„ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში არ არის მეორე ფრონტი და უკრაინის მსგავსად არ ვართ ზესახელმწიფოებს შორის დიდი ვაჭრობის საგანი - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ფოტო: ვიდეო/კადრი
„ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში არ არის მეორე ფრონტი და უკრაინის მსგავსად არ ვართ ზესახელმწიფოებს შორის დიდი ვაჭრობის საგანი და სისხლისგან სრულად დაცლილი, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეაფასა.
„რომ არა ,,ქართული ოცნება“, რა მასშტაბს მიიღებდა სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა! სიკვდილ-სიცოცხლის გზა-გასაყარი იყო საქართველოსთვის 2011-2012 წლებში. ან გადავრჩებოდით, ან საბოლოოდ გაგვანადგურებდა ჩვენივე ხელისუფალი.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო რეჟიმის დამარცხება - ეს იყო გარე ძალების მიერ მართული ე.წ დაჯგუფება, რომელიც დემოკრატიის სახელით ანადგურებდა ყველას, ვინც მის პოლიტიკას წინ აღუდგებოდა. მაშინ, როცა სრულად ჩამობნელდა ქვეყანაში და მხოლოდ შიში, უიმედობა და უპერსპექტივობა იყო, ვხედავდით, როგორ ითელებოდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებსა და არეკეტებდნენ ბიზნესს. ომი, ქართული მიწების მავთულხლართებში მოქცევა და ქვეყნიდან წასვლა ლუკმა-პურის საშოვნელად, „ნაცმოძრაობამ“ ყოველდღიურობად გვიქცია.
ნაბიჯი სამშობლოს გადასარჩენად, რომელიც პრაქტიკულად დაკარგული იყო, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადადგა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოჯახი დააყენა სერიოზული საფრთხის წინაშე. მთელი სახელმწიფო რეპრესიული მანქანა დაუპირისპირდა. ყველაფერი სცადეს, რომ პოლიტიკურად გაენეიტრალებინათ, მაგრამ ,,ქართული ოცნების“ დაფუძნება გარდაუვალი რეალობა აღმოჩნდა და სწორედ 2012 წლის აპრილიდან იწყება უკომპრომისო ბრძოლა სააკაშვილის დიქტატურის დასამარცხებლად.
მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა რომ დახვდებოდა, „ქართულ ოცნებას“, ეს თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას, ნამდვილად არ გვეგონა, რომ დღესაც მოგვიწვევდა რეჟიმის სისასტიკეების გახსენება.
ფაქტია, ის არანაკლებ საშიში აღმოჩნდა რადიკალურ ფლანგზე, ვიდრე ხელისუფლებაში - ხომ ყველამ ვნახეთ, როგორ ცდილობდნენ ცოცხლად დაეწვათ პოლიციელები. ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, რაც ამ ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს, თვალი დაუზიანეს და მხედველობა წაართვეს პოლიციელს, რომელიც ემსახურება საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ყველასია.
დიდ დროს არ დავუთმობ „ქართული ოცნების“ რიგებიდან „დიფ სთეითის“ საცეცების წყალობით რადიკალთა ბანაკში გადაპორტირებულებს - გახარიას მეთაურობით. მცდელობა, ციხე შიგნიდან გატეხილიყო, არც ერთ ეტაპზე არ გამოუვიდათ. ფაქტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისევ საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ოპოზიციაშია, ისევ სხვისი დავალებების შესრულებას ცდილობენ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე უხდება ბრძოლა სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.
„ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში არ არის მეორე ფრონტი და უკრაინის მსგავსად არ ვართ ზესახელმწიფოებს შორის დიდი ვაჭრობის საგანი და სისხლისგან სრულად დაცლილი.
ფაქტია, ამ ომმა მსოფლიოს აჩვენა, რომ შენ უნდა გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ შენი თავის იმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე კრიზისულ და გადამწყვეტ მომენტში, ზუსტად ისე დაგტოვებენ, როგორც 2008-ში დაგვტოვეს ჩვენ, დატოვეს და მიატოვეს უკრაინა - მიუხურეს ალიანსის კარი; ბოლომდე წაართვეს ევროპული პერსპექტივა; სთხოვენ ოკუპანტის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე უარი საბოლოოდ თქვას და მშვიდობის სახელით დადოს იარაღი“, - განაცხადა ირაკლი ჩახლაძემ.
უწყვეტი მშვიდობისა და განვითარების 13 წელი - სად ვიყავით და სად ვართ, ნახეთ ანუკი გუმბერიძის სპეციალურ რეპორტაჟში.
ყველა სიახლე

16 მაისი 2025, 14:54
მსოფლიო
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 14:53
საზოგადოება
თსუ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

16 მაისი 2025, 14:51
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხო ქვეყნებთან მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს, იანგ ვანმინგს შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:50
რეგიონი
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს
შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა რთულია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება კოროხნალის მაღაროს, იქ პროცესი შედარებით მოკლე ვადებში დასრულდება.

16 მაისი 2025, 14:36
მსოფლიო
პესკოვი ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე: ასეთი შეხვედრა უსათუოდ აუცილებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უსათუოდ საჭიროა.

16 მაისი 2025, 14:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა, როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე არჩევნებს ტელეფონით. ალბათ ცალკე ტელეფონების განყოფილების უფროსს დანიშნავენ, რომ გადაამოწმონ, ვინ - ვის დაუჭირა მხარი
მომხრე ვარ, რომ პაატა ბურჭულაძემ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, ტელეფონებით პარალელური არჩევნები ჩაატაროს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ბურჭულაძის განცხადებას, რომ ის ტელეფონებით ალტერნატიული არჩევნების ჩატარებას სექტემბრისთვის ვარაუდობს.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ინიციატივაზე, არჩევნები ტელეფონით ჩატარდეს: თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება
თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

16 მაისი 2025, 14:32
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს
ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

16 მაისი 2025, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ
ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ არჩევნები ტელეფონების გამოყენებით ჩატარდეს.

16 მაისი 2025, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ
გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ გარედან დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელშიც უნდათ, რომ ქართველი ხალხი ატარონ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ ზიზღის ენის გამოყენებას.

16 მაისი 2025, 14:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად აგენტურისათვის
ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემებად სხვადასხვა აგენტურისათვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით.

16 მაისი 2025, 14:23
პოლიტიკა
ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას
„ნაციონალურ მოძრაობას იდეა მოსწონს, „ლელოს“ კი სხვა იდეები აქვს.

16 მაისი 2025, 14:16
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ პროცესებზე არის ორიენტირებული
ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.

16 მაისი 2025, 14:15
პოლიტიკა
პიტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებთან გამართული შეხვედრის გასაჯაროებამ გააღიზიანა. გერმანიის ელჩმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხი მოსთხოვა
მე მაქვს კითხვა თქვენთან, რატომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ მე ინსტრუქციებს ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს ინფორმაცია ყალბია. მე თქვენ გიწვევთ, ვიწვევ ტელეკომპანია იმედს დაამტკიცოს, რომ მე ოპოზიციას ინსტრუქციებს ნამდვილად ვაძლევ, - ასე, მიმართა გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს.

16 მაისი 2025, 14:05
რეგიონი
კახეთში 1200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

16 მაისი 2025, 13:59
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:50
მსოფლიო
The New York Times: FBI-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ ტრამპის მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოძიება დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს იმის გამო, რომ მან სოციალურ ქსელში ტრამპის მკვლელობისკენ მოწოდების შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
ალენ ბერსე: ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, EPC-ის სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, პირისპირ განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ირაკლი კობახიძესთან
ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 13:38
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე:ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის
„დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს. ობიექტებთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, რაზეც მშენებელს მიეცა მითითება და კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი, როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

16 მაისი 2025, 13:18
მსოფლიო
თურქული მედია: აშშ-თურქეთ-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში დასრულდა
აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა ქალაქ სტამბოლში დასრულდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.