imedi /  24 აპრილი 2025, 19:23 / სანდო წყარო

The American Conservative: ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან

თუ აშშ-ის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტაციული ურთიერთობებისკენ, - წერს ამერიკული გამოცემა The American Conservative-ი.

„სამწუხაროდ, სწორედ ეს გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთა უმეტესობამ გასულ თვეში, როდესაც მათ წინ წამოწიეს MEGOBARI აქტი“, - წერენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი წარმოადგენს ძალისხმევას, უბიძგოს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვისკენ და უკრაინის ომთან მიმართებით ტრანსატლანტიკური მიდგომის დაცვისკენ - მიუხედავად იმისა, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.

„თუ ეს კანონპროექტი ძალაში შევა, რეალური შედეგი იქნება ის, რომ საქართველო უფრო ღრმა ურთიერთობებში ჩაერთვება არადასავლელ პარტნიორებთან, რაც სერიოზულად წინააღმდეგობაში მოვა ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევასთან - გადახედოს ამერიკის ვალდებულებებს ევროპაში და აღადგინოს სამუშაო ურთიერთობები რუსეთთან, რათა მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“, - ნათქვამია სტატიაში.

„თუმცა, ის [კანონპროექტი] არ ჰპირდება საქართველოს დაცვას იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდებული პოლიტიკა ახალ ომამდე მიიყვანს რუსეთთან. უკიდურესად უპასუხისმგებლოა, როცა ცდილობ აიძულო სხვა ქვეყანა სიღრმისეულად სახიფათო ქმედებებზე, მაშინ როცა არ გაქვს განზრახვა, გადაარჩინო ის შედეგებისგან“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ქუინსის ინსტიტუტის პოლიტიკურ მიმოხილვის თანახმად, უკრაინის ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მხარდაჭერის შედეგად, თბილისი უკიდურესად მყიფე უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას.

სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ თუ ისეთი კანონპროექტი, როგორიცაა MEGOBARI აქტი, კანონად იქცევა, მას ექნება ღრმა ნეგატიური გავლენა ამერიკის და, დიდი ალბათობით, ევროპის ურთიერთობებზე საქართველოსთან.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს აშშ-ს თუ არა, საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული და დამოკიდებულია რუსეთთან ვაჭრობაზე“.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფება, სულ მცირე, 2008 წლიდან, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ განხორციელა ქმედებები სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რამაც ხელი შეუწყო რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის პირდაპირ კონფლიქტს. [...] აშშ-მა და ევროპამ უნდა გააცნობიერონ, რამდენად უგუნური და უპასუხისმგებლოა იმ ქვეყნების წახალისება, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან მდებარეობენ, რომ ფაქტობრივად დაუპირისპირდნენ რუსეთს, მაშინ როცა დასავლეთს რეალურად არანაირი განზრახვა არ აქვს, დაიცვას ისინი შესაძლო შედეგებისგან. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ პირდაპირი გზავნილით ცდილობს „მტკიცე და პრინციპული“ დიალოგის წარმართვას რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან სწამს - და სამართლიანად - რომ ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების და ამ დაპირისპირების მოსკოვის მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას რეალისტური სამხედრო გადაწყვეტა არ გააჩნია“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ უჭერს მხარს კიევს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჰუმანიტარულ დონეზე, საქართველოს მთავრობა უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ძალიან ფრთხილ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ატარებს.

„თუ MEGOBARI აქტი კანონად იქცევა, ის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს მთავრობას აშშ-ისგან და შეაფერხებს ამერიკის შესაძლებლობას, სერიოზულად მოახდინოს გავლენა ადგილობრივ პროცესებზე იმ დროს, როცა ვაშინგტონი იწყებს ახალ პოლიტიკას რუსეთისა და მისი პოსტსაბჭოთა მეზობლების მიმართ. ასეთი კანონმდებლობის ერთ-ერთი რისკი ის არის, რომ შიდა ქართული პოლიტიკური პროცესების მიმართ კონკრეტული მხარის არჩევით და ინდივიდების მიმართ სანქციების წახალისებით, აშშ უნებლიეთ ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, გააღრმავოს ურთიერთობები სხვა, არადასავლელ პარტნიორებთან. ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თბილისი აპირებს დივერსიფიკაციისა და რისკების შემცირების საგარეო პოლიტიკის გატარებას - რასაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ფართოდ უწოდებენ „მრავალვექტორულობას“. სულ უფრო დაუცველ მსოფლიოში, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონზე, ასეთი პოლიტიკა საქართველოს პერსპექტივიდან აბსოლუტურად გონივრულია. იმის ნაცვლად, რომ შეეცადოს ამ ტენდენციის შეცვლას, აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს სტრატეგიულ სარგებელს და, რაც მთავარია, დადებითად იმოქმედოს ადამიანის უფლებების მდგომარეობასა და დემოკრატიის დონეზე საქართველოში ამ ქვეყნის მიმართ უფრო პრაქტიკული პოლიტიკის გატარებით“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 11:07

ეკონომიკა

მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03

საზოგადოება

„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა

საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:57

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2025, 10:44

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ტრამპი უახლოეს საათებში ან დღეებში რუსეთს დაურეკავს და სტამბოლის მოლაპარაკებებზე გაესაუბრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს საათებსა ან დღეებში რუსულ მხარეს დაურეკავს და სტამბოლში გუშინ გამართულ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაესაუბრება.

17 მაისი 2025, 10:41

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ანრი ოხანაშვილმა და აშოტ სმბატიანმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

ირაკლი კობახიძე

17 მაისი 2025, 10:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

17 მაისი 2025, 10:13

მსოფლიო

რუსეთმა სუმის ოლქში სამარშრუტო ტაქსი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ბელოპოლიე დაბომბეს. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:05

ეკონომიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

17 მაისი 2025, 09:33

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას

საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

17 მაისი 2025, 09:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანს აშშ-თან გარიგების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს მასთან გარიგების დადება სურს.

17 მაისი 2025, 09:20

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში

17 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ვადიმ სკიბიცკი

17 მაისი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთთან ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის მზადება დაიწყო

უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.

17 მაისი 2025, 08:35

რეგიონი

გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

17 მაისი 2025, 08:03

საზოგადოება

ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის „ქარდებს“ აქვეყნებენ.

მიხეილ ყაველაშვილი

17 მაისი 2025, 08:00

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

დონალდ ტრამპი

17 მაისი 2025, 03:51

მსოფლიო

ტრამპი: ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელენსკის არ აქვს კოზირები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად კოზირები არ აქვს და უკრაინასთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.

დონალდ ტრამპი

17 მაისი 2025, 03:23

მსოფლიო

ტრამპი პუტინზე: ჩვენ უნდა შევხვდეთ და ვფიქრობ, ალბათ, ამას დავგეგმავთ

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აუცილებელია.

17 მაისი 2025, 02:44

მსოფლიო

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა.

17 მაისი 2025, 02:25

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

17 მაისი 2025, 01:52

მსოფლიო

The Guardian: მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს

მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.