ეკა სეფაშვილი: მინისტრის საათი არის კარგი ფორმატი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწევები და ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს

ეკა სეფაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს კითხვები დაუსვა. დეპუტატის კითხვები მინისტრის საათის გაუქმებას ეხებოდა. ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ინტერპელაციის დროს, დეპუტატებს აქვთ შეზღუდული დრო კითხვებისთვის, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული მინისტრთან. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მინისტრის საათის ნაცვლად, ინტერპელაციის ყოველი კვირის ბოლოს ჩანიშვნა არა სავალდებულო, არამედ შესაძლებელი უნდა იყოს მინისტრებისთვის.
„დიდი მადლობა დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, რომელიც შეეხება რეგლამენტში ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეგლამენტი პრაქტიკის შესაბამისად უნდა გადაიხედოს და რაც უფრო მოსახერხებელი და რელევანტური იქნება პრაქტიკიდან გამომდინარე, ის ცვლილებები უნდა აისახოს შესაბამის მუხლებში. ჩემი შეკითხვა მინისტრის საათის გაუქმებას შეეხება და მისი ჩანაცვლების მცდელობას ინტერპელაციების საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ მინისტრის საათის მიმდინარეობის დროს, დარგობრივი სამინისტრო მოსახლეობას და ჩვენ გვაცნობდა დარგში მიღწეულ წარმატებებს, გამოწვევებს და ეს იყო კონცენტრირებული ერთ რომელიმე დარგზე, რასაც სამინისტრო ეხებოდა. დეპუტატებს კი გვქონდა შეუზღუდავი უფლება დაგვესვა კითხვები მინისტრისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს მოუხერხებელი ფორმატია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წლის ანგარიშის წარმოდგენა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ ზოგიერთ მინისტრს უწევს ანგარიშის სექტემბერში წარდგენა. ხომ არ ფიქრობთ, იმის ნაცვლად, რომ ეს ფორმატი გავაუქმოთ, უბრალოდ დავხვეწოთ წესები. ანუ თუ სექტემბერში უწევს გამოსვლა მინისტრს, განვლილი პერიოდის შესახებ ისაუბროს და თუ რაიმე აქტუალური პრობლემაა, ის ისედაც დაისმება, დეპუტატთა კითხვების მეშვეობით, მაშინ, როდესაც ინტერპელაციის დროს შეზღუდული რაოდენობის კითხვის დასმის საშუალებაა და თან ეს კითხვები წინასწარ უნდა იყოს მომზადებული წერილობითი ფორმით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ვერ ჩაანაცვლებს ინტერპელაციას და ინტერპელაციის შემთხვევაშიც, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ყოველი კვირის ბოლოს უნდა იყოს, ხომ არ არის რელევანტური, რომ ეს იყოს არა ვალდებულება, არამედ შესაძლებლობა. შესაძლებელი იყოს ყოველი კვირის ბოლოს ინტერპელაციის ჩატარება და არ იყოს აუცილებლობის წესი.
რატომ არ არის რელევანტური და მუშაობისათვის მოსახერხებელი მინისტრის საათი თუ კომიტეტები ძველებურად გააგრძელებენ გეგმებისა და ანგარიშების მომზადებას? განხილვის საკითხში შეიძლება ვიკამათოთ, თუმცა კომიტეტების მიერ გეგმებისა და ანგარიშების მომზადება და მათი თუნდაც კომიტეტის შესაბამის ვებგვერდზე განთავსება ვფიქრობ, კარგი ფორმატი იქნება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა ინფორმირებული იყო ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობის გეგმებსა და შედეგების შესახებ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მინისტრის საათზე "ხალხის ძალის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის ეკა სეფაშვილის პოზიციის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლება, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში.
პარლამენტის თავმჯდომარის პასუხის მოსმენის შემდეგ, ეკა სეფაშვილმა მოიყვანა არგუმენტი, თუ რატომ არის მინისტრის საათი მნიშვნელოვანი და რა შესაძლებლობა აქვთ დეპუტატებსა თუ საზოგადოებას ამ ფორმატის ფარგლებში.
„მინდა გაგაცნოთ არგუმენტი, რატომ ვერ ჩაანაცვლებს ინტერპელაცია მინისტრის საათის ფორმატს. როდესაც მოსახლეობას ვხვდებით, ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩეველი გვეუბნება, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარგის მიღწევების შესახებ. მინისტრის საათი ამისთვისაც არის კარგი ფორმატი, რომ საზოგადოებას გავაცნოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიღწევები და ის გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს. როგორც წესი, ამის შესახებ შეზღუდული ინფორმაცია არის ხოლმე არა იმიტომ, რომ არ ავრცელებენ საზოგადოებაში, არამედ იმიტომ, რომ ობიექტურად ასე ხდება - საინფორმაციო გადაცემებში ნაკლებად ხვდება ინფორმაცია ამის შესახებ. ასე რომ, მხოლოდ პრობლემატურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რასაც თავისთავად მიზნად ისახავს ინტერპელაცია, ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ სამინისტროს და მინისტრს ჰქონდეს საშუალება დარგის მიღწევებზე ისაუბროს.
გარდა ამისა, თუ არსებობს გარკვეული ტექნიკური შეუსაბამობები, მაგალითად ის, რომ სექტემბერში მოსულ მინისტრს წინა წლის ანგარიშის წარდგენა უწევს, ამის დაბალანსება და კორექტირება მარტივად შეგვიძლია, თუ ვიტყვით, რომ სექტემბერში მოსულმა მინისტრმა განვლილი პერიოდის შესახებ ანგარიში წარმოადგინოს და არა წინა წლის. ისედაც პრაქტიკა გვიჩვენებს, გასული მოწვევის განმავლობაში, როგორც წესი მინისტრები განვლილ პერიოდს აჯამებდნენ, არა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ფორმატის შენარჩუნება და მისი დახვეწა იქნებოდა გამოსავალი, ვიდრე მისი გაუქმება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე

29 აპრილი 2025, 18:28
პოლიტიკა
გიორგი ზერეკიძე: ჟორჟოლიანს ვუსმენდი, რომც დამიჭირონ რა უჭირს, ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებო - კარგია არა, „ოცნების" აშენებულ საქართველოში დანაშაულს თუ ჩაიდენ, იცი, რომ კანონით მოგეთხოვება და არა ოჯახის განადგურებით
ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმმა 14 წლის ასაკში დააკავა, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას მის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში აფასებს.

29 აპრილი 2025, 18:28
მსოფლიო
ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის უკრაინას შველის და ქვეყანას დიდ სამსახურს უწევს.

29 აპრილი 2025, 18:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული
ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.

29 აპრილი 2025, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი
საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასა და უცხოელ მაღალჩინოსნებზე საუბრისას.

29 აპრილი 2025, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული
მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

29 აპრილი 2025, 18:05
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში
„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

29 აპრილი 2025, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ - ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართაც
მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

29 აპრილი 2025, 17:43
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

29 აპრილი 2025, 17:42
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება
არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

29 აპრილი 2025, 17:40
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები

29 აპრილი 2025, 17:34
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს
ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 აპრილი 2025, 17:24
ეკონომიკა
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.

29 აპრილი 2025, 17:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით
,, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

29 აპრილი 2025, 17:19
ეკონომიკა
პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში. კანონპროექტით, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

29 აპრილი 2025, 17:10
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით - ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ხელი შეუშალეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ.

29 აპრილი 2025, 17:08
მსოფლიო
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ქვეყნის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:03
სამართალი
პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

29 აპრილი 2025, 17:00
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე დაპატიჟა სააკაშვილი! ჰერ ვებერ და ფრაუ ფონ დერ ლაიენ! ყრილობას სრული იდილიისთვის მოუხდებოდა ჰენრიხ ჰიმლერის იოზეფ გებელსის და ადოლფ ჰიტლერის სულების გამოძახება!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მიერ ამავე პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.