ზურაბ ქადაგიძე: დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!

ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: ხალხის ძალა
„კომისიას ვერ აშავებენ და წულუკიანს ერჩიან, მოგონილი ბრალდებით - სააკაშვილმა აგვისტოს გმირები საკუთარ პიარს შესწირა, როგორ თქვაო?!“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისი თქმით, ფაქტია, რომ დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა.
„ქართული ექსტრემიზმი, ყველა „ბედნიერებასთან“ ერთად, ჭკუასუსტობით გამოირჩევა და პრიმიტიული ლოგიკით მოქმედებს:
რუსეთი ოკუპანტია და ეს ფაქტი ყველა ბრალდებას აბათილებს, თუნდაც სააკაშვილის მთავრობას ეღალატა სახელმწიფო ინტერესებისთვის;
მერე რა, თუ რეზერვისტები საზეიმო კორიდორისთვის ესაჭიროებოდა...
მერე რა, თუ ტრიბუნა და დროშები მიჰქონდა ცხინვალში, საკვების, ტყვია-წამლისა და იარაღით მომარაგების მაგივრად...
მერე რა, თუ მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოაცხადა და ხალხი გაწირა...
მთავარია, რუსეთია ოკუპანტი!
სინამდვილეში, 2008 წლის აგვისტოს ომი და ქართველი ხალხის უბედურება, ყველამ საკუთარი საქმისთვის გამოიყენა:
საქართველოდან გასული რუსული ჯარი უფრო მასშტაბურად შემოვიდა საქართველოში...
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა მაკკეინმა მთელი თავისი საპრეზიდენტო კამპანია რუსულ ოკუპაციაზე ააწყო...
სააკაშვილმა 7 ნოემბრისას დაზიანებული რეპუტაციის აღდგენა სცადა და რუსთაველზე, „მიშა-მიშა“ აძახებინა ხალხს...
მხოლოდ მოსახლეობა, გაუბედურებული ოჯახები და სამაჩაბლოს ძირძველი ტერიტორიები დარჩა უსაშველოდ მიტოვებული!
დიახ, სააკაშვილმა ამერიკელ „ნეოკონებთან“ შეთანხმებითა და კრემლთან სტრატეგიული მოკავშირეობით, სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა და ამისათვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!
P.S. იმ იდიოტურ არგუმენტზე, რომ რუსეთი მაინც აპირებდა ოკუპაციას, უფრო პრიმიტიული პასუხით აგიხსნით რეალობას - დღეს რომ სოხუმისკენ ქართული ჯარი დაიძრას, საყოველთაო მობილიზაცია არ გამოცხადდეს, ტყვია-წამლისა და პირველადი დახმარების ნაცვლად ტრიბუნა და დროშები წაიღოს რეზერვმა, [რის ფონზეც] რუსები უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპაციას მოახდენენ - ეს ვისი პასუხისმგებლობა იქნება?
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილისა და „ნეოკონების“ ერთობლივი ავანტიურა იყო, სადაც კრემლმა იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ოდესმე!
დიახ, დღეს უფრო მეტი ვაჟკაცი, ქართველი ბიჭი იქნებოდა ცოცხალი, საკუთარ ოჯახებში და საკუთარ შვილებთან, ვიდრე სააკაშვილის ღალატისა და რუსული ოკუპაციის ხელშეწყობის შემდეგაა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ყველა სიახლე

22 აპრილი 2025, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 აპრილს, ქუთაისში დღისით +28 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

22 აპრილი 2025, 02:05
მსოფლიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 00:08
მსოფლიო
დონალდ ტრამპი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.

21 აპრილი 2025, 23:11
მსოფლიო
ცნობილი გახდა პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს
რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 22:23
მსოფლიო
ოფიციალური ვატიკანი: რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა
რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 22:08
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში ომის მშვიდობიანი დარეგულირების განსახილველად შეიკრიბებიან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში ომის მშვიდობიანი დარეგულირების განსახილველად შეიკრიბებიან.

21 აპრილი 2025, 22:07
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ოპოზიცია „იმ 9 წლის“ მთავარი შემოქმედის გათავისუფლებასაც ითხოვს. ამიტომ არა აქვს პერსპექტივა ოპოზიციური გამოსვლების მასშტაბების გაზრდას და რაც მალე მიხვდება ამას ოპოზიცია, მით მალე გაჯანსაღდება პოლიტიკური მდგომარეობა
დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებსა და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

21 აპრილი 2025, 21:52
სპორტი
ქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზიციას დასჯერდა, მეოთხე იყო ორჭიდის ჯამში მოგროვებული 402 კილოგრამითაც.

21 აპრილი 2025, 21:51
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს გაამჟღავნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს გაამჟღავნებს.

21 აპრილი 2025, 21:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა
მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია, საქართველოში დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა

21 აპრილი 2025, 21:14
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის დიპლომატიური ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალური ოპოზიციის დიპლომატიური ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - უცხოეთიდან დაფინანსებული და მართული ძალები რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ამას არქივიც ინახავს.

21 აპრილი 2025, 21:10
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ჩვენ ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი
ყველაფერი თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ჩვენ ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 21:05
პოლიტიკა
„დიფ სთეითის“ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გაცემული მილიონები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
USAID და ამ ორგანიზაციას დაქვემდებარებული ე.წ არასამთავრობოთა ქსელი - მილიონობით გაცემული გრანტი, რომელიც „დიფ სთეითის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს ხმარდებოდა. მიზანი - დესტაბილიზაციისა და დესტრუქციის წახალისება-მხარდაჭერაა, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი, მაიკ ბენცი.

21 აპრილი 2025, 20:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, ვინც მათ მოემსახურება მარიონეტების სტატუსით
ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, ვინც მათ მოემსახურება მარიონეტების სტატუსით,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დიფ სთეითის“ გამოწვევებზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 20:48
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ 13 წელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნება“ - ერთადერთი ძალა, რომლის სათავეში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ომი არ ყოფილა. ზუსტად 13 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა და სააკაშვილის რეჟიმს საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა.

21 აპრილი 2025, 20:43
საზოგადოება
თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე,- განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 20:39
პოლიტიკა
მაიკ ბენცი: სხვადასხვა ქვეყანას USAID-სგან დაფინანსების მიღება არ სურს, რადგან იციან, რომ გრანტები რეალურად, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დესტაბილიზაციის მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს ხმარდებათ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი X-ზე წერს, რომ სხვა და სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს USAID-სგან დაფინანსების მიღება არ სურთ, რადგან იციან, რომ გრანტები რეალურად, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დესტაბილიზაციის მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს ხმარდებათ.

21 აპრილი 2025, 20:39
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ მიცვალებულებს ბრწყინვალე აღდგომა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

21 აპრილი 2025, 20:20
საზოგადოება
თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 19:50
მსოფლიო
ტრამპის გადაწყვეტილებით, რომის პაპის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომის პაპის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება.