08 აპრილი 2025, 14:22 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ბუტა რობაქიძე მოკლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და რომ არა ამ მანკიერი ხელისუფლების ცვლილება შემდეგი იქნებოდით თქვენ

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ისმენს ბუტა რობაქიძის, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ახალგაზრდა ბიჭის დედის ქალბატონი ია მეტრეველის ტკივილს - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ბუტა რობაქიძე მოკლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და რომ არა ამ მანკიერი ხელისუფლების ცვლილება შემდეგი იქნებოდით თქვენ.

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ისმენს ბუტა რობაქიძის, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ახალგაზრდა ბიჭის დედის
ქალბატონი ია მეტრეველის ტკივილს.
ეს ქალბატონი დღეს მის ტკივილზე საუბრობს და მეც ამ პოსტს ვწერ იმ ახალგაზრდების გასაგონად რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დასაბრუნებლად მათი თამაშის წესებით თამაშობთ.
იცოდეთ რომ ფაქტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ბუტა რობაქიძე მოკლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და რომ არა ამ მანკიერი ხელისუფლების ცვლილება შემდეგი იქნებოდით თქვენ!
ალბათ დაგაინტერესებთ დეტალები საქმის ირგვლივ: პატრულის მიერ გასროლილი ტყვიას 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა.
მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება : კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე სამართალდაცავებმა დააკავეს.
ბუტა რობაქიძის მეგობარი იხსენებს - მე და ბუტა ორი წლის დამეგობრებულები ვიყავით, ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე. იმ საბედისწერო დღეს მეგობრებმა გიორგობის აღნიშვნა გადავწყვიტეთ, ბუტასაც დავურეკეთ, შინ გავუარეთ და ჩვენთან ერთად წამოვიდა. ექვსნი ვიყავით: ბუტა, ლევან დანგაძე, კახა აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე და მე. ერთ-ერთი ჩვენგანის ოჯახში დაახლოებით 2 საათს გავჩერდით, მაგრამ არ დაგვილევია და 12 საათისთვის შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ. აზარიაშვილის მანქანით ვიყავით...
ჯერ ბუტა უნდა მიგვეყვანა წერეთლის გამზირზე, ეკლესიასთან ნელა მოძრავ პატრულის ავტომობილს გავუსწარით, გაგვაჩერეს და ვინაიდან ვიწროდ ვიჯექით, ყველანი გადავედით.
პოლიციელებს გიორგობა მივულოცეთ, თან გვაინტერესებდა, რატომ გაგვაჩერეს. გვითხრეს, არაფერია, უბრალო შემოწმებააო და კორექტულად მიგვითითეს უმნიშვნელო დარღვევაზე. ამასობაში მოვიდა პატრულის მეორე მანქანა, საიდანაც გადმოვიდა გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელიც უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა.
მერე და მერე, როდესაც შეგვაგინა და შუბლზე იარაღი დაგვადო, ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი, აშკარად ნასვამი იყო.
"დაძაბულობა მეორე ეკიპაჟის მოსვლამ გამოიწვია. ბაშალეიშვილი მანქანიდან იარაღით გადმოვიდა, მოსულებმა არც იცოდნენ, რა ხდებოდა.
დაგვიწყეს გინება, პოლიციელები თან გვჩხრეკდნენ, თან სათითაოდ იარაღს გვადებდნენ.
გვიბრძანეს, მიწაზე დაწექითო. აი, ამ არეულობაში გაისროლა გრიგოლ ბაშალეიშვილმა.
თავდაპირველად მეგონა, რომ ჰაერში გაისროლეს ჩვენს შესაშინებლად, რას ვიფიქრებდი, გამიზნულად თუ ესროდნენ ვინმეს. ლევან დანგაძემ, რომელიც ჩემს გვერდით იწვა, როცა დაინახა, რაც მოხდა, ყვირილი დაიწყო, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა-იხსენებს ირაკლი მიქაბერიძე.
"ბაშალეიშვილმა ხელებაწეულ ბუტას მარცხენა იღლიაში ესროლა...
ბუტა ზურგით იდგა და როდესაც პოლიციელმა შეაგინა, შემოტრიალდა და უთხრა, რატომ იგინებიო.
ამ გინება-გინებაში გამოჰკრა ბაშალეიშვილმა სასხლეტს ხელი - გინება და გასროლა ერთდროულად მოხდა.
ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა.
არ ვიცი, რით იყო გაბრუებული ეს ადამიანი, მაგრამ ფაქტია, რომ უმიზეზოდ დახვრიტა კაცი.
შემდეგ დაიწყეს ჩვენი წიხლებით ცემა და გინება. მიწაზე დაწოლილებს წიხლებს ხან სახეში გვირტყამდნენ, ხან - გვერდებში. ვერაფერს ვხედავდი, ხელზე ბორკილები, თავზე კი იარაღი გვედო, გვერდით არც გვახედებდნენ.
ბუტა მგონი, ადგილზე დაიღუპა.
სასწრაფო რომ მოვიდა, თქვეს, გარდაცვლილიაო, პატრულის თანამშრომლები მათ მოსვლამდეც საუბრობდნენ ამაზე.
ცემის შემდეგ ფეხზე წამოგვაყენეს და უამრავი პოლიციელი დავინახე - ფორმიანიც და უფორმოც.
"სწორედ დონაძე და მიქაძე აკონტროლებდნენ, ვისთვის რა იარაღი უნდა ჩაედოთ, რა და როგორ გადაეღოთ. ჩვენ იარაღის მსგავსი არაფერი გვქონია, მაგრამ რამდენიმე წუთში ადგილზე უამრავი იარაღი გაჩნდა - პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიები და ნიღბები, დაახლოებით 200-მდე იარაღი და ტყვია-წამალი.
მოკლულ ბუტასაც დაუდეს გვერდით ავტომატი და გადაიღეს.
ბოლოს, ყველა იარაღი ერთად მანქანის საბარგულზე დააწყვეს.
სამი საათის განმავლობაში ვიწექით მიწაზე, მაგრამ სულ ბუტაზე ვფიქრობდი, ნეტა, ცოცხალი იყოს-მეთქი. ვინაიდან გვიანი იყო და გამვლელ-გამომვლელები არ ჩანდნენ, მიქაძე და დონაძე ტაქსის მძღოლებს აჩერებდნენ და სთავაზობდნენ, მოწმედ დაგვიდექით, ესენი ყაჩაღები არიან, ხვალ სახლში შემოგივარდებიანო. ბევრმა უარი თქვა, მაგრამ, მგონი, მაინც იპოვეს ცრუ მოწმე- განაცხადა ირაკლი მიქაბერიძემ.
“შოკში ვიყავი, ვინაიდან ბუტას მე დავურეკე და გარეთ გამოვიყვანე...
როცა შენ მიერ გარეთ გამოყვანილ მეგობარს გიკლავენ, ამაზე საშინელი არაფერი ყოფილა...
მიქაძემ ტელეეთერში განაცხადა, ახალგაზრდებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ამიტომ გავხსენით ცეცხლიო.
მერე თქვეს, რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია, არც წინააღმდეგობა გაუწევიაო. ბაშალეიშვილმა კი თავდაპირველად თქვა, ყაჩაღები იყვნენ, წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ამიტომ ვისროლეო, სასამართლოზე განუცხადებია, შემთხვევით გამივარდაო.
ბაშალეიშვილი იმას იმეორებდა, რასაც დაავალებდნენ.
ბაქრაძემ პირადად ჩაუდო აკაკი ბართაიას "ლიმონკა", შარვალი გამოუწია, ეგონა, ჯიბეში უდებდა, მაგრამ ტოტიდან გამოვარდა.
შემდეგ ჩართეს კამერა და "ამოიღეს ნივთმტკიცება". ამ ყველაფერს დონაძე და მიქაძე კურატორობდნენ, ისინი ანაწილებდნენ, ვისთვის რა იარაღი დაედოთ და რა ჩაედოთ. იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლი წაგვიყენეს.
მოსამართლე შარაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომ წინასწარი ძიების მიმდინარეობისას საპატიმროში ვყოფილიყავით და ყველანი გაგვიშვა.
როგორც შევიტყვე, ამ გადაწყვეტილების გამო ის მალე გაათავისუფლეს. როგორც კი გამოგვიშვეს, მეორე დღეს სასამართლოში გამოგვიძახეს და ისევ ძველი ბრალი დაგვიტოვეს.
მე და დანგაძე არ დაგვაპატიმრეს. ქურდაძე, ბართაია და აზარიაშვილი კი ციხეში გადაიყვანეს. ბართაია ერთ თვეში გაათავისუფლეს, ხოლო ის ორი - 5 თვის შემდეგ.
გვემუქრებოდნენ - დანაშაული აღიარეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ, თან დაჭერილ ბიჭებს გამოვუშვებთო. სამართალდამცველების და ჩვენი კეთილდღეობისთვის უნდა გვეცრუა, რომ ბუტა ყაჩაღი იყო და იარაღი ჰქონდა?! ამას არასდროს ვიტყოდით…
მძიმეა ბუტას მეგობრის და უშუალოდ ამ სქმის მონაწილის მონაყოლი და კიდევ უფრო მძიმეა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა რომელიც უცვლელად გაგრძელდა და ბუტა რობაქიძის შემდეგ არაერთი ახალგაზრდა იქნა რეჟიმის მიერ მოკლული.
ახალგაზრდებო, ყურადღებით მოისმინეთ კომისიაზე მოწვეული არაერთი გაუბედურებული ადამიანის მონაყოლი და კითხეთ საკუთარ თავს სწორად გსურთ ის
რაც გსურთ?! თუ უკვე შეგეპარათ გრძნობა სინდისის ქენჯნის?!“, - წერს იგი.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს, - საკითხზე მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:38

მსოფლიო

ზელენსკი: ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე იარაღის წარმოებაში ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს არტილერიასა და დენთს აწვდის, ასევე ჩინელები რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სახის იარაღის წარმოებით არიან დაკავებულნი.

სოზარ სუბარი

17 აპრილი 2025, 21:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება.

17 აპრილი 2025, 21:20

მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 525 ნარკორეალიზატორი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

17 აპრილი 2025, 21:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს

იმდენი უსტანდარტობა არის ამ სამყაროში, რომ უკვე თვითონ ვეღარ ერკვევიან თავი და ბოლო სად არის, ვინ ვის უწესებს სანქციას, ვინ ვის ემეგობრება და ვინ ვის მტრობს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 21:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება

მთელს მსოფლიოში ლტოლვილთა უმართავი ნაკადების წარმოშობის საფრთხე ჩანს. ქვეყანას უნდა ჰქონდეს ამ პროცესების მართვის ეფექტური საშუალება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილი

17 აპრილი 2025, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ შეხვედრაზე: საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში

საქართველოს პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის სამ ქვეყანას შორის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს კარგი შესაძლებლობაა მხარეებმა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2025, 21:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე: ყველა უყურებს თავის ინტერესებს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ

ყველა უყურებს თავის ინტერესებს, უყურებს რა ინტერესია აქვს და თუ ეს ინტერესები საჭიროებას მოითხოვს, კრემლთანაც ჩააბარებენ სამხედრო სალამს პუტინს, ირანსა და ჩინეთშიც დიდი სიამოვნებით ჩავლენ, დღეს რომ აკრიტიკებენ იმ ქვეყნებში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების კრიტიკაზე საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2025, 21:00

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის შესახებ რუსული ნარატივების გავრცელებაში დაადანაშაულა.

17 აპრილი 2025, 21:00

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

17 აპრილი 2025, 20:49

პოლიტიკა

გახარიას და „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღიად უპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის მორიგი განხეთქილების საბაბი გახდა. ვინც დავალება უკვე მიიღო, ცდილობს კატეგორიულობა შეარბილოს და ოქტომბრისთვის არაფერი გამორიცხოს.

ირაკლი ქადაგიშვილი

17 აპრილი 2025, 20:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო. დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 აპრილი 2025, 20:30

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა

ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.

17 აპრილი 2025, 20:25

პოლიტიკა

გრანტით გამოხატული პარიზული მხარდაჭერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრანტების მიზნობრიობის შესახებ კითხვები, კონკურსის წესი და სხვა დეტალები უცნობია, ან ბუნდოვანი, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა საბჭოთა წარსულის კვლევა მსგავსი დანიშნულების უკან რომ დავალების შესრულება დგას - ეს მმართველმა გუნდმა გამოცდილებით იცის. უკვე აქსიომაა.

17 აპრილი 2025, 20:10

პოლიტიკა

ჩრდილოეთის ხაზინა - რადიკალთა სალარო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხოშტარიას რუსული შემოსავალი გაიზარდა. მორიგი ტრანში აპრილით თარიღდება და წინა გადარიცხვას ბევრად აჭარბებს. რუბლების მომხმარებლებისთვის ეს თემა განსაკუთრებულად სენსიტიურია და როგორც წესი, მოგერიებას ლანძღვით ცდილობენ ხოლმე, თუმცა დღეს საერთოდ არ გვიპასუხეს.

17 აპრილი 2025, 19:46

რეგიონი

თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსი გაიმართა

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 19:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 19:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის შემოქმედს ზურაბ ადეიშვილს

გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში და გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება.

კაროლინ ლევიტი

17 აპრილი 2025, 19:14

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ-თან ეკონომიკურმა პარტნიორობამ შესაძლოა რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-თან ეკონომიკურმა პარტნიორობამ შესაძლოა რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგოს.