კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე: ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
ასეთი გადაწყვეტილებები იყო გმირობის ტოლფასი. ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე, როდესაც მაგალითად ოჯახში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ იმიტომ, რომ იყო საშიშროება, რომ ვიღაცას შეიძლება მოსასმენი ჰქონოდა დაყენებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდზე საუბრისას.
„მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი, ტოტალური მოსმენები. გვისაუბრია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასა და რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ რომ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა დაეშვა, შეიძლება, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი დაეკარგა.
„ვებრძვით იმ ძალას, რომელიც გარედან მართავს ქვეყნის შიგნით აგენტურას, მტრებს, მოღალატეებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესი იყოს ფეხქვეშ გათელილი და რომელიმე დიდმა ქვეყანამ გამოიყენოს სათავისოდ.
მაშინ რომ შეცდომა დაგვეშვა, დღეს ჩვენ აქ ვერ ვისხდებოდით და ამ ინტერვიუს ვერ ჩავწერდით. იქნებოდა სრული კატასტროფა, შეიძლება სახელმწიფოებრიობაც კი დაგვეკარგა“, - განმარტა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სოციალურ პოლიტიკაზე.
„ეს რა თქმა უნდა იმიტომ კეთდება, რომ ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს თანადგომას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროგრამებს ვიდრე, თუნდაც, ერთ ადამიანს მაინც ექნება მხარდაჭერის საჭიროება, რა თქმა უნდა ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“, - დასძინა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე

16 მაისი 2025, 14:05
რეგიონი
კახეთში 1200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

16 მაისი 2025, 13:59
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:50
მსოფლიო
The New York Times: FBI-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ ტრამპის მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოძიება დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს იმის გამო, რომ მან სოციალურ ქსელში ტრამპის მკვლელობისკენ მოწოდების შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:45
პოლიტიკა
ალენ ბერსე: ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, EPC-ის სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, პირისპირ განვიხილოთ აღნიშნული საკითხები ირაკლი კობახიძესთან
ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 13:38
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე:ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის
„დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს. ობიექტებთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, რაზეც მშენებელს მიეცა მითითება და კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი, როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

16 მაისი 2025, 13:18
მსოფლიო
თურქული მედია: აშშ-თურქეთ-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში დასრულდა
აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა ქალაქ სტამბოლში დასრულდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 13:00
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებულს შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

16 მაისი 2025, 12:48
საზოგადოება
თსუ-ში ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროექტი დაიწყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით და უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს შერჩევით, მიმდინარე წელს ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათ შორის უცხოური თარგმანები. ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად თსუ-ის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი გამოიყო.

16 მაისი 2025, 12:42
პოლიტიკა
ლევან ღირსიაშვილი გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის უფროსის მოადგილეს შეხვდა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, ლევან ღირსიაშვილი გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის უფროსის მოადგილეს, სებასტიან პენზინის შეხვდა.

16 მაისი 2025, 12:41
მსოფლიო
სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

16 მაისი 2025, 12:35
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს
გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 12:28
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი და კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

16 მაისი 2025, 12:21
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.

16 მაისი 2025, 12:14
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე: დროა ეს გავაკეთოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროა ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ, რათა უკრაინაში ომი დაასრულონ.

16 მაისი 2025, 12:07
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მინით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალზე „Les Festives Gourmandes“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.

16 მაისი 2025, 11:54
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა - უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით
ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეზე, სოციალურ ქსელში.

16 მაისი 2025, 11:48
მსოფლიო
ახალი ზელანდიის პრემიერი 16 წლის ასაკს მიუღწეველი მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატივით გამოდის
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, კრისტოფერ ლაქსონი მოზარდებისთვის, რომლებსაც 16 წელი არ შეუსრულდათ, სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

16 მაისი 2025, 11:30
თავდაცვა
მუხროვანში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა 97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

16 მაისი 2025, 11:27
მსოფლიო
მარკო რუბიო უკრაინასთან მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩაფრინდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩაფრინდა. ინფორმაციას Reuters-ის ჟურნალისტი ჰუმეირა ფამუქი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

16 მაისი 2025, 11:19
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი ოპოზიციონერ აქტივისტებს ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა - შეხვედრის მონაწილეები კომენტარზე უარს აცხადებენ
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში გაიმართა. რა მიზანი ჰქონდა ელჩს და რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე. აქტივისტები - ლევან ჭანიძე და მალხაზ ჭკადუა შეხვედრას არ უარყოფენ, თუმცა, ფაქტის გასაჯაროების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და კომენტარს არ აკეთებენ.