24 აპრილი 2025, 23:29 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ჯიმ რიში ამბობს: „ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, წინააღმდეგობა რატომ არის?“ იმავეს ვამბობდით, თუ თანხების გამჭვირვალობა სახელმწიფოებრივი აზროვნებაა აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში?!

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა სენატორმა ჯიმ რიშმა, უნივერსალური წინადადება თქვა. კონკრეტულად მისი კრიტიკა ხომ გახსოვთ, მათ შორის ამერიკულ კანონზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე და ა.შ.. ეს ადამიანი დღეს ამბობს: "ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?" ზუსტად იმავეს ჩვენ ვამბობდით, ორი სიმართლე ხომ არ არსებობს? ბანალურ ჭეშმარიტებამდე დავდივართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც ეუბნებიან, რომ ის, რაც სხვა ქვეყნისთვის აუცილებელია, დაუშვებელია საქართველოში.

"თუ გამჭვირვალობა არის ის აქტუალური თემა, რომელსაც მიყოლა სჭირდება და თანხების გამჭვირვალობა პრიორიტეტია, ეს საჭიროა ქვეყნისთვის და ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა აშშ-ში, როგორ შეიძლება საწინააღმდეგო იყოს საქართველოში?!
ჩემი აზრით, ქართველს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ის, რაც ჩემს ქვეყანაში არის აუცილებლობა, ის დაუშვებელია შენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივად - ეს ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არგუმენტების ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში დაუშვებელი გამჭვირვალობა, იმაშიც გამოიხატება, რომ ამ ყველაფერს "რუსულს" უწოდებენ. მდინარაძე სვამს კითხვას, აშშ-ში სახელმწიფოებრივ საკითხად მიჩნეული თანხების გამჭვირვალობა საქართველოში რატომ არის რუსული საქციელი.

"ისინი ამბობენ, რომ ეს ქცევა არის რუსული, ეს ყველაფერი არის რუსული, უფრო მეტი და მყარი არგუმენტი მათ არ უთქვამთ. ასე ზოგადად, აშორებს [ევროპას], რუსულია - რატომ აშორებს? ამბობს კაცი [სენატორი რიში] ამერიკაში, რომ ჩემი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, ნებისმიერი თანხის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ, როგორც კი ქართველი ამაზე ილაპარაკებს თავის ქვეყანაში, ეს არის რუსული საქციელი. ამერიკაში რაც სახელმწიფოებრივია, საქართველოში რუსული რატომ არის?" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის უნივერსიტეტებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დიდი ხანია მუშაობს, უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ და გაამჟღავნონ თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

22 მაისი 2025, 08:09

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებულ 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

22 მაისი 2025, 08:07

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიწვეულნი არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.

22 მაისი 2025, 08:03

საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს.

22 მაისი 2025, 02:32

მსოფლიო

Axios: აშშ-ის სენატში იძიებენ, ვინ მართავდა ქვეყანას ბაიდენის ნაცვლად

აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, რონ ჯონსონმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ დაიწყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნის წინ კიბო დაუდგინეს. გამოძიების მიზანია იმის გარკვევა, თუ ვინ მართავდა სინამდვილეში ქვეყანას მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 მაისი 2025, 02:09

მსოფლიო

ზელენსკი: მოსკოვზე ზეწოლის გარეშე სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

22 მაისი 2025, 01:25

სპორტი

„ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ბილბაოში, „სან მამესის“ სტადიონზე გაიმართა.

სვიმონ ჯანგულაშვილი

22 მაისი 2025, 00:42

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: ლაშა ბუღაძეს, ნოდარ ლადარიას, ლაშა ბაქრაძეს - ასეთ ოდიოზურ პირებს, თავად არაფერი შეუქმნიათ ისეთი, რითაც ახლოს მივლენ მათ მიერ გალანძღულ ადამიანებთან

თუკი ვინმე გვყავს ქართველებს, ან წარსულში გვყავდა, ვინც ჩვენ ეროვნულ იდენტობას და ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად განასახიერებს, ესენი ამას ანადგურებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ირაკლი ზარქუა

22 მაისი 2025, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე

განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

მარკო რუბიო

22 მაისი 2025, 00:18

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გვიწევს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში იდეალური მოდელი არ გააჩნიათ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების რისკი კვლავ არსებობს და ვაშინგტონი მის პრევენციაზე მუშაობს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

22 მაისი 2025, 00:10

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: „ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ

„ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

22 მაისი 2025, 00:06

მსოფლიო

Financial Times: დონალდ ტრამპმა უკრაინა მიატოვა?

დონალდ ტრამპისთვის ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო ზარმა რუსეთსა და აშშ-ს შორის „ფართომასშტაბური ვაჭრობის“ ნათელი მომავლის იმედი გააჩინა, „როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

მაია ბითაძე

21 მაისი 2025, 23:54

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული

ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე

21 მაისი 2025, 23:54

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ

ჩვენი განცხადებული პოლიტიკა ევროკავშირში გაერთიანების შესახებ არამხოლოდ კონსტიტუციით არის გამყარებული, ეს არის ყოველდღიური მესიჯობოქსი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ვაჟღერებთ როგორც შიდა ურთიერთობებში ასევე იმ საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის იმ მაღალი დონის შეხვედრებზე რომლებიც ყოველდღიურად იმატებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მისი თქმით, პარტნიორებთან მაღალ დონეზე ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენა, შეუქცევადი პროცესია, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

მაია ბითაძე

21 მაისი 2025, 23:44

პოლიტიკა

მაია ბითაძე 26 მაისზე: ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს

ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ამასთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ - მინისტრის განცხადება იყო, ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის დაანონსებულ რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით.

მაია ბითაძე

21 მაისი 2025, 23:41

პოლიტიკა

მაია ბითაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარტნიორები, რომლებიც დღესაც ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში, შეწყვეტენ იმ სუბიექტების დაფინანსებას, რომლებიც მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ძალადობრივად დაამხონ ხელისუფლება

ჩვენ კვლავ იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარტნიორები, რომლებიც დღესაც უშვებენ ასეთ შეცდომებს და ერევიან ძალიან უხეშად ქვეყნის საშინაო საქმეებში შეწყვეტენ იმ სუბიექტების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალადობრივად დაამხონ ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე

21 მაისი 2025, 23:28

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება

მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

ირაკლი კირცხალია

21 მაისი 2025, 23:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით ისაუბრა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 მაისი 2025, 23:09

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ირანზე: ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, დაიცვას თავი რეჟიმისგან, რომელიც ჩვენი განადგურებით იმუქრება

ვიმედოვნებთ, შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა, რომელიც ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მარკო რუბიო

21 მაისი 2025, 22:42

მსოფლიო

რუბიომ განაცხადა, რომ თალიბანის, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია, ამჟამად კვლავ გადახედვის პროცესშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თალიბანის, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია, ამჟამად კვლავ გადახედვის პროცესშია.

მაკა ბოჭორიშვილი

21 მაისი 2025, 22:38

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოზე: დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით.