17 აპრილი 2025, 00:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ეხება 61 ქვეყანას - მუდმივი შანტაჟი საბჭოთა მეთოდია, რაც დღეს სამწუხაროდ ძალიან ფართოდ არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ თანაბრად ეხება 61 ქვეყანას და ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა აქაც მოახერხეს სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, ხოლო მუდმივი შანტაჟი საბჭოთა მეთოდია.

„მუდმივი შანტაჟი არის სწორედ საბჭოთა მეთოდი. როგორც თავის დროზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას აშანტაჟებდნენ მოსკოვიდან, ასევე ჰგონიათ ზუსტად. დღესაც ჩვენ ისინი გვიყურებენ, როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალ მოდიფიკაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც არასაბჭოთა არასოციალისტური რესპუბლიკა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს საბჭოური მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი დღეს სამწუხაროდ ძალიან ფართოდ არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. რეალურად, არაფრით განსხვავდება დღვანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გავურბოდით 1980-იანი წლებიდან მთელი შემართებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

12 მაისი 2025, 21:37

პოლიტიკა

რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2025, 21:36

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

სალომე სამადაშვილი

12 მაისი 2025, 21:19

პოლიტიკა

ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08

პოლიტიკა

გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ტიერი მარიანი

12 მაისი 2025, 20:55

მსოფლიო

ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია

ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 მაისი 2025, 20:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კრისტიან ტერეში

12 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება

მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2025, 20:34

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 მაისი 2025, 20:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2025, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა

კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი პესკოვი

12 მაისი 2025, 20:01

მსოფლიო

პესკოვი: ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების მოთხოვნა, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ულტიმატუმია, რომელიც მიუღებელია.

შალვა პაპუაშვილი კლოდ ვისელერი

12 მაისი 2025, 19:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან გაიხსენა 2022 წელს ლუქსემბურგში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2025, 19:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს.

12 მაისი 2025, 19:02

სპორტი

გორში, ევროპის თასის გათამაშებაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა 24 მედლით დაასრულა

გორში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. ასპარეზობაში წარმატებით მონაწილეობდნენ ქართველი ძიუდოისტები. ტურნირის ორივე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 24 მედალი მოიპოვა, აქედან ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და 15 ბრინჯაოსი.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2025, 18:44

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია

ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა.

მერაბ კოკოჩაშვილი

12 მაისი 2025, 18:40

საზოგადოება

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქის სიგელითა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდა

მეუფე შიომ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით პატრიარქისა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდოები გადასცა.

12 მაისი 2025, 18:34

სპორტი

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებითა და 3 ქულით დაასრულა - 0:3.

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2025, 18:30

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ურთიერთობა ჩინეთთან ძალიან კარგია

ჟენევაში ჩინეთთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ჩინეთისა და აშშ-ის მიერ ტარიფების 115%-ით შემცირებით დასრულდა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან გადატვირთვა მოახერხა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2025, 18:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ

უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები წარმოაჩენს, რომ კულტურული იდენტობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული კავშირის მომავლის განსაზღვრის პროცესში,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, როდესაც მსოფლიოს სხვა რეგიონები ევროპას ეკონომიკურად უსწრებენ, ზრდიან თავიანთ მოსახლეობასა და სამხედრო შესაძლებლობებს, ევროპის პასუხი ჩვენი საერთო მემკვიდრეობიდან, ღირებულებებისა და მომავლის დამაჯერებელი ხედვიდან უნდა მომდინარეობდეს. ,,ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს. სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც. ,,ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა, და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა – ევროპული კავშირი – არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც. ჩვენს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენი პარლამენტარიზმის საფუძვლები მაგნა კარტის ხელმოწერის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც საქართველო აბსოლუტური მონარქიის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობის მომსწრე გახდა. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ. მე წარმოვადგენ პარლამენტს, რომელიც დემოკრატიულად პირველად იქნა არჩეული 1919 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყოს პირველი, საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო, პროგრესული სოციალურ-დემოკრატიული უმრავლესობა, და რომელმაც უზრუნველყო ქალების სრული საარჩევნო უფლებები, მათ შორის, 5 პარლამენტარი ქალი იქნა არჩეული, 106 წლის წინ. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებას, არამედ დაგვიანებულ ხელახალ გაერთიანებას,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

12 მაისი 2025, 18:20

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო

წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის. ამიტომაც, უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო