08 მაისი 2025, 12:21 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონაწილენი და მისცეს მათ პირობა, რომ გაამარჯვებინებენ და დააბრუნებენ ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მართლაც, პირდაპირ ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში, თუმცა ქართველმა ხალხმა ისინი დაამარცხა.

„ამის გამო ზოგიერთმა ელჩმა დაივიწყა (ვენის კონვენციას რომ არაფრად თვლიან, ეს უკვე ვნახეთ) პროფესიული ეთიკა და ჩაერთო პირდაპირ არჩევნებში. ასეთი დიპლომატები და ელჩები ხან ბანერს გვიკომენტარებდნენ, ხან საარჩევნო კამპანიის თემებზე თავის აზრს გამოთქვამდნენ და პირდაპირ უხეშად ერეოდნენ შიდა საქმეებში და ოპოზიცია მაინც დამარცხდა. შესაბამისად, ეს ყალბი იმედები რომ შეუქმნა უცხოელების ამ ჯგუფმა, ახლა ვდგავართ პირდაპირ ამ მოცემულობის წინაშე - თავად ზოგიერთი ელჩი დამარცხდა ამ არჩევნებში, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი დამარცხდა, ზოგიერთ უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრი დამარცხდა ამ არჩევნებში. ახლა გვაქვს ვენდეტა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილე იყო არჩევნების „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ქართველმა ხალხმა ის დაამარცხა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიტვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე.

პირდაპირ მოვისმინეთ რასა იუკნევიჩიანესგან რომ ქართველი ხალხია დამნაშავე, მოვისმინეთ პირდაპირ მისგან ბოლო განცხადება, რომელიც უკვე ძალიან ფაშისტურ ტონებს შეიცავს და მოვუწოდებ, რომ გაჩერდეს იმ ადგილზე, სადაც არის, ვინაიდან შემდეგი ნაბიჯი უკვე ღიად ფაშისტური განცხადებები იქნება როგორც ვატყობ, ისეთი ტემპით მიდის მისი განცხადებები. „ფორმულას“ ჟურნალისტმა ეს კითხვა დასვა - კი მაგრამ, უცხოელები რომ გეუბნებიან, ხომ უნდა დაუჯერეთო? - ანუ არიან პარტიები, ენჯეოები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო უნდა იმართოს ზოგიერთი დიპლომატის, უცხოელი პოლიტიკოსის მითითებების შესაბამისად. გეტყვიან - ეს კანონი მიიღე - უნდა მიიღო, დადგე ცალ ფეხზე. გეტყვიან: ეს კანონი არ მიიღო, რომელიც ქართველ ხალხს უნდა, მაგალითად ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, უნდა დადგე ცალ ფეხზე და არ მიიღო. ანუ ოპოზიცია, რომელიც ცალ ფეხზე დგას და ამბობს, რომ ასე გააგრძელებს, ამის საპირწონედ სთავაზობს თავის ამომრჩეველს, რომ ჩამოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეაქებს. მთელი ბენეფიტი, რასაც ის სთავაზობს თავის ამომრჩეველს, არის ის, რომ მოდი ყველა დავდგეთ ცალ ფეხზე, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან რომელიმე ჩინოვნიკმა ბრიუსელიდან შეგვაქოს. რა თქმა უნდა ამ არჩევანში ქართველი ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

13 მაისი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 მაისს ქუთაისში დღისით +19 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

დონალდ ტრამპი

13 მაისი 2025, 01:39

მსოფლიო

CNN: ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა

ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.

13 მაისი 2025, 00:45

ტექნოლოგიები

რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?

მეცნიერების აცხადებენ, რომ ყინულით დაფარული სამყაროს შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება ყინულის დნობის შემთხვევაში.

13 მაისი 2025, 00:33

მსოფლიო

ICAO-ს საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

ევროვიზია

13 მაისი 2025, 00:26

კულტურა

„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე კი მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

12 მაისი 2025, 23:11

მსოფლიო

ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენონ

თურქეთი მზად არის და მოხარული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

12 მაისი 2025, 22:35

რეგიონი

ბათუმში ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელი სხვადასხვა თემატურ ლიტერატურასა და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები.

12 მაისი 2025, 22:16

კულტურა

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მსმენელის წინაშე ორი საანგარიშო კონცერტით წარდგნენ

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კონცერტი გაიმართა.

კარლო ანჩელოტი

12 მაისი 2025, 22:03

სპორტი

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

12 მაისი 2025, 21:58

საზოგადოება

„ეს დღე ჩვენია“ - 26 მაისს ანრი ჯოხაძე გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს

„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლოკონცერტს გამართავს.

12 მაისი 2025, 21:37

პოლიტიკა

რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2025, 21:36

მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

სალომე სამადაშვილი

12 მაისი 2025, 21:19

პოლიტიკა

ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08

პოლიტიკა

გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ტიერი მარიანი

12 მაისი 2025, 20:55

მსოფლიო

ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია

ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 მაისი 2025, 20:40

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კრისტიან ტერეში

12 მაისი 2025, 20:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება

მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

დონალდ ტრამპი

12 მაისი 2025, 20:34

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 მაისი 2025, 20:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2025, 20:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა

კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.