მაკა ბოჭორიშვილი: დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ პარტნიორებთან ერთად ძალიან აქტიურად ამუშავდნენ თუ დასჯის რა მექანიზმები შეიძლებოდა გამოეყენებინა ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საუბარია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე, რასაც ევროკავშირი უკვე ორი წელიწადია განიხილავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, „ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული თემით დავიწყოთ საუბარი. ბევრი სპეკულაცია მოჰყვება ამ საკითხს. პირველ რიგში ეს თემა არ არის გადაწყვეტილი. გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რეალურად ელით თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებას და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული თავად ევროკავშირის შიგნით და შემდეგ უკვე საქართველოს როგორ შეეხება. ვისია პასუხისმგებლობა, თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული“.
„ჯერ რაზეა საუბარი, ალბათ ეს უნდა ვთქვათ. აქ საუბარია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე, რასაც ევროკავშირი უკვე ორი წელიწადია განიხილავს. ამ თემაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის. სხვადასხვა ინსტიტუტში მზადდება დოკუმენტები, თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის სავიზო რეჟიმების შეჩერების საფუძვლები და აქ საუბარია შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად დაამატონ გაუარესებული ურთიერთობა მესამე ქვეყანასთან. ანუ შემოიტანონ ერთგვარი პოლიტიკური მექანიზმი შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, ევროკავშირი იმსჯელებს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ეს მათი პრეროგატივაა თუ რა საფუძვლით გადაწყვეტენ ამა თუ იმ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმების შეჩერებას თუ ამ თემაზე საერთოდ საუბრის დაწყებას.
აქ არის თავად პრინციპზე საუბარი თუ რას უნდა დაეყრდნოს ევროკავშირი მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დადგება რომელიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეჩერება. საინტერესოა გამოხმაურება ამ დისკუსიასთან დაკავშირებით საქართველოში. ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღე და ღამე იბრძოდნენ იმისთვის, რომ როგორმე მიეღწიათ საქართველოს დასჯის მექანიზმად უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის, ისინი ახმაურდნენ, რომ რაღაც ხდება. ისეთ რაღაცას აბრალებენ ხელისუფლებას და ძალიან, ვითომდა გულწრფელად წუხან იმაზე, რომ შეიძლება ევროკავშირმა ერთ მშვენიერ დღეს ამ მექანიზმის შეჩერება გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა იყოს 61 ქვეყნიდან საქართველო ერთ-ერთი პირველი, ვის შემთხვევაშიც აამოქმედებენ, ვინაიდან ყველა ანალიტიკოსი აღნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს სურს გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს მესამე ქვეყანაზე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, როდესაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ პარტნიორებთან ერთად ძალიან აქტიურად ამუშავდნენ თუ დასჯის რა მექანიზმები შეიძლებოდა გამოეყენებინა ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში.
„გახსოვთ ალბათ, შარშან ივნისის განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და მაშინ შემუშავდა კიდეც ერთგვარი დოკუმენტი. კატეგორიებად დაყოფილი დასჯის მექანიზმები. იქ იყო საუბარი ამაზეც, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლებოდა გამოეყენებინათ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ევროკავშირის საბჭომ ასეთი ზომები არ გაითვალისწინა და მაშინ მსგავსი განხილვები, ასე ვთქვათ, ვერ გავიდა ევროკავშირის საბჭოში და საერთოდ გვერდზე გადაიდო ამგვარი მექანიზმების გამოყენება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ურთიერთობის ის ნიშნული, რაც ახლა გვაქვს ევროკავშირთან, ტოვებს თუ არა შესაძლებლობას, რომ მსგავსი ამბავი მოხდეს, მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ ეს მექანიზმი თავად უნდა შევიდეს ძალაში, უნდა ამოქმედდეს, ეს როგორც წინაპირობად.
„შემდგომ უკვე ეს წინაპირობა თუკი იარსებებს და თუკი სურვილი ექნებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აამოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში, ამასაც თავის პროცედურა და პროცესი ექნება გასავლელი. წინასწარ ამაზე სპეკულირება ნამდვილად არასწორი იქნებოდა გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მოდით ასე ვთქვათ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 12:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშიამ რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

17 მაისი 2025, 12:12
სპორტი
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა
იგი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

17 მაისი 2025, 12:09
რეგიონი
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. „ქრონიკა“ ბათუმიდან
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატებით, ჯვრებითა და გალობით ბათუმის ქუჩებს მოივლიან.

17 მაისი 2025, 11:55
რეგიონი
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51
მსოფლიო
ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49
რეგიონი
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო
ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30
საზოგადოება
ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს
ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

17 მაისი 2025, 11:21
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!
17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

17 მაისი 2025, 11:14
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ტრამპი ირანს მშვიდობაზე ესაუბრება და ამავდროულად ემუქრება მას
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი ოფიციალურ თეირანს მშვიდობაზე ესაუბრება, თუმცა ამავდროულად ის მას ემუქრება.

17 მაისი 2025, 11:13
საზოგადოება
„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მოქალაქეებმა ბანერები თბილისის ხიდებზე გადმოფინეს
ახალი ბანერები თბილისში. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ შინაარსის ბანერები მოქალაქეებმა თბილისის ხიდებზე გადმოფინეს.

17 მაისი 2025, 11:07
ეკონომიკა
მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია
საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03
საზოგადოება
„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა
საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:57
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

17 მაისი 2025, 10:44
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ტრამპი უახლოეს საათებში ან დღეებში რუსეთს დაურეკავს და სტამბოლის მოლაპარაკებებზე გაესაუბრება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს საათებსა ან დღეებში რუსულ მხარეს დაურეკავს და სტამბოლში გუშინ გამართულ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაესაუბრება.

17 მაისი 2025, 10:41
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ანრი ოხანაშვილმა და აშოტ სმბატიანმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

17 მაისი 2025, 10:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

17 მაისი 2025, 10:13
მსოფლიო
რუსეთმა სუმის ოლქში სამარშრუტო ტაქსი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ბელოპოლიე დაბომბეს. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:05
ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 09:33
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას
საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.