პრემიერი: ჩვენი სუვერენიტეტი სერიოზულად იყო შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე განსაკუთრებით, როდესაც გვიწევდა Deep State-ის აგენტის დატოვება პრემიერ-მინისტრად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შევძელით თვისებრივი სუვერენიტეტის დაბრუნება

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მანევრირების და კომპრომისების შედეგი.
„ჩვენ გვიწევდა მანევრირება, ამ მანევრირების და კომპრომისების შედეგი იყო და სწორედ რომ Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ ასეთი დაკნინებული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა? 2012 წლიდან მოყოლებული, რეალურად, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები სუვერენიტეტის კუთხით იმიტომ, რომ დიდ, ძალიან სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე, იმპერიასთან, ასე დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. თქვენ გახსოვთ, საჯაროდაც რაც ხდებოდა, რომ არ დაიჭიროთ სააკაშვილი, არ დაიჭიროთ ბოკერია და ა.შ. პირდაპირი ინსტრუქციები. ეს ხომ საჯაროდაც ხდებოდა, მაგრამ 10 იმდენი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტი იყო სერიოზულად შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვიწევდა Deep State-ის აგენტის დატოვება პრემიერ-მინისტრად. ჩვენ ამაზე ღიად გვისაუბრია არაერთხელ, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შევძელით ამ ქვეყნისთვის, სრული, ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ პრაქტიკულად, სათანადო, თვისებრივი სუვერენიტეტის დაბრუნება, მანამდე გვქონდა უმძიმესი ნაკლოვანებები და ხარვეზები ამ კუთხით, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა. იძულება იყო და როცა რაღაცა იძულებაა, ამ შემთხვევაში შეცდომად ვერ მიიჩნევ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე

29 აპრილი 2025, 18:19
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული
ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის გამორიცხული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი სამართალდამრღვევი პირებისთვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელების სახლებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.

29 აპრილი 2025, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი
საერთოდ არ აინტერესებს ქართველ საზოგადოებას რა განცხადებას გააკეთებს ქვეყნის მოღალატე თითოეული დანაყოფის ლიდერი, თუ არა ლიდერი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასა და უცხოელ მაღალჩინოსნებზე საუბრისას.

29 აპრილი 2025, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული
მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე აგებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

29 აპრილი 2025, 18:05
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს, აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში
„რეგიონში მშვიდობა ჩვენს ინტერესშია. ეს არის ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესში, ვინაიდან ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში უდიდესი საფრთხის შემცველია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ის, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭიროს იმისათვის, რომ არ გახდეს გეოპოლიტიკური გადანაწილების მსხვერპლი, ეს მგონი აქსიომაა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჭეშმარიტება კარგად არის გაცნობიერებული საქართველოს ხელისუფლებაში. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დავბლოკოთ კონფლიქტის განახლება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. რეგიონულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

29 აპრილი 2025, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ - ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართაც
მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ., - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

29 აპრილი 2025, 17:43
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიულ დათმობებს დათანხმდება, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუს დროს.

29 აპრილი 2025, 17:42
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება
არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებულები და მოტივირებულები იმისთვის, რათა ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს.

29 აპრილი 2025, 17:40
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონს დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველისა და აპარატის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს სახალხო დამცველსა და აპარატის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები

29 აპრილი 2025, 17:34
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვანო ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის. მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონა არის.

29 აპრილი 2025, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს
ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან, არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია, მაშინ როცა ეუთო/ოდირ-მა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 აპრილი 2025, 17:24
ეკონომიკა
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.

29 აპრილი 2025, 17:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით
,, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა მინდა ვუთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დღეს, ჩვენს ქალაქს აქვს ახალგაზრდობის სასახლის სახით. ამ სრულიად ახალ შენობაში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაგვეგეგმა ის სერვისები, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებაზე და წარმატებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებული გზა. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტებზე იმისთვის, რომ რუსთავის განვითარება შეუქცევადი იყოს,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

29 აპრილი 2025, 17:19
ეკონომიკა
პარლამენტმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილება შედის ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაში. კანონპროექტით, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება, გარდა არსებული ტერმინის განმარტებაში მითითებული წონებისა, დამატებით განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

29 აპრილი 2025, 17:10
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით - ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს
შეურაცხმყოფელი შეძახილები „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან შეკრებილებმა „იმედის“ ჟურნალისტს და ოპერატორს ხელი შეუშალეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ.

29 აპრილი 2025, 17:08
მსოფლიო
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ქვეყნის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

29 აპრილი 2025, 17:03
სამართალი
პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

29 აპრილი 2025, 17:00
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ევროპის სახალხო პარტიამ ყრილობაზე დაპატიჟა სააკაშვილი! ჰერ ვებერ და ფრაუ ფონ დერ ლაიენ! ყრილობას სრული იდილიისთვის მოუხდებოდა ჰენრიხ ჰიმლერის იოზეფ გებელსის და ადოლფ ჰიტლერის სულების გამოძახება!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მიერ ამავე პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის მიპატიჟებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

29 აპრილი 2025, 16:58
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე თეა წულუკიანს: „ნაცების“ მწამებლური ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზეც ყველას კარგად უნდა გავაცნოთ და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება, ფაქტობრივი მასალა მივაწოდოთ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას, პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, კითხვა დაუსვა.

29 აპრილი 2025, 16:46
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: კარგი იქნება კომისიის მუშაობის შედეგები და გამოვლენილი ფაქტები ფართოდ გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის
„რა იქნება კომისიის მუშაობის შედეგები? ამ ძალების მხოლოდ პოლიტიკური გასამართლება მოხდება, თუ სხვა შემდგომ ნაბიჯებსაც შეიძლება მოელოდეს საზოგადოება, იგივე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომისიის მუშაობა ეხება არა მარტო 2012 წლამდე, არამედ 2012 წლის შემდეგ პერიოდსაც“, - ეს კითხვა დაუსვა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ უკანასკნელმა კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა და კომისიის მუშაობის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა.