21 აპრილი 2025, 13:49 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა სისხლიან დიქტატურას

2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

„დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, "ქართული ოცნების" პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.

„ქართული ოცნების” ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა. თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.
2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი.

საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე.
2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი.

დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა.
საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება.

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!“ -აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

17 მაისი 2025, 13:45

მსოფლიო

პესკოვი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა ქვეყნების დელეგაციების მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს მიაღწევენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების დროს, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

17 მაისი 2025, 13:32

ეკონომიკა

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე „RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

ლეო XIV

17 მაისი 2025, 13:13

მსოფლიო

რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული, განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

რადოსლავ სიკორსკი

17 მაისი 2025, 12:55

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქვეყანა, რომელსაც პუტინისთვის ადგილის მიჩენა შეუძლია, ჩინეთია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ჩინეთს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი ადგილი მიუჩინოს.

17 მაისი 2025, 12:48

სპორტი

„სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა

„სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავა

17 მაისი 2025, 12:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია - ამის შესახებ ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე მონაწილეობის დროს განაცხადა.

ზვიად მხეიძე

17 მაისი 2025, 12:35

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენდა 31 615 350 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად მოხმარდა სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამის, საბიუჯეტო სფეროებისა და დარგების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2025, 12:33

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო ერის გახლეჩვის დღედ - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე წერს.

კარიმ ხანი

17 მაისი 2025, 12:23

მსოფლიო

Reuters: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი სექსუალური შევიწროების საქმის გამოძიების გამო თანამდებობას დროებით ტოვებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ტოვებს, ვინაიდან გაეროს მიერ სექსუალური შევიწროების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 12:22

რეგიონი

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ წარმატებით განხორციელდა.

ლევან დავითაშვილი

17 მაისი 2025, 12:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.

17 მაისი 2025, 12:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ოთარ კიტეიშვილი

17 მაისი 2025, 12:12

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

იგი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

17 მაისი 2025, 12:09

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. „ქრონიკა“ ბათუმიდან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატებით, ჯვრებითა და გალობით ბათუმის ქუჩებს მოივლიან.

მღვდელი გიორგი (კარელიძე)

17 მაისი 2025, 11:55

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51

მსოფლიო

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30

საზოგადოება

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მაისი 2025, 11:21

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.