02 მაისი 2025, 13:30 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: მინდა, მივმართო ევროკავშირის, გერმანიის და ყველა ქვეყნის ელჩს, რომელიც მხარს უჭერს „ნაცმოძრაობას“, რამდენი გაუბედურებული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე, რომ თავი დაანებოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას?

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საზოგადოება ხედავს იმას, რომ სამწუხაროდ, არ სრულდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ოჯახები პირდაპირ გაანადგურა წინა ხელისუფლებამ, - განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე“ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები. სხდომაზე 20 წლის წინ მოკლული ახალგაზრდის მამას, მიხეილ ართმელაძეს მოუსმინეს.

„მე მინდა მივმართო ევროკავშირის, გერმანიის და ყველა იმ ქვეყნის ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ - რამდენი მოკლული შვილის მამა, დედა, რამდენი ოჯახის ცოცხლად დარჩენილი, მაგრამ დაზარალებული ადამიანი, რამდენი ქონება წართმეული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე, რომ თავი დაანებოთ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერას? ეს კითხვა მაქვს კომისიის და პარლამენტის ჩვეულებრივ წევრს.

მართალია, კითხვაზე პასუხს არ სცემენ, მაგრამ, თქვენი სახელითაც ვკითხოთ ეს ევროკავშირის ელჩს, რომელიც წინასაარჩევნოდ პირდაპირ ქადაგებდა „ნაციონალური მოძრაობის “ სასარგებლოდ და დღესაც, სამწუხაროდ, იგივე პოზიციაზეა; გერმანიის ელჩს, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თურმე კარგი ოპოზიციაა. დაგვისახელონ დაზარალებულთა ციფრი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ კომისიის ვადები არ ეყოფა ყველა ადამიანის მოსმენას, რათა ამოვწუროთ ეს თემა, რადგან 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და ამ დროის განმავლობაში ბევრი ცუდის გაკეთება მოასწრეს. მე მგონი არ იქნება ცუდი გვიპასუხონ კითხვაზე, რამდენია საჭირო იმისთვის, რომ შეეშვან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას?“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციას და რადიკალების მხარდამჭერი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ აინტერესებთ, თუ რა ხდებოდა რეალურად, რაც, მისი თქმით, გასაგებიცაა, ვინაიდან ამ მედიასაშუალებების დამფუძნებლები თავად იყვნენ სისასტიკის შემოქმედნი.

„სამწუხარო კიდევ იცით რა არის, ამ უბედურებების მოსმენის შემდეგ გავალთ აქედან და დამხვდებიან იქ „TV პირველის“ ან „ფორმულას“ ჟურნალისტები და კითხვას ამ საკითხებზე კი არ დასვამენ, არამედ შეგვეკითხებიან რაღაცას სტატისტიკაზე, შეეხებიან ისეთ თემას, რომელიც ახლოსაც კი ვერ მოვა ამ უბედურებასთან, რაც აქ ისმის. ელემენტარულ ადამიანობას არ გამოიჩენენ ეს ჟურნალისტები. პირდაპირ ვამბობ, რომ აქედან გასულებს იმას კი არ შეგვეკითხებიან, თუა მართალი და დადგენილი ეს ფაქტები, არამედ შეგვეკითხებიან რაღაცის ფასებს (ხაბეიშვილი გამოუგზავნის კვერცხის ფასებს და იმაზე დასვამენ კითხვებს). მოუსმინონ მათ, ვინც ჯერ კიდევ უყურებენ „ფორმულას“ და „TV პირველს“, რა უბედურებები ხდებოდა.

როგორ შეიძლება, ერთი კითხვა არ დაგებადოს იმაზე, მართალია თუ არა ასეთი საშინელებები. აქ ჟურნალისტიკაზე და პოლიტიკაზე კი არა, ელემენტარულად ადამიანობაზეა საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ხარ ან ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი და ასეთ უბედურებას უსმენ, ზრდილობის გულისთვის მაინც დასვი კითხვა. მაგრამ არ ექნებათ კითხვა, იმიტომ, რომ მათი დამფუძნებელია ამის შემსრულებელი და მხარდამჭერი. კითხვები არ ექნებათ არც ევროპარლამენტში, სამწუხაროდ; არც იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გვიწუნებენ დემოკრატიას; არც ევროკავშირის ელჩს, რომელიც იმ ქვეყნიდანაა [პოლონეთი], რომლის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ აქ მიხეილ სააკაშვილის გასაპარებლად (ექიმები რომ გამოაგზავნეს და ნაწილ-ნაწილ უნდოდათ „ვივამედიდან“ გაეტანათ სააკაშვილი). რატომ არ აქვთ ამათ კითხვები მიხეილ ართმელაძესთან და იმ ადამიანებთან, ვინც აქ დაუსრულებლად მოდიან?

ეს არის დღეს დღის წესრიგი და სხვათა შორის, არა მარტო საქართველოსი. თქვენ ახლა არა მარტო საქართველოს დღის წესრიგს ქმნით, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგს, სადაც უსამართლობის წინააღმდეგ ბევრი იბრძვის. საქართველოში კი, ჩვენ შევქმენით ეს პრეცედენტი, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხდეს. თქვენ სამართლიანად უწოდეთ ამ კომისიას სამართლიანობის აღდგენის კომისია. ოფიციალურად მას სხვა რამ ჰქვია, მაგრამ რეალურად მას ასე უნდა ერქვას. სწორედ ამიტომ, კითხვა გვაქვს ევროკავშირის ელჩთან, რამდენი გაუბედურებული ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე , რომ თავი დაანებონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2025, 03:13

მსოფლიო

ზელენსკი: თუ რუსეთი ჩვენი ჯარების ჩვენივე ტერიტორიიდან გაყვანის პირობებს აყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა და არ სურთ ომის დასრულება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ გაიყვანს თავის ჯარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2025, 02:31

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ არ გაზრდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან პროგრესის შანსი არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გაზრდის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რადგან პროგრესის შანსი არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2025, 02:05

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა, თუ პუტინს ომის დასრულება არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გავა, თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2025, 01:15

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2025, 00:17

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო

საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარს.

19 მაისი 2025, 23:57

კულტურა

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამოსაშვები საღამო გაიმართა

საღამოზე ბაიერის ბალეტიდან „თოჯინების ფერია“ შესრულდა ნაწყვეტი - თოჯინების მაღაზიაში გაცოცხლებული თოჯინების მხიარული მეჯლისი, სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. ასევე, ლუდვიგ მინკუსის ბალეტი „პახიტა“, მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიითა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქციით. წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები სხვადასხვა ბალეტიდან.

19 მაისი 2025, 23:54

სპორტი

სპორტის მინისტრმა საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებები მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ევროპის გრან-პრიზე და ევროპის თასზე მიღწეული წარმატებები მიულოცა.

19 მაისი 2025, 22:40

საზოგადოება

ვის ჰქონდა მორგებული ყურძნის კოსტიუმი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის პირველი ეპიზოდი შედგა

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე სულ 6 თოჯინა წარდგა. გულშემატკივრის რჩეული ვერძი გახდა. იგი შემდეგ ეპიზოდში გადავიდა. ასევე, მაყურებლის რჩეულები გახდნენ - მუხლუხო და ღრუბელი. ისინიც ასევე გადავიდნენ შემდეგ ტურში.

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინი

19 მაისი 2025, 22:23

მსოფლიო

კრემლი: პუტინსა და ტრამპს ყურმილის დადება არ სურდათ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იშვიათად ხდება ისეთი საუბრები, როდესაც არცერთ ლიდერს არ სურს საუბრის დასრულება და ყურმილის დადება.

ალექსანდრ შირშინი

19 მაისი 2025, 22:05

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა სარდლობა კურსკის მიმართულებით „დებილურ ამოცანებსა“ და „გაუმართლებელ დანაკარგებში“ დაადანაშაულა

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის მეთაურმა, ალექსანდრ შირშინმა სარდლობა „დებილურ ამოცანებსა და გაუმართლებელ დანაკარგებში“ დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

19 მაისი 2025, 21:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი 17 მაისის ღონისძიებაზე: იქ ძალიან ბევრი ათეისტიც შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც მიაჩნია, რომ არსებობს გარკვეული ფასეულობა, რომელსაც პატივი უნდა სცე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ 17 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელშიც ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2025, 21:42

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით

ახლახან დავასრულე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი - ვფიქრობ, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

პაველ დუროვი

19 მაისი 2025, 21:40

პოლიტიკა

პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი გეოპოლიტიკა იყო: რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, - წერს Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი.

19 მაისი 2025, 21:39

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი გაიმართა

ქალაქ ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, DJ გიგა პაპასკირის კონცერტი ჩატარდა, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

19 მაისი 2025, 21:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მზია ამაღლობელის საქმეზე: მე ვერ ვამბობ იმას, თუ როგორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული და გერმანიის ელჩი თავს უფლებას აძლევს, რომ გადაწყვეტილებაც განსაზღვროს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ მზია ამაღლობელის სასჯელზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2025, 21:11

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა

ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები იქნება ისევ ინტენსიური, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრის შემდეგ.

ვლადიმირ პუტინი

19 მაისი 2025, 21:08

მსოფლიო

პუტინი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.

მიხეილ ყაველაშვილი

19 მაისი 2025, 20:55

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის

პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14- თან შეხვედრის შემდეგ.

19 მაისი 2025, 20:52

სამართალი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა.

19 მაისი 2025, 20:37

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ლეო XIV-ს დღეს შეხვდა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.