კახა კალაძე: საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, ვინ დგას ხალხის მხარეს და ვინ არის ის ძალა, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

კახა კალაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებში გამარჯვებაზე, ამის თქმის შესაძლებლობა მაქვს იქიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულებასაც ვხედავ საზოგადოების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, ვინ დგას ხალხის მხარეს და ვინ არის ის ძალა, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, შეუძლებელია მოაზროვნე ადამიანმა ვერ გააკეთოს სწორი ანალიზი, თუ რა ხდება ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რა დამოკიდებულება აქვთ გარედან და რატომ არიან ასე გააფთრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა ინტერესები აქვთ. ცხადია საქართველოს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გავაკეთოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეები, ეკონომიკურად წინ წავიყვანოთ, მშვიდობა შევინარჩუნოთ და ა.შ.
ყველას თავისი ინტერესი აქვს რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებით. ამერიკელსაც ევროპელსაც, რუსსაც. ქართველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს. ხალხი ამ ყველაფერს კარგად აფასებს და ზუსტად საზოგადოების დამოკიდებულება მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებლად.
ეს რადიკალური დაჯგუფებებიც ნათლად ხედავენ რა მოცემულობის და რა რეალობის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ამბობდა, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს ჩვენ დავმარცხდებითო. როგორ შეიძლება ქვეყანაში მხარი დაუჭირონ აგენტურას, ადამიანებს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიდის, ვინც ამბობდა, რომ მშვიდობას გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ხალხი კარგად ხედავს რა ძალაა, საიდან იმართება ეს ყველაფერი და რა არის მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებით. ეს ნამდვილად არ არის არც ქვეყნის ინტერესი, არც ქართველი ხალხის ინტერესები, მათ სხვა ინტერესები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით.
იგივე დამოკიდებულება აქვთ, რაც თუნდაც უკრაინის მიმართ ჰქონდათ. არავის არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ ეკონომიკურ სანქციებს. ჩვენ რომ სისუსტე გამოგვეჩინა და პრინციპულები რომ არ ვყოფილიყავით, შეცდომა რომ დაგვეშვა დღეს სად ვიქნებოდით? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, დღესაც გრძელდება შანტაჟი, მუქარა შემოტევები, მაგრამ პრინციპულად უნდა დავდგეთ, გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და ჩვენს ინტერესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე

13 მაისი 2025, 01:39
მსოფლიო
CNN: ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა
ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.

13 მაისი 2025, 00:45
ტექნოლოგიები
რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?
მეცნიერების აცხადებენ, რომ ყინულით დაფარული სამყაროს შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება ყინულის დნობის შემთხვევაში.

13 მაისი 2025, 00:33
მსოფლიო
ICAO-ს საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

13 მაისი 2025, 00:26
კულტურა
„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება
მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე კი მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.

12 მაისი 2025, 23:11
მსოფლიო
ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენონ
თურქეთი მზად არის და მოხარული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

12 მაისი 2025, 22:35
რეგიონი
ბათუმში ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება
ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელი სხვადასხვა თემატურ ლიტერატურასა და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები.

12 მაისი 2025, 22:16
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მსმენელის წინაშე ორი საანგარიშო კონცერტით წარდგნენ
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კონცერტი გაიმართა.

12 მაისი 2025, 22:03
სპორტი
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

12 მაისი 2025, 21:58
საზოგადოება
„ეს დღე ჩვენია“ - 26 მაისს ანრი ჯოხაძე გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს
„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლოკონცერტს გამართავს.

12 მაისი 2025, 21:37
პოლიტიკა
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

12 მაისი 2025, 21:36
მსოფლიო
ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

12 მაისი 2025, 21:19
პოლიტიკა
ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

12 მაისი 2025, 20:55
მსოფლიო
ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია
ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

12 მაისი 2025, 20:40
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

12 მაისი 2025, 20:39
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება
მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

12 მაისი 2025, 20:34
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

12 მაისი 2025, 20:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

12 მაისი 2025, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა
კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

12 მაისი 2025, 20:01
მსოფლიო
პესკოვი: ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების მოთხოვნა, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ულტიმატუმია, რომელიც მიუღებელია.