ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

ფოტო: ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს.
„ქალბატონებო და ბატონებო,
ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საარჩევნო კოდექსში.
ჩვენ გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში, არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ სანამ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.
ამიტომ, გვინდა საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავდა და კრძალავს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას.
აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აისახა რეკომენდაცია, დამკვირვებელთა ხმის მიცემის პროცესის ყველა ასპექტზე დაკვირვების უფლების შეზღუდვის გარეშე, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომი დამუშავების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და კენჭისყრის დღეს აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა 2018 წელს.
შესაბამისად, პერსონალური მონაცემების არასათანადო დამუშავების აკრძალვის შესახებ დიდი ხანია ცნობილია ჩართული მხარეებისთვის, ამასვე ადასტურებს, ის რომ კანონის თანახმად არსებობს ამომრჩევლის სიების ორი ვერსია:
ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.
ეუთო/ოდირის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 24:
2საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი.
3ეუთო/ოდირის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 6:
დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა.
ზემოხსენებული დადგენილებით ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. ამის საჭიროება კი განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფოტოვიდეოგადაღების მიმართულებით რეკომენდაცია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გაცემული, ამდენად აღნიშნული დადგენილებით სწორედ ეს რეკომენდაცია შესრულდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ალბათ გასაგები უნდა იყოს თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მომჩივან პოლიტიკურ სუბიექტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარი პოზიციის დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს. შესაბამისად, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მათი სარჩელის მიზანი არა საარჩევნო პროცესის „სამართლიანობაზე“ ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. სამწუხაროდ, მათ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, ვინაიდან მათი ე.წ „არგუმენტების“ გაზიარება და გადაუმოწმებლად გავრცელება ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის თუ პოლიტიკოსის დღის წესრიგად იქცა.
ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ მიზანმიმართულად ცდილობენ რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, დამკვირვებელთა მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ. სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა.
ეუთო/ოდირის 2024 წლის 26 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 30: ,,სასურველია, გატარდეს ეფექტური ზომები რათა მოქალაქეებმა კენჭისყრის დღეს ხმის მიცემა შეძლონ დაშინებისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, ხოლო პასუხისმგებელმა უწყებებმა, საჭიროა, გამოავლინონ მსგავსი პრაქტიკები და მყისიერად მოახდინონ რეაგირება დაფიქსირებულ შემთხვევებზე“.
გვინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არც ერთ პოლიტიკურ აქტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.
რეალობა ერთია - საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.
26 ოქტომბრის არჩევნებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ადევნებდა თვალს (110 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 342 დამკვირვებელი, 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 712 დამკვირვებელი, 176 მედიასაშუალების 2 827 წარმომადგენელი) და არჩევნების დღეს არ დაწერილა საჩივრები, რომლებსაც შეეძლოთ არსებითი გავლენა მოეხდინათ არჩევნების პროცესზე. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების 53 000-ზე მეტი წევრიდან, ნახევარზე მეტი პოლიტიკური პარტიების მიერ იყო დანიშნული, თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა.
უფრო მეტიც, პოლიტიკურმა აქტორებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, იზეიმეს კიდეც არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი, თუმცა როცა დათვლის პროცესი დაიწყო და რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სტრატეგია შეცვალეს. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, რომელიც ხმების დათვლას ალტერნატიულ რეჟიმში საკუთარ ვებგვერდზე აწარმოებდა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ მისი შედეგი საარჩევნო ადმინისტრაციისას ემთხვეოდა, მიუწვდომელი გახადა ვებგვერდი. ხოლო ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ უარი თქვა PVT-ის გამოქვეყნებაზე, როცა მისი და საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. აღნიშნულის შესახებ საჯაროდ განაცხადეს კიდეც და საბოლოო ჯამში თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამწვავებას. საგულისხმოა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „სამართლიანი არჩევნები“ მის მიერვე განხორციელებული PVT-ის შედეგებით მანიპულირებს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა ორგანიზაციამ არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, რითაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს.
საკითხი, რომელიც ამ არჩევნების დისკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია არჩევნებიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ გახდა აქტუალური. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დაინტერესებული მხარეებისგან პედალირება იმაზე, რომ ბიულეტენის ფურცელზე მარკერი ჟონავდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ფარულობა დაირღვა. ეს მაშინ, როცა კენჭისყრის და შემდგომი 2 დღის განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებაში საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო სულ 5 საჩივარი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მარკერის სითხის გაჟონვა, მით უფრო ჩარჩო-კონვერტის პირობებში, არ იყო პრობლემა და ამიტომ არც ყოფილა აღქმული როგორც პრობლემა. უბრალოდ, როცა სხვა ხელშესახები ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს, დაინტერესებულმა მხარეებმა გადაწყვიტეს ამ საკითხით დასხმოდნენ თავს საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ღიად განაცხადა კიდეც სატელევიზიო ეთერში.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ ქვეყნების პრაქტიკას, სადაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებია დანერგილი და როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ განსხვავებით საქართველოსგან, ბევრი ქვეყანა ამ პროცესში კონვერტს საერთოდ არ იყენებს და ამომრჩევლის არჩევანი ხილვადია. თუმცა რატომღაც მათ შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემური არ არის, ჩვენ შემთხვევაში კი ჩარჩო კონვერტში ჩასმული, ამობრუნებული ბიულეტენი, სადაც არ აღიქმება თუნდაც გამოჟონილი მარკერის კვალი რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივაა, ფარულობის დარღვევის მტკიცებულებაა. ასეთი ორმაგი სტანდარტით საკითხისადმი მიდგომა კი რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. თუ დავუბრუნდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ეუთო/ოდირის ანგარიშს და მას სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად მწვავე შენიშვნებია, თუმცა მათ შემთხვევაში არავინ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა - რატომ?
იდეალური არჩევნები არ არსებობს, არსად არც ერთ ქვეყანაში. ყოველთვის არსებობს რესურსი პროცესის კიდევ უფრო დახვეწის. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს სულ უფრო სრულყოფილი გახადოს პროცესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა სამწუხაროდ ამჟამად სახეზეა მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.
სინამდვილეში, უდიდესი გამოწვევების მიუხედავად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე შეძლო მასშტაბური საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და ეს დადასტურებულია ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტით, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V“-მ ჩაატარა. აღნიშნულ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა დამატებითი მექანიზმები მოდერნიზებული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ხელშეწყობისთვის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. „ქაღალდის კვალის“ არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ევროპულ სტანდარტებს და იძლეოდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპის გადამოწმების/მონიტორინგის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს. შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილების და კიბერჩარევების გამორიცხვის მიზნით ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და დაცული, უინტერნეტო ელექტრონული არჩევნების მოდელი.
და თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს სიმართლე საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მზად ვართ არგუმენტებით ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან და ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია თანამშრომლობისთვის. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ თქვენთვის აღნიშნული წერილით მომართვა და რეალური ფაქტების შეხსენება, რათა ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას დაეყრდნოთ გადამოწმებულ ფაქტებს და არა აღქმებს, რომლის დათესვასაც ასე ძლიერ ცდილობენ დაინტერესებული მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის წლების განმავლობაში არსებობს.
მოგმართავთ თხოვნით დაინტერესებული მხარეების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღეთ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან თქვენი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიციირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა პროცესში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

16 მაისი 2025, 14:36
მსოფლიო
პესკოვი ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე: ასეთი შეხვედრა უსათუოდ აუცილებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უსათუოდ საჭიროა.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს
ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

16 მაისი 2025, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ
ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ არჩევნები ტელეფონების გამოყენებით ჩატარდეს.

16 მაისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ
გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.

16 მაისი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად აგენტურისათვის
ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად სხვადასხვა აგენტურისათვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 მაისი 2025, 14:23
პოლიტიკა
ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას
„ნაციონალურ მოძრაობას იდეა მოსწონს, „ლელოს“ კი სხვა იდეები აქვს.

16 მაისი 2025, 14:16
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული
ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:15
პოლიტიკა
პიტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებთან გამართული შეხვედრის გასაჯაროებამ გააღიზიანა. გერმანიის ელჩმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხი მოსთხოვა
მე მაქვს კითხვა თქვენთან, რატომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ მე ინსტრუქციებს ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს ინფორმაცია ყალბია. მე თქვენ გიწვევთ, ვიწვევ ტელეკომპანია იმედს დაამტკიცოს, რომ მე ოპოზიციას ინსტრუქციებს ნამდვილად ვაძლევ, - ასე, მიმართა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

16 მაისი 2025, 14:05
რეგიონი
კახეთში 1200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

16 მაისი 2025, 13:59
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:50
მსოფლიო
The New York Times: FBI-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ ტრამპის მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოძიება დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს იმის გამო, რომ მან სოციალურ ქსელში ტრამპის მკვლელობისკენ მოწოდების შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
ალენ ბერსე: ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, EPC-ის სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, პირისპირ განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ირაკლი კობახიძესთან
ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 13:38
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე:ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის
„დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს. ობიექტებთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, რაზეც მშენებელს მიეცა მითითება და კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი, როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

16 მაისი 2025, 13:18
მსოფლიო
თურქული მედია: აშშ-თურქეთ-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში დასრულდა
აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა ქალაქ სტამბოლში დასრულდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:00
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

16 მაისი 2025, 12:48
საზოგადოება
თსუ-ში ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროექტი დაიწყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით და უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს შერჩევით, მიმდინარე წელს ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათ შორის უცხოური თარგმანები. ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად თსუ-ის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი გამოიყო.

16 მაისი 2025, 12:42
პოლიტიკა
ლევან ღირსიაშვილი გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის უფროსის მოადგილეს შეხვდა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, ლევან ღირსიაშვილი გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის უფროსის მოადგილეს, სებასტიან პენზინის შეხვდა.

16 მაისი 2025, 12:41
მსოფლიო
სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 12:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს
გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.