შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის. აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ - ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის - აქ სულელი არავინ არ არის, რომ დავიჯეროთ ის, რომ საფრანგეთის საელჩო რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ - ეჭვი მაქვს, ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც „გრანტების შესახებ“ კანონის მიღებამდე, საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემულ გრანტზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, საფრანგეთის ელჩს გამჭვირვალობა არ უნდა და ჩანს, რომ ზოგიერთს საქართველო „უკანა ეზო“ ჰგონია.
მან ელჩებს შეახსენა, რომ ისინი საქართველოში სტუმრად იმყოფებიან.
„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ასაჯაროებს საფრანგეთის საელჩო, გიპასუხებთ ჯიმ რიშის სიტყვებით - „ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?!“. ამას ვეტყოდი მე საფრანგეთის ელჩს. თუ დასამალი არაფერია, რატომ მალავს მაშინ და რატომ არის წინააღმდეგობა?! განცხადება იყო, რომ კონკურსი იყოო, ყველა ელჩს შევახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად. ეს არის პრივილეგია ნებისმიერი დიპლომატიისთვის, ორგანიზაციისთვის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის, საზოგადოების განვითარებაში. ეს პრივილეგია მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. ასე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მერე პასუხისმგებლობას არ გრძნობდე ამ ფულით რა ხდება. ასეთი გამოცდილება სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს, როდესაც წლების შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ექსტრემისტები, პოლიტიკოსები დაუფინანსებიათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, რომ ამ მხრივ იყოს გამჭვირვალე. თუმცა როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ელჩს არ სურს გამჭვირვალობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განცხადება, რომ ეს იყო კონკურსი, პასუხი არ არის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არანაირი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ის სუბიექტები, ვისაც საფრანგეთის საელჩომ ფული მისცა, პოლიტიკოსები არიან. ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულში შედიოდა. გიორგი კანდელაკი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო, როცა ის ხელისუფლებაში იყო. ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია.
მე მგონი, შეურაცხმყოფელი არის [საელჩოს] ეს განცხადებები. აქ სულელი არავინ არ არის და მე მგონი, ეს საფრანგეთის საელჩომ უნდა გაიდოს. აქ სულელი არავინ არ არის, რომ დავიჯეროთ ის, რომ პოლიტიკოსებს, რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს, ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ. სინამდვილეში, მე მაქვს, ეჭვი, რომ ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით.
როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის. რაღაცას აკეთებს. როგორც ჩანს, ზოგიერთს ჩვენი ქვეყანა უკანა ეზო ჰგონია. ეს კინოც ნანახი გვაქვს. ხან მოსკოვს ვეგონეთ უკანა ეზო, ხან რომელ დედაქალაქს. 3000 წელი ამ ისტორიას ვუყურებთ, მაგრამ 3000 წელი იმასაც ვხვდებით, რომ საბოლო ჯამში, ქართველი ხალხი რჩება, იმიტომ რომ სიმართლის მხარესაა. ისინი, ვისაც ვგონივართ ჩვენ უკანა ეზო, დაბალი ღობე, ხარი თუ რა შედარებაც არ უნდა იყოს, შემდეგ რა ემართებათ ხოლმე და როგორ არიან, ესეც კარგად ვიცით ისტორიიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

16 მაისი 2025, 15:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კრიტიკის "ცუდად საუბრად" შერაცხვა არის, სწორედაც, საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

16 მაისი 2025, 15:41
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩის მიმდებარედ, წყალარინების ქსელი განახლდება
გლდანის რაიონში, ვასაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

16 მაისი 2025, 15:39
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
„18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

16 მაისი 2025, 15:39
მსოფლიო
AP: ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე დაასრულა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ახლო აღმოსავლური ტურნე დაასრულა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

16 მაისი 2025, 15:32
ეკონომიკა
ნათია თურნავა ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდნენ.

16 მაისი 2025, 14:54
მსოფლიო
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 14:53
საზოგადოება
თსუ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

16 მაისი 2025, 14:51
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:50
რეგიონი
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა რთულია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება კოროხნალის მაღაროს, იქ პროცესი შედარებით მოკლე ვადებში დასრულდება.

16 მაისი 2025, 14:36
მსოფლიო
პესკოვი ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე: ასეთი შეხვედრა უსათუოდ აუცილებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უსათუოდ საჭიროა.

16 მაისი 2025, 14:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა, როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე არჩევნებს ტელეფონით. ალბათ ცალკე ტელეფონების განყოფილების უფროსს დანიშნავენ, რომ გადაამოწმონ, ვინ - ვის დაუჭირა მხარი
მომხრე ვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ბურჭულაძის განცხადებას, რომ ის ტელეფონებით ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას სექტემბრისთვის ვარაუდობს.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს
ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

16 მაისი 2025, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ
ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ არჩევნები ტელეფონების გამოყენებით ჩატარდეს.

16 მაისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ
გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.

16 მაისი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად აგენტურისათვის
ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად სხვადასხვა აგენტურისათვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 მაისი 2025, 14:23
პოლიტიკა
ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას
„ნაციონალურ მოძრაობას იდეა მოსწონს, „ლელოს“ კი სხვა იდეები აქვს.

16 მაისი 2025, 14:16
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული
ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:15
პოლიტიკა
პიტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებთან გამართული შეხვედრის გასაჯაროებამ გააღიზიანა. გერმანიის ელჩმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხი მოსთხოვა
მე მაქვს კითხვა თქვენთან, რატომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ მე ინსტრუქციებს ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს ინფორმაცია ყალბია. მე თქვენ გიწვევთ, ვიწვევ ტელეკომპანია იმედს დაამტკიცოს, რომ მე ოპოზიციას ინსტრუქციებს ნამდვილად ვაძლევ, - ასე, მიმართა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

16 მაისი 2025, 14:05
რეგიონი
კახეთში 1200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.