23 აპრილი 2025, 18:03 / სანდო წყარო

გიორგი კალანდარიშვილი ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 4 ოქტომბრის სამზადისს, ასევე გასული წლის არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლებიც ინსტიტუციამ დაინახა

გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის სამზადისთან, ისე გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

„ეუთოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ასეთი მაღალი წარმომადგენლობითი პირების ვიზიტი ქვეყანაში. ეს თავის მხრივ, ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და განსაკუთრებით არჩევნებით დაინტერესების საკითხებთან მიმართებაში.

ჩვენ ვმასპინძლობდით ბატონ გენერალურ მდივანს და შესაბამის სპეციალურ წარმომადგენლებს. დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 4 ოქტომბრის სამზადისს, ასევე გასული წლის არჩევნებთან დაკავშირებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც ინსტიტუციამ დაინახა, განვიხილეთ შესაბამისი გადაჭრის გზები, რათა 4 ოქტომბრის არჩევნები არ მოექცეს გარკვეული სპეკულაციების ქვეშ”, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მან ეუთოს ერთ-ერთი ინსტიტუტის - ოდირის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეუთო და მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორის არის ოდირი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზოგადად გაიზომოს ქვეყანაში არჩევნების ჩატარების ხარისხი. ზოგადად არჩევნების წინ ყველა ჩართული მხარე თანხმდება იმაზე, რომ ოდირის არსებობა ქვეყანაში და მათი დასკვნა იქნება სახელმძღვანელო, იქნება აღიარებულ და გასათვალისწინებელი ყველა ჩართული მხარისთვსის, თუმცა, სამწუხაროდ, არჩევნების შემდგომ სურათი იცვლება და სხვადასხვა ჩართულ მხარისთვის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხდება მისი გამოყენება.


მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტში ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ინსტიტუცია არის საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღესთან მიმართებაში, ადმინისტრირებისა და ორგანიზების ხარისხი ძალიან დადებითად არის შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყო, არის გარკვეული წუხილები, საკითხები, რომლებიც არა თუ ჩვენი არჩევნების, არამედ, თუ ჩვენ ვნახავთ ისეთი ოდირის დასკვნებს სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ვნახავთ, რომ არის საარჩევნო პროცესის თანმდევი. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დარღვევები არ იყოს ისეთი შინაარსისა და ისეთი წონის, რომ ჰქონდეს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არჩევნების მთლიანობაზე და პოლიტიკურ შედეგზე.

ზუსტად ეს იყო მთავარი საკითხი ჩვენი განხილვის, იქიდან გამომდინარე, რომ დარღვევები, მიგნებები და წუხილები, რომლებიც მოცემული იყო ეუთო/ოდირის დოკუმენტში, არ წარმოადგენდა ისეთ არსებითს, რომლებსაც შეუძლია, რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს არჩევნები შედეგებზე”, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით დოკუმენტში კონკრეტულად ცესკოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა ძალიან მცირეა.

„დღეს ინსტიტუცია მუშაობს, რათა მოხდეს მათი გაუმჯობესება, გამოსწორება. მათ შორის არის, მაგალითად, შენობების ინფრასტრუქტურა, ადაპტაციის საკითხები, სხვადასხვა კომპონენტი, სწავლებები, საჩივრებთან მიმართებაში რაღაც საკითხები. მაგრამ არ არის იმაზე განსაკუთრებული აქცენტი, რაც მაგალითად, სპეკულაციურად და პროპაგანდისტულად იყო
წარმოჩენილი, რომ თითქოს ფარულობის საკითხი იყო ერთ-ერთი ის ხელშესახები გარემოება ჩართული მხარეებისთვის, რომელიც მისცემდა მათ იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ თითქოს, არჩევნები მანიპულირებადი და გაყალბებული იყო.

ფარულობასთან მიმართებაში [დასკვნა] საუბრობს ძალიან მცირე პროცენტზე, კომპრომეტირებად შემთხვევებზე, სადაც ალბათობას უშვებს იმისა, რომ რაღაც მცირე შემთხვევაში შესაძლოა, ყოფილიყო დარღვეულიო. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ საუბრობს დადასტურებულად იმაზე, რომ რომელიმე, თუნდაც ერთი ამომრჩევლის ხმის ფარულობა, არჩევანი იყო დარღვეული”, - აღნიშნა კალნდარიშვილმა.

ყველა სიახლე

თამარ ჩიბურდანიძე

14 მაისი 2025, 18:29

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირი დემოკრატიის შუქურიდან გადაიქცა ტირანულ იმპერიად

„ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ფაშისტური პოლიტიკაა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

14 მაისი 2025, 18:16

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ

კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას.

თორნიკე ჭეიშვილი

14 მაისი 2025, 18:09

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ასეთი განცხადებებით აჩენენ განწყობას, რომ ელჩები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. თუ ეს არ გამოსდით იწყებენ შანტაჟის ტონით საუბარს, რაც შეიძლება გამოხატული იყოს სანქციებში

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, რომლებიც საქართველოში ბრძანდებიან და მუშაობენ ავიწყდებათ მათი რეალური მისია და ამოცანა რა არის, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

თორნიკე ჭეიშვილი

14 მაისი 2025, 18:02

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: პარლამენტის განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სუვერენიტეტის ხარისხი აღწევს იმ ნიშნულს, რომლისთვისაც არასდროს მიუღწევია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის მომზადებაშიც ყველა საპარლამენტო ჯგუფი იყო ჩართული.

აჰმედ ალ-შარაა დონალდ ტრამპი

14 მაისი 2025, 17:59

მსოფლიო

ტრამპი სირიის პრეზიდენტზე: შესანიშნავი, ახალგაზრდა, მომხიბვლელი, ძლიერი ბიჭია, ძლიერი წარსულით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა, ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ.

თორნიკე ჭეიშვილი

14 მაისი 2025, 17:59

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცასა და დამარცხებას უკავშირდება

საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცას და დამარცხებას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

14 მაისი 2025, 17:54

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა

საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 მაისი 2025, 17:53

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ

„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. პარლამენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მიიღო.

მაკა ბოჭორიშვილი

14 მაისი 2025, 17:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ“, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის შეფასებისას განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

14 მაისი 2025, 17:46

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ შენარჩუნებული დუმილით გარკვეულ კომფორტში იყო, ეს კომფორტი კი პრემიერის ღია წერილით და პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებით დაირღვა

„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ და საქართველოს პარლამენტის მიერ „MEGOBARI აქტის“ პასუხად მიღებული სპეციალური განცხადების შესახებ ისაუბრა.

14 მაისი 2025, 17:44

მსოფლიო

Reuters: გერმანიაში სამი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები

გერმანელმა სამართალდამცველებმა სამი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

14 მაისი 2025, 17:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა

საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

14 მაისი 2025, 17:42

სპორტი

პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრე მაისურაძე

14 მაისი 2025, 17:30

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

14 მაისი 2025, 17:23

მსოფლიო

BBC უკრაინელი ლტოლვილების მიმართ პოლონეთში მზარდი მტრული დამოკიდებულების შესახებ წერს

ბრიტანული ტელეარხი BBC უკრაინელი ლტოლვილების მიმართ პოლონეთში მზარდი მტრული დამოკიდებულების შესახებ წერს.

14 მაისი 2025, 17:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: თუ ყველა კვლევას, რეიტინგს და მონაცემებს შევხედავთ, საქართველოს აქვს მართლაც თვალსაჩინო პროგრესი. ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და არ უნდა ხდებოდეს ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება

მსგავსი ფორმატები ყოველთვის იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ჩვენს პარტნიორებს შორის, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის გვქონდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა.

14 მაისი 2025, 17:20

პოლიტიკა

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.

14 მაისი 2025, 17:16

სამართალი

პროკურატურამ „იმედის“ თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ „იმედის“ თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა.

14 მაისი 2025, 17:15

სამართალი

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

რადოსლავ სიკორსკი

14 მაისი 2025, 17:08

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნის გეგმას არ განიხილავს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.