შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე: იმედია, გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს. იცით, რომ არის, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვები

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კარგია, რომ მოდის, იმედია, გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კითხვები არის, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით.
„მაშ შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, დაადგინა, რომ დემონსტრანტების მიმართ ოპერაციის დროს გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ხელახალი გამოძიება ამ საკითხის. ასე რომ, გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ეს, პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით იმედი მაქვს, არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს ამ კითხვებს, ასევე, სხვა კითხვებს, რაც ექნება კომისიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მისვლის შესახებ ნიშნავს თუ არა იმის ალბათობას, რომ მისი პარტია შესაძლოა პარლამენტში შევიდეს.
„მისი პარტია პარლამენტში არის. მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავიანთ ამომრჩევლებს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან - ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.
ყველა სიახლე

29 აპრილი 2025, 18:42
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ამ ეტაპზე კი „მედია განვითარების ფონდისა“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილისთვის, გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ, სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატობის გადაცემას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

29 აპრილი 2025, 18:39
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ ამ სიტუაციაში რამენაირად არა მარტო გადარჩენა უნდა შევძლოთ, არამედ განვითარება
ახლა არის გეოპოლიტიკური გადანაწილების პერიოდი და ჩვენ ამ სიტუაციაში რამენაირად არა მარტო გადარჩენა უნდა შევძლოთ, არამედ განვითარება.

29 აპრილი 2025, 18:34
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ნაციზმისა და სააკაშვილის დიქტატურის მთავარ პროპაგანდისტს დღეს ევროპული ორგანიზაცია პრემიას გადასცემს სიტყვის თავისუფლების დარგში - ამაზე დიდი ანეკდოტი გსმენიათ ვინმეს?
„ევროპული ორგანიზაციები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას თავისი „დემოკრატიული“ გადაწყვეტილებებითა და „ფასდაუდებელი“ პრემიებით. დღეს კიდევ ერთი სიახლე გავიგეთ - „დოიჩე ველეს“ თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიით დაუჯილდოებია“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

29 აპრილი 2025, 18:28
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, „ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით
ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს.

29 აპრილი 2025, 18:28
მსოფლიო
ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს.

29 აპრილი 2025, 18:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული
ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.

29 აპრილი 2025, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი
საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასა და უცხოელ მაღალჩინოსნებზე საუბრისას.

29 აპრილი 2025, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული
მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

29 აპრილი 2025, 18:05
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში
„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

29 აპრილი 2025, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ - ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართაც
მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

29 აპრილი 2025, 17:43
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

29 აპრილი 2025, 17:42
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება
არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

29 აპრილი 2025, 17:40
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები

29 აპრილი 2025, 17:34
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს
ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 აპრილი 2025, 17:24
ეკონომიკა
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.

29 აპრილი 2025, 17:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით
,, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

29 აპრილი 2025, 17:19
ეკონომიკა
პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში. კანონპროექტით, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

29 აპრილი 2025, 17:10
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით - ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ხელი შეუშალეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ.