მაია ბითაძე: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის ენერგეტიკული ბაზრების დასაკავშირებლად, მათ შორის, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები და ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მაია ბითაძემ საპარლამენტო პლენუმის მონაწილეებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განახლებად ენერგიაზე გადასვლის საკითხზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„საქართველო, როგორც განახლებადი ენერგიის გამომუშავების ძლიერი პოტენციალის მქონე ქვეყანა, თანმიმდევრულად აახლოებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან. მათ შორის, 2024 წელს პარლამენტის მიერ მიღებულმა ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულმა ინტეგრირებულმა გეგმამ განსაზღვრა 2030 წლის მიზნები — სათბურის აირების ემისიების შემცირების, განახლებადი ენერგიის ზრდისა და ენერგოსისტემების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, კლიმატის ცვლილების დაძლევის მიმართულებით საქართველოს ამბიცია ძლიერდება - 2025 წელს იგეგმება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლება და 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 47%-ით შემცირების მიზნის განსაზღვრა. ამასთან, საქართველო ნერგავს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემას, რაც უზრუნველყოფს ემისიების გამჭვირვალე აღრიცხვას შესაბამის სექტორებში და ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ემისიებით ვაჭრობას.
მაია ბითაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აქტიურად მუშაობენ ,,კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონზე, რომელიც 2050 წლისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევის მიზანს.
ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია 2017 წლის პირველი ივლისიდან და გაერთიანების სამდივნოსთან აქტიური თანამშრომლობით შესაბამის რეფორმებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.
ყველა სიახლე

16 მაისი 2025, 16:03
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის ინიციატივაზე: არჩევნების ჩატარება ტელეფონით არა, TikTok-ით ჯობია, ბარემ ამომრჩევლის გამომეტყველებასაც დავინახავთ, რამდენად „თავისუფალია” და არა „ძალადობრივი” მისი არჩევანი
რადიკალი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ფორმის შემოთავაზების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ის ფორმა, რაზეც, მაგალითად, პაატა ბურჭულაძე მიუთითებს, უაზრობაა.

16 მაისი 2025, 16:02
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. ფოტო/ვიდეო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 15:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კრიტიკის "ცუდად საუბრად" შერაცხვა არის, სწორედაც, საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

16 მაისი 2025, 15:41
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი განახლდება
გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

16 მაისი 2025, 15:39
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
„18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

16 მაისი 2025, 15:39
მსოფლიო
AP: ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაასრულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ახლო აღმოსავლური ტურნე დაასრულა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

16 მაისი 2025, 15:32
ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდნენ.

16 მაისი 2025, 14:54
მსოფლიო
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 14:53
საზოგადოება
თსუ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

16 მაისი 2025, 14:51
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:50
რეგიონი
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა რთულია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება კოროხნალის მაღაროს, იქ პროცესი შედარებით მოკლე ვადებში დასრულდება.

16 მაისი 2025, 14:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა, როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე არჩევნებს ტელეფონით. ალბათ ცალკე ტელეფონების განყოფილების უფროსს დანიშნავენ, რომ გადაამოწმონ, ვინ - ვის დაუჭირა მხარი
მომხრე ვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ბურჭულაძის განცხადებას, რომ ის ტელეფონებით ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას სექტემბრისთვის ვარაუდობს.

16 მაისი 2025, 14:36
მსოფლიო
პესკოვი ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე: ასეთი შეხვედრა უსათუოდ აუცილებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უსათუოდ საჭიროა.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს
ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

16 მაისი 2025, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ
ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ არჩევნები ტელეფონების გამოყენებით ჩატარდეს.

16 მაისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ
გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.

16 მაისი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად აგენტურისათვის
ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად სხვადასხვა აგენტურისათვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 მაისი 2025, 14:23
პოლიტიკა
ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას
„ნაციონალურ მოძრაობას იდეა მოსწონს, „ლელოს“ კი სხვა იდეები აქვს.

16 მაისი 2025, 14:16
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული
ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.