შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ცოცხლად წვავდნენ. არც ერთ დიპლომატს არ დაუგმია ეს ფაქტი, პირიქით, ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, ლამის გმირად გამოგვიცხადეს

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს ადამიანს და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს. 2023 წლიდან გავიდა ორი წელი და არც ერთ ხმამაღლა მოსაუბრე დიპლომატს არ დაუგმია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, პირიქით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გრიგორიადისი, ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და რომელიც ადამიანს წვავდა ცოცხლად, ლამის გმირად გამოაცხადეს.
,,შეგახსენებთ, ევროკავშირის, EED-ის დაფინანსებით ორგანიზაცია „სირცხვილია“, გარდა იმისა, რომ ამ კრიმინალს რიცხავდა გმირად, ასევე „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას აცხადებდა, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ ინსტრუმენტს. ეს ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. არათუ ვინმემ წუხილი გამოთქვა, ან დაგმო პოლიციელზე თავდასხმა, ან ბოდიში მოგვიხადა, რომ ამას აფინანსებდა, პირიქით. ამის შედეგი არის, რომ 2023 წელს „მოლოტოვის კოქტეილი“ საქართველოს ისტორიაში პირველად გავარდა მიტინგებზე, რომლებიც რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან იყო ორგანიზებული. პროევროპულს ეძახიან და ამ „პროევროპულ მიტინგზე“ პირველად ისტორიაში რომ გავარდება „მოლოტოვის კოქტეილი“, ხომ უნდა დაფიქრდეს ის, ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს ჯიბეში, ქართველი ხალხის თვალში რა წარმოდგენას ქმნის ევროკავშირსა და პროევროპულობაზე, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ უთანაბრებენ ევროპულ ღირებულებებს. ზუსტად ამ არდაგმობის შედეგი იყო ის, რომ ერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ შარშან, დეკემბერში იქცა უკვე ათ „მოლოტოვის კოქტეილად“. ეს ქმედებები არ დაუგმია არც ერთ ხმამაღლა მოსაუბრე დიპლომატს, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსებივით ლამის ყოველდღიურ საკითხებს ეხმიანებიან. იცით, რატომ? შემდეგში ერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ გახდეს 30.
შეგახსენებთ, რომ როგორც მაშინ დაშავდნენ პოლიციელები, ამ ჯერზეც დაშავდნენ, ერთმა პოლიციელმა დაკარგა მხედველობა და ამ ხმამაღლა მოსაუბრე რომელიმე დიპლომატმა არც კი იკადრა, მოენახულებინა ეს პოლიციელი ან წუხილი გამოეთქვა. ეს აქციები ორგანიზებული იყო მათ მიერ დაფინანსებული ადამიანებისგან. ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათგან ხელფასს იღებდნენ. ერთი წუხილიც კი არ გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, ამ მხრივაც ყველაფერი გასაგებია. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა მავნე პრაქტიკა, რომლის გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში სხვისი ძირის გამოთხრისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ, ამდენი წელია, ვსაუბრობთ, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

17 მაისი 2025, 10:13
მსოფლიო
რუსეთმა სუმის ოლქში სამარშრუტო ტაქსი დაბომბა. დაიღუპა ცხრა ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ბელოპოლიე დაბომბა. ინფორმაციას სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:05
ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 09:33
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას
საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

17 მაისი 2025, 09:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანს აშშ-თან გარიგების დადება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს მასთან გარიგების დადება სურს.

17 მაისი 2025, 09:20
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში
17 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

17 მაისი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთთან ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის მზადება დაიწყო
უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.

17 მაისი 2025, 08:35
რეგიონი
გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

17 მაისი 2025, 08:03
საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ
ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის „ქარდებს“ აქვეყნებენ.

17 მაისი 2025, 08:00
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.

17 მაისი 2025, 03:51
მსოფლიო
ტრამპი: ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელენსკის არ აქვს კოზირები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად კოზირები არ აქვს და უკრაინასთან გარიგების არარსებობის შემთხვევაში, რუსეთს დამანგრეველი სანქციებით დაემუქრა.

17 მაისი 2025, 03:23
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: ჩვენ უნდა შევხვდეთ და ვფიქრობ, ალბათ, ამას დავგეგმავთ
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აუცილებელია.

17 მაისი 2025, 02:44
მსოფლიო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA1-მდე შეამცირა.

17 მაისი 2025, 02:25
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ წლის ბოლოს ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 01:52
მსოფლიო
The Guardian: მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს
მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ის ვლადიმირ პუტინისთვის სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

17 მაისი 2025, 01:25
სპორტი
რონალდინიო: მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს
მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს, - დაწერა რონალდიმნიომ სოციალურ მედიაში.

17 მაისი 2025, 00:36
პოლიტიკა
Euronews: ირაკლი კობახიძე სამიტზე ევროპელ ლიდერებს ხვდება - ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობის ნიშანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიანიშნებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე, - წერს Euronews-ი. საქართველოს პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან

17 მაისი 2025, 00:01
საზოგადოება
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

16 მაისი 2025, 22:20
მსოფლიო
ბრიჯიტ ბრინკმა თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა
ამერიკელმა დიპლომატმა ბრიჯიტ ბრინკმა, რომელიც 2022 წლის მაისიდან 2025 წლის აპრილამდე უკრაინაში აშშ-ის ელჩი იყო, თავისი მოულოდნელი გადადგომა უკრაინისა და რუსეთის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ახსნა.

16 მაისი 2025, 22:15
რეგიონი
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც უნიკალური პროექტია თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ.

16 მაისი 2025, 22:05
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია
ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლონდონში გამართული საქართველოს საინვესტიციო ფორუმის შეფასებისას.