17 აპრილი 2025, 23:49 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია?!

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საელჩოებში რასაც ჩვენ ვხედავთ, არც ერთ ჩვენს პრეტენზიაზე, კითხვაზე, სინამდვილეში, პასუხს ხომ არ ვისმენთ, არის აბსოლუტური ყრუ კედელი, ცალმხრივი განცხადებები. ალბათ, წარმოდგენა აქვთ, რომ ძალამ აღმართი უნდა ახნას - ეს საბჭოთა მენტალიტეტია, რომელმაც სამწუხაროდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წყალობით ბრიუსელის ბიუროკრატიაში დაისადგურა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი ხელის გულზე დევს.

„კარგით, ჩვენ არ გვიჯერებენ, აშშ-მა არა თუ ამხილა, დეტალურად ცენტამდე დაადასტურა, თუ როგორ იხარჯებოდა მავნებლობაში უცხოური დაფინანსება. ახლა ეს ვინმეს უნდა ასე გაყიდოს, რომ ამერიკული ფული იყო ცუდი ფული და ფრანგული ფული კარგი ფულია?!“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე ისაუბრა საფრანგეთის საელჩოზე, რომელმაც ახლახან გრანტი გამოყო.

„სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა, დააჯარიმეს და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ პირადად უნდა გვასწავლოს დემოკრატია და პატივისცემა განსხვავებული აზრისა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ხომ ცინიზმია, როდესაც მთავარი კონკურენტი პრეზიდენტობის რბოლას ჩამოაცილეს სასამართლოს რაღაც მანიპულაციებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ფოტოზეც, რომელიც საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა.

„ფოტო, რაც დღეს ვიხილეთ - საფრანგეთის ელჩი და მის უკან „ნაცები“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულის წევრი, ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დეპუტატი იყო - ამ არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნები უარყო, გადაუარა ყველაფერს, მიაგდო მანდატი და გავიდა. გიორგი კანდელაკი - ადამიანი, რომელიც იმ მწამებელი სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი და იდეოლოგია, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. რაც შეეხება ხვადაგიანს, ამ საგამოძიებო კომისიაზე რაც გვესმის - 2024 წელს რომ ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩაეწერება და აქამდე თუ ფარული „ნაცი“ იყო, ოფიციალურად „ნაცი“ გახდება, ხომ გასაგებია, ამ ადამიანის მორალური კომპასი რამდენად დაბალია.

საფრანგეთის ელჩს თუ ჰგონია, რომ ჩვენ სულელები ვართ ამ ქვეყანაში და წარმოდგენა აქვს, რომ რაიმე დეფექტი გვაქვს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს - სინამდვილეში ამას გვეუბნება. ხომ შეუძლებელია, წარმოიდგინო, რომ საფრანგეთის ელჩი გონს არ არის, რომელ ადამიანებს აფინანსებს, ეს ხომ რთული წარმოსადგენია?! შესაბამისად, გონსაა, ვისაც აფინანსებს და თუ გონს არის, ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ სულელები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის „ენჯეოს“ გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 22:21

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

E ჯგუფის მატჩები შვედეთში ქალაქ მალმოში გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა; ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - ანგარიშით 29:26 - დასრულდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი 2025, 21:58

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინაზე აშშ-ის ზეწოლა უფრო დიდი იყო, ვიდრე რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე მოლაპარაკებებში შედეგის მისაღწევად.

მარკო რუბიო

15 მაისი 2025, 21:32

მსოფლიო

მარკო რუბიო: მოლაპარაკებებში გარღვევა არ იქნება, ვიდრე ტრამპი პუტინს არ შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს.

კახა კალაძე
რონალდინიო

15 მაისი 2025, 21:30

სპორტი

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

15 მაისი 2025, 21:20

სპორტი

ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება

ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება. გასულ წელს ქართველმა ლეგენდებმა მილანის „ინტერს“ ბათუმში უმასპინძლეს, ხვალ კი „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს „დინამო არენაზე“ შეხვდებიან.

15 მაისი 2025, 21:19

მსოფლიო

რუსული მედია: რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს დაიწყება

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

15 მაისი 2025, 21:16

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა სტატისტიკის სამსახურის ახალ მონაცემებზე: მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლეს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი.

15 მაისი 2025, 21:15

პოლიტიკა

ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს მოუსმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება ქონების მისაკუთრების მიზნით და ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს, გურამ თირქიას, ბესარიონ ხვინთელიანს, დავით ქანთარიასა და თამაზ წულაიას მოუსმინეს.

15 მაისი 2025, 21:13

ეკონომიკა

შემცირებული უმუშევრობის დონე საქართველში - რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი. მთავრობის მიზანი 2028 წლისთვის სიღარიბის 4-პროცენტამდე შემცირება.

15 მაისი 2025, 21:09

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:08

პოლიტიკა

სახელისუფლებო გუნდი მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ეკონომიკური კეთილდღეობა - მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო, მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი წარუდგინეს.

არჩილ გორდულაძე

15 მაისი 2025, 20:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ქრონიკასთან“ აფასებს და აღნიშნავს, რომ იუკნევიჩიენე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია.

არჩილ გორდულაძე

15 მაისი 2025, 20:48

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის

ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

15 მაისი 2025, 20:46

პოლიტიკა

მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. მიზანი ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მონაწილეობის აკრძალვაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი 2025, 20:39

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების სტატუსის განხილვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს იურიდიულად რუსეთის ნაწილად იმ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, მათ შორის ყირიმსაც.

ეკა სეფაშვილი

15 მაისი 2025, 20:38

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს მაქსიმალურად სწორი, ბევრი ინფორმაცია საქართველოსა და ჩვენი პოზიციების შესახებ

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. მისი განმარტებით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიერ პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივაზე დაგვიანებული პასუხი მსოფლიოში არსებულ მღელვარე პერიოდს უკავშირებდა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2025, 20:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ ფორმატში პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

15 მაისი 2025, 20:34

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

15 მაისი 2025, 20:30

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტს, მატეო პატრონეს შეხვდნენ, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

15 მაისი 2025, 20:27

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს ზელენსკისა და პუტინს, როდესაც ისინი მზად იქნებიან

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს და ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებული გადაწყვეტილების გადაუდებელ აუცილებლობას.