პაპუაშვილი: რატომ არ აგზავნიან ჯარს ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია, თუ ესაა ფრონტის ხაზი ევროპისთვის? ხალხს ხომ არწმუნებენ, რომ ევროპისთვის იბრძვიან. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, საომრად წავიდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რატომ არ აგზავნიან ჯარს საომრად ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია, თუ ეს არის ფრონტის ხაზი ევროპისთვის? უკრაინელ ხალხს ხომ არწმუნებენ, რომ ევროპისთვის იბრძვიან - ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, საომრად წავიდეს ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „მაკკეინის ინსტიტუტი“ თავად არის ომის აქტივისტების ქსელის მაგალითი, რომელსაც უნდა, რომ უკრაინის ხელით ებრძოლონ და ეომონ რუსეთს.
„ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი გვყავდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა, სხვა ქვეყნის სამსახურში, მათ შორის სპეცსამსახურში შევიდა და შემდეგ უკრაინის სპეცსამსახურებმა აქეთ შემოაპარეს. ერთი ასეთი პრეზიდენტი გვყავდა და ახლა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც დაფინანსებაზე დადგა. „მაკკეინის ინსტიტუტი“ რაც არის, ყველამ იცის. ისედაც ვიცით, როგორ ემტერება ლორა თორთტონი საქართველოს, ქართველ ხალხს და მის სცენარებს როგორ მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ტრამპს მოძალადედ მოიხსენიებს და ა.შ. „მაკკეინის ინსტიტუტი“ თავად არის ომის აქტივისტების ქსელის მაგალითი, რომელსაც უნდა, რომ უკრაინის ხელით ებრძოლონ და ეომონ რუსეთს. დღეს უკვე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს აღიარებული, რომ უკრაინა გამოყენებულია, როგორც მარიონეტი. ეს არის პროქსი ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული წრეები აწარმოებენ. ვხედავთ, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას უნდა, ამ პროცესში ცვლილება შეიტანოს, თუმცა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან ჩანს, დღეს ვინ არის ომის აქტივისტი და ვის უნდა, რომ სხვისი ხელით იომოს. ესტონელები, ლიეტუველები გამოდიან და გულზე მჯიღს იცემენ, რატომ არ იბრძვიან უკრაინაში? ეს არის მარტივი კითხვა. რატომ არ აგზავნიან ჯარს საომრად ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია, თუ ეს არის ფრონტის ხაზი ევროპისთვის? უკრაინელ ხალხს ხომ არწმუნებენ, რომ ევროპისთვის იბრძვიან. აქ ნატო არაფერ შუაშია, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, საომრად წავა ისე, რომ ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედებაზე უარს იტყვის. ესტონეთს დღესვე შეუძლია, განაცხადოს, რომ მეხუთე მუხლზე უარს იტყვის და უკრაინაში იომოს. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ხელით რატომ ომობენ, თუ ეს მათი ომია? წავიდნენ და იომონ.
„მაკკეინის ინსტიტუტი“ და ეს ხალხია, რომელთაც არც საქართველო და არც უკრაინა ადარდებთ, მათ მხოლოდ რუსეთი ადარდებთ, სწორედ რუსეთია მათი სამიზნე და მათ საქართველო სჭირდებათ, როგორც მარიონეტი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. გარკვეულ პერიოდში ასეთ მარიონეტად სალომე ზურაბიშვილი ჰყავდათ. არ ვიცი, ადრე როგორ ფინანსურ ურთიერთობაში იყვნენ, მაგრამ დღეს პირდაპირ დაფინანსებული ჰყავთ, რათა საქართველოში მდგომარეობა არიონ, დესტაბილიზაცია შემოიტანონ, ხელისუფლებაში მოიყვანონ მარიონეტები, რათა შემდეგ მათ ხელში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველო იყოს პროქსი. 2022 წელს სხვა რამე კი არ იყო, როცა ომში გვექაჩებოდნენ. ეს არის არა სალომე ზურაბიშვილი ან ვინმე, არამედ „მაკკეინის ინსტიტუტი“ და უცხოური დამფინანსებლები, რომელთაც უნდათ, რომ ქართველებში დაპირისპირება შემოიტანონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

12 მაისი 2025, 22:35
რეგიონი
ბათუმში ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება
ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელი სხვადასხვა თემატურ ლიტერატურასა და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები.

12 მაისი 2025, 22:16
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მსმენელის წინაშე ორი საანგარიშო კონცერტით წარდგნენ
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კონცერტი გაიმართა.

12 მაისი 2025, 22:03
სპორტი
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

12 მაისი 2025, 21:58
საზოგადოება
„ეს დღე ჩვენია“ - 26 მაისს ანრი ჯოხაძე გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს
„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლოკონცერტს გამართავს.

12 მაისი 2025, 21:37
პოლიტიკა
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

12 მაისი 2025, 21:36
მსოფლიო
ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

12 მაისი 2025, 21:19
პოლიტიკა
ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

12 მაისი 2025, 20:55
მსოფლიო
ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია
ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

12 მაისი 2025, 20:40
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

12 მაისი 2025, 20:39
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება
მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

12 მაისი 2025, 20:34
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

12 მაისი 2025, 20:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

12 მაისი 2025, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა
კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

12 მაისი 2025, 20:01
მსოფლიო
პესკოვი: ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების მოთხოვნა, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ულტიმატუმია, რომელიც მიუღებელია.

12 მაისი 2025, 19:43
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან გაიხსენა 2022 წელს ლუქსემბურგში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე.

12 მაისი 2025, 19:37
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს.

12 მაისი 2025, 19:02
სპორტი
გორში, ევროპის თასის გათამაშებაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა 24 მედლით დაასრულა
გორში ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. ასპარეზობაში წარმატებით მონაწილეობდნენ ქართველი ძიუდოისტები. ტურნირის ორივე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 24 მედალი მოიპოვა, აქედან ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და 15 ბრინჯაოსი.

12 მაისი 2025, 18:44
მსოფლიო
ტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია
ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა.

12 მაისი 2025, 18:40
საზოგადოება
რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქის სიგელითა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდა
მეუფე შიომ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით პატრიარქისა და საზოგადოება „ივერიისას“ სახელით სპეციალური ჯილდოები გადასცა.