შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.
„ნორვეგიის ხელისუფლება ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს, ვიდრე ქართველმა ხალხმა; შვედეთის ხელისუფლება ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს, ვიდრე ქართველმა ხალხმა. შვედეთის დაფინანსებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც საქართველოში ტერორის წამახალისებელ და რიგ შემთხვევაში ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებს, რომელთა მიზანიც არის ადამიანების გარიყვა საზოგადოებიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო, იყო ორგანიზატორი მიმდინარე წლის 9 აპრილს, პარლამენტის წინ ძალადობრივი აქციისა, როდესაც 9 აპრილის მონაწილეები არ მიუშვეს მემორიალთან და იქ ვინც მივიდა, ზოგიერთზე იყო ძალადობა“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა გერმანიაში ლობისტების რეესტრში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დარეგისტრირებაზე.
„ეს ორგანიზაცია იმ რეესტრში წარადგენს უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე გამჭვირვალობის კანონით ჩვენთან არის გათვალისწინებული - წარადგენს ანგარიშებს ვის შეხვდა, რაზე ელაპარაკა, სად რამდენი ცენტი დახარჯა. ამ ყველაფერს წარადგენს ლობისტების რეესტრში.
როდესაც ლობისტის იარლიყი მიიწებე შენ თვითონ, როდესაც წარადგენ მთელ ქვითრებს, ყველაფერს და არა მხოლოდ ფინანსურ ანგარიშს, შინაარსობრივ ანგარიშს, ვის რაზე ელაპარაკე და ამის შემდეგ ჩვენს კანონს რომ აკრიტიკებენ, ან ჰგონიათ, რომ ინგლისური, გერმანული და არც ერთი ენა არ ვიცით, ან თვითონ არიან ისეთი დაბალი კვალიფიკაციის, რომ ამის გააზრება და შედარებაც არ შეუძლიათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 23:25
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: „MEGOBARI აქტი“ შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს
აქტი შინაარსობრივად არაფერს ცვლის. თან იქ იმდენი ფაქტობრივი უზუსტობაა. USAID-ს სთხოვენ, რომ ანგარიში წარმოადგინოს. იმ ორგანიზაციას, რომელიც დაიხურა უკვე და საერთოდ აღარ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას.

15 მაისი 2025, 23:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს - იმედიანად ვართ, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, საქართველოს და ახალ ადმინისტრაციას თანხვედრა აქვს როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე ღირებულებით ნაწილში.

15 მაისი 2025, 23:21
მსოფლიო
მარკო რუბიო: ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატოს ჰააგის სამიტზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევას ნატოს ჰააგის სამიტზე.

15 მაისი 2025, 23:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე „MEGOBARI აქტზე“ საქართველოს პარლამენტის პასუხზე: ნებისმიერი ასეთი ქმედება და ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უამრავ დეზინფორმაციას და ბრალდებას, საჭიროა რომ იყოს პასუხგაცემული
ნებისმიერი ასეთი ქმედება და ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უამრავ დეზინფორმაციას და ბრალდებას, საჭიროა რომ იყოს პასუხგაცემული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „MEGOBARI აქტზე“ საქართველოს პარლამენტის პასუხზე საუბრისას.

15 მაისი 2025, 22:21
სპორტი
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს
E ჯგუფის მატჩები შვედეთში ქალაქ მალმოში გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა; ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - ანგარიშით 29:26 - დასრულდა.

15 მაისი 2025, 21:58
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაზე აშშ-ის ზეწოლა უფრო დიდი იყო, ვიდრე რუსეთზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე მოლაპარაკებებში შედეგის მისაღწევად.

15 მაისი 2025, 21:32
მსოფლიო
მარკო რუბიო: მოლაპარაკებებში გარღვევა არ იქნება, ვიდრე ტრამპი პუტინს არ შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს.

15 მაისი 2025, 21:30
სპორტი
„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია
„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

15 მაისი 2025, 21:20
სპორტი
ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება
ხვალ თბილისში „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი გაიმართება. გასულ წელს ქართველმა ლეგენდებმა მილანის „ინტერს“ ბათუმში უმასპინძლეს, ხვალ კი „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს „დინამო არენაზე“ შეხვდებიან.

15 მაისი 2025, 21:19
მსოფლიო
რუსული მედია: რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს დაიწყება
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში პარასკევს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:16
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა სტატისტიკის სამსახურის ახალ მონაცემებზე: მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლეს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი.

15 მაისი 2025, 21:15
პოლიტიკა
ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს მოუსმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება ქონების მისაკუთრების მიზნით და ადამიანის უფლებების უხეში შელახვა - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულებს, გურამ თირქიას, ბესარიონ ხვინთელიანს, დავით ქანთარიასა და თამაზ წულაიას მოუსმინეს.

15 მაისი 2025, 21:13
ეკონომიკა
შემცირებული უმუშევრობის დონე საქართველში - რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 2,5%-ით შემცირებულია, დასაქმების დონე კი გაზრდილი. მთავრობის მიზანი 2028 წლისთვის სიღარიბის 4-პროცენტამდე შემცირება.

15 მაისი 2025, 21:09
მსოფლიო
Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
სახელისუფლებო გუნდი მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ეკონომიკური კეთილდღეობა - მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო, მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი წარუდგინეს.

15 მაისი 2025, 20:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ქრონიკასთან“ აფასებს და აღნიშნავს, რომ იუკნევიჩიენე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია.

15 მაისი 2025, 20:48
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის
ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

15 მაისი 2025, 20:46
პოლიტიკა
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. მიზანი ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მონაწილეობის აკრძალვაა.

15 მაისი 2025, 20:39
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების სტატუსის განხილვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს იურიდიულად რუსეთის ნაწილად იმ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, მათ შორის ყირიმსაც.

15 მაისი 2025, 20:38
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს მაქსიმალურად სწორი, ბევრი ინფორმაცია საქართველოსა და ჩვენი პოზიციების შესახებ
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. მისი განმარტებით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიერ პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივაზე დაგვიანებული პასუხი მსოფლიოში არსებულ მღელვარე პერიოდს უკავშირებდა.