არც საკმარისი ინფორმაციაა მოძიებული, არც ინფორმაციის შეფასება ხდება და ეს არის განცხადებები, რომლებიც არაფერს ეფუძნება და არაფერთან კავშირში არ არის.
„სრული ინფორმაცია აშშ-ის ელჩს მივაწოდეთ ჯერ კიდევ გასულ წელს, სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მაინც კეთდებოდა არაზუსტი განცხადებები. ახლაც მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ელჩს, თუმცა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ასევე არის საკანონდებლო ხელისუფლება და ჩვენს მიერ ელჩისთვის ინფორმაციის გაზიარება არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია, ასევე ყველა პოლიტიკოსს აქვს იგივე ან პროფესიონალური აღქმა ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და მათ ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასონ ეს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ჩვენი სატრანზიტო-სატრანსპორტო ფუნქცია გავზარდოთ - შუა დერეფნის განვითარება როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო პარტნიორების ინტერესშია და აქ შეიძლება თანხვედრა იყოს ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ცხადია, უნდა იყოს სრული გარკვეულობა და როგორც აღვნიშნე, აშშ-ის საელჩოს გააჩნია სრული ინფორმაცია პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომ აქ არანაირ საფრთხეზე არ შეიძლება საუბარი, პირიქით, ეს არის ინტერესები საქართველოსთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის, ევროპის ქვეყნებისთვის, ამერიკისთვის და ასე შემდეგ. ეს არის პროექტი, სადაც ყველას ინტერესის რეალიზება შეიძლება მოხდეს, თუმცა, უპირველესად, პროექტში გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესები, ჩვენ დავიცავთ ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს, პრინციპებს, პრიორიტეტებს და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრი კერძო ინვესტორის შერჩევის მიმდინარე პროცესსაც შეეხო. მისი განმარტებით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რადგან ფინალისტი კომპანიის - ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისგან მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით კომისიას ჰქონდა კითხვები, მიმდინარეობს მათი დაზუსტება და სხვადასხვა საკითხების გარკვევა - საუბარია ძალიან კომპლექსურ, ათასობითგვერდიან დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ტექნიკურ და კომერციულ ასპექტს, შესაბამისად, მიმდინარეობს ამ დოკუმენტის შესწავლა კონსულტანტებთან ერთად და კომუნიკაცია პრეტენდენტთან. ეკონომიკის მინისტრის თქმით, რამდენჯერმე იყო თხოვნა ვადების გადაწევის შესახებ, რადგან თითოეული დაზუსტების პერიოდში კომპანიას სჭირდება დამაზუსტებელი ინფორმაციის მომზადება და წარმოდგენა, აქედან გამომდინარე, მათ მიცემული აქვთ დამატებითი ვადა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ პრეტენდენტისგან წარმოდგენილი საბოლოო წინადადებები რამდენად შესაბამისობაში იქნება წინასწარ არსებულ მოთხოვნებთან.
„კერძო პარტნიორის შერჩევა არ არის მარტივი პროცესი, ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან რეალისტური და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გამოცდილი კონსულტანტებიც, ძირითადად ჰოლანდიური კომპანია, რომელიც არის საზღვაო-საკონსულტაციო საექსპერტო ბიურო, ჩვენ ამიტომ დავიწყეთ პორტის განვითარებისა და მშენებლობის პარალელური პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ დროში არ გვქონდეს დაგვიანება, პარალელურად ვქმნიდეთ ინფრასტრუქტურას და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შევარჩევთ პარტნიორს, ეს მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ხარისხიანად, რადგან ერთია, შეარჩიო, გამოავლინო პარტნიორი და მერე მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებით იმუშავებს ეს პარტნიორი სახელმწიფოსთან ერთად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური პროექტი გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და დიდი პოლიტიკის ობიექტივში მოექცა, ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიურად, პოზიტიურად და მთავრობას აქვს ადეკვატური მოლოდინები, მათ შორის, ვადებთან მიმართებაში.
„ვფიქრობთ, რომ 2028 წელი, რაც იყო გაცხადებული, არის ის ვადა, როცა პორტი შეძლებს ამოქმედებას, ეს არის მრავალფაზიანი განვითარების პროცესი და ის წარიმართება წარმატებით. სამშენებლო პარტნიორი შერჩეული გვყავს, მშენებლობის პროცესი მიდის ინტენსიურად და პროექტი ხორციელდება იმის მიუხედავად, გვეყოლება თუ არა კერძო პარტნიორი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტი უნდა განხორციელდეს, ეს არის დაპირება მოსახლეობის წინაშე და სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.
„სახელმწიფომ უკვე აიღო ვალდებულება, ინვესტირება დაწყებულია პროექტში და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს. ეს იქნება მდგრადი პროექტი, რადგან ჩვენ ყველანაირი შესწავლა გვაქვს გაკეთებული. ეს იქნება სახელმწიფო პროექტი ან სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი - ყველა ვარიანტში, იქნება წარმატებით განხორციელებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი. შესაბამისად, ძალიან დიდი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, ცოტა გადამეტებულია, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ზოგადად, ჩინეთის და ამერიკის კონკურენციაზე, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია - ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონკრეტულ ინტერესებზე, სადაც გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ამოცანები და ამ ამოცანებში ჯდება თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან, მათ შორის, ჩინეთთან, აშშ-სთან, ევროპასთან და მეზობელ ქვეყნებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 15:44
საზოგადოება
გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს - გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
22 აპრილი 2026, 15:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს. ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:31
საზოგადოება
დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 15:24
პოლიტიკა
შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
22 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.
22 აპრილი 2026, 14:56
მსოფლიო
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება უკვე დაწყებულია, ხოლო მიწოდება ხვალ აღდგება.
22 აპრილი 2026, 14:51
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვთქვათ, რომ წამალი არის უსაფრთხო
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი, - განუცხადა „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 14:44
პოლიტიკა
ვოლსკი: ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია
ლგბტ თემი რომ არსებობს ჩვენთვის არაა უცხო და ახალი, მაგრამ აქამდე მოვედით ისე, რომ ამას კრიზისი არ შეუქმნია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, არ სჭირდება საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს ბრიუსელისგან იმის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოს ლგბტ საკითხთან მიმართებით.
22 აპრილი 2026, 14:43
თავდაცვა
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:42
რეგიონი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ახალციხეში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან შეხვედრა ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
22 აპრილი 2026, 14:35
მსოფლიო
BBC: უკრაინას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს - ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობა და მუშახელის ნაკლებობაა
უკრაინის ხელისუფლებას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს. ინფორმაციას BBC-ის უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:34
ჯანდაცვა
მშობელთა ორგანიზაცია - „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს
ევროპისა და შეერთებული შტატების ოფიციალური დოკუმენტების მიუხედავად ისევ ირწმუნებიან, რომ მედიკამენტები ეფექტურია. ითხოვენ საჯარო დისკუსიას. ოფიციალური ინფორმაციით კი პრეპარატ „ელევიდისს“ ევროპაში ავტორიზაცია არაეფექტიანობის გამო შეუჩერდა. ამერიკამ კი ფატალური შედეგების შესახებ გაფრთხილება დაამატა.
22 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია
როგორც ვხედავთ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელის მხრიდან ისევ აქტუალურია, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
22 აპრილი 2026, 14:28
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას. თუ ვინმემ იცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად
ოპოზიცია მუდმივად აცხადებდა, რომ ლგბტ პროპაგანდის საკითხით ხელისუფლება სპეკულირებდა, ახლა კი პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებები მნიშვნელოვანია.
22 აპრილი 2026, 14:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია
მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მთავრობაში განხოციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
22 აპრილი 2026, 14:14
მსოფლიო
ბრიტანეთში 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს აღარ მიჰყიდიან. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 14:13
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი საკადრო ცვლილებებზე: უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის
უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
22 აპრილი 2026, 14:04
საზოგადოება
თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღად მიიჩნევა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე და ადამიანების მოტივირება, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბუნებასა და გარემოს. წლევანდელი სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
22 აპრილი 2026, 13:59
რეგიონი
სამტრედიაში ქართველი და პოლონელი ვეტერინარების ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.


