03 მაისი 2025, 13:56 / სანდო წყარო

გიორგი სოსიაშვილი: ვხედავთ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც „დიფ სთეითს“ გადაეღობა, რომ საბოლოოდ არ მოხდეს გერმანიის იმიჯის დასამარება. შესაბამისად, ამ პარტიის განადგურება დაისახა მიზნად „დიფ სთეითმა“

გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ევროპულ, დიდი კულტურის, დიდი განვითარების სახელმწიფოში, არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ ხდება განსხვავებული აზრის დათრგუნვა, განსხვავებული აზრის დევნა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის (AfD) „მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

სოსიაშვილის განცხადებით, „ერთადერთი ძალა, ერთადერთი პარტიაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „დიფ სთეითის“ მიერ ჩანერგილი ძალები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში, ამ პარტიას გამოუცხადეს ბრძოლა და გამოაცხადეს ექსტრემისტულ ძალად“.

სოსიაშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის ბიუროკრატები ასე თავგამოდებით ანგრევენ ქვეყნის იმიჯს. მისივე განცხადებით, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს გაუფრთხილდნენ, სახეზე გვაქვს ხელაღებული ნგრევა საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტის.

„ექსტრემიზმი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა? საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა? საკუთარი ფასეულობების დაცვა, თუ პირიქით არის ექსტრემიზმი, როდესაც ქვეყანას მიაქანებ უბედურებისკენ, უფსკრულისკენ და ომში ჩათრევისკენ. მოგეხსენებათ როგორ გვაბულინგებდნენ და ტაშს დაგვიკრავდნენ დიდი სიამოვნებით, თუ ჩვენ ქვეყანას ჩავრთავდით იმ საბრძოლო კამპანიაში, იქნებოდა ჩვენთან ომი, არ დავიცავდით ჩვენ ეროვნულ ფასეულობებს, ჩვენ ტრადიციას, კულტურას და ძალიან მარტივად ვიქნებოდით მათი მართული ძალა.

ამ შემთხვევაში ყველა მათგანი, მე ვგულისხმობ „დიფ სთეითს“ და მათ წარმომადგენლებს, ტაშით შეგვხვდებოდა, ფეხზე წამოგვიდგებოდნენ და ძალიან ლოიალური დამოკიდებულება ექნებოდათ. ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაშიც. ვხედავთ, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც გამოჩნდა, რომელმაც ხმა აიმაღლა და „დიფ სთეითს“ გადაეღობა, რომ საბოლოოდ არ მოხდეს გერმანიის იმიჯის დასამარება და განადგურება, არის ეს ძალა. შესაბამისად, ასე ვთქვათ, განზე განდგომილი პარტიის განადგურება დაისახა მიზნად „დიფ სთეითმა“ და ამას ცხადად ვხედავთ.

ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის ბიუროკრატები ასე თავგამოდებით ანგრევენ ამ ქვეყნის იმიჯს მთელ მსოფლიოში. იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს გაუფრთხილდნენ, სახეზე გვაქვს ხელაღებული ნგრევა საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტის და მათი წარმომადგენელია ელჩიც, რომელიც ყოველდღიური განცხადებებით გამოირჩევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ოპოზიციას მუდმივად მოუწოდებს, რომ რევოლუციური სცენარები განახორციელონ. ამ ძალასთან გვაქვს საქმე და ჩვენთვის ეს დღესავით ნათელია“-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 21:09

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისი 2025, 21:08

პოლიტიკა

სახელისუფლებო გუნდი მეათე საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და ეკონომიკური კეთილდღეობა - მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში უპირობო, მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი წარუდგინეს.

არჩილ გორდულაძე

15 მაისი 2025, 20:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეზე: ეს ადამიანი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ქრონიკასთან“ აფასებს და აღნიშნავს, რომ იუკნევიჩიენე „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია.

არჩილ გორდულაძე

15 მაისი 2025, 20:48

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ტრამპის ადმინისტრაციასთან. ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის

ჩვენ გვაქვს ყველანაირი თანხვედრა იდეოლოგიურ დონეზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. ამის საპასუხოდ ვხედავთ მხოლოდ განცხადებებს „დიფ სთეითის“ დამარცხების კუთხით, მაგრამ რეალურად გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

15 მაისი 2025, 20:46

პოლიტიკა

მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. მიზანი ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მონაწილეობის აკრძალვაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი 2025, 20:39

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების სტატუსის განხილვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს იურიდიულად რუსეთის ნაწილად იმ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, მათ შორის ყირიმსაც.

ეკა სეფაშვილი

15 მაისი 2025, 20:38

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს მაქსიმალურად სწორი, ბევრი ინფორმაცია საქართველოსა და ჩვენი პოზიციების შესახებ

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. მისი განმარტებით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიერ პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივაზე დაგვიანებული პასუხი მსოფლიოში არსებულ მღელვარე პერიოდს უკავშირებდა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2025, 20:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ ფორმატში პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

15 მაისი 2025, 20:34

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

15 მაისი 2025, 20:30

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტს, მატეო პატრონეს შეხვდნენ, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

15 მაისი 2025, 20:27

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს ზელენსკისა და პუტინს, როდესაც ისინი მზად იქნებიან

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს და ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებული გადაწყვეტილების გადაუდებელ აუცილებლობას.

ჯო უილსონი

15 მაისი 2025, 20:24

პოლიტიკა

ჯო უილსონის აქამდე უცნობი წერილი ირაკლი კობახიძის სახელზე - კონგრესმენის გამოაშკარავებული მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონგრესმენი, რომელიც ხელისუფლების დასჯას ითხოვს და ოპოზიციას ლობირებს, 4 წლის წინ ამავე ხელისუფლებას თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას სთავაზობდა.

კახა წერეთელი

15 მაისი 2025, 20:23

სამართალი

კახა წერეთელი ქოლცენტრების საქმეზე: ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები

ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას.

15 მაისი 2025, 20:00

პოლიტიკა

eTN: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა გადადგა, რათა მის თანამემამულეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს აეყვანა ის სამსახურში. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნინუა პოლოლიკაშვილის სკოლის მეგობარია და სწორედ აქ შეიძლება განვითარებულიყო კრიმინალური შეთქმულება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 მაისი 2025, 19:56

მსოფლიო

ზელენსკი მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.

15 მაისი 2025, 19:12

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თემური ჭელიძესთან ერთად, შიდა ქართლის მხარეში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 19:03

რეგიონი

ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ვლადიმირ მედინსკი

15 მაისი 2025, 18:41

მსოფლიო

ვლადიმირ მედინსკი: რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის

უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

15 მაისი 2025, 18:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო - მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

15 მაისი 2025, 18:25

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

„ელჩს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის საქართველოში მოწვევას და ერთობლივი სხდომის გამართვას ორმხრივი შეთანხმებების შესრულების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლო ურთიერთობებში. ელჩი მიესალმა ამ ინიციატივას და პროცესის ხელშეწყობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.