ნიკუშა შენგელაია: ძალიან ფაროსანა ოპოზიცია გვყავს - ქვეყნის მავნებლები არიან

ნიკუშა შენგელაია
ფოტო: ვიდეო/კადრი
ძალიან ფაროსანა ოპოზიცია გვყავს - ქვეყნის მავნებლები არიან. ეს ყველაფერი სასაცილოდ გამოიყურება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია „დანოსების“ წერამდე მივიდა.
„არ აინტერესებთ, თავის ხალხს არაფერს ეკითხებიან, არაფერს სთავაზობენ - რას აპირებენ, რომც მოვიდნენ ხელისუფლებაში. „დანოსჩიკები“, ძალიან ფაროსანა ოპოზიცია გვყავს - ქვეყნის მავნებლები არიან. ეს ყველაფერი სასაცილოდ გამოიყურება. იმათ წერს, რომ ასე გაგვიკეთეთ, ისე დასაჯეთ ეს ქვეყანა, ეს ხალხი, რომ ეგებ, მაშინ გამოვიდნენ. ეს ხალხი გიჟი კი არ არის! მაშინ გამოვა თქვენს წინააღმდეგ - ოღონდ ხალხი გამოვა უკვე და მერე ითვალონ რაოდენობა.
მათ უფროსებს, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს, ფულს უგზავნის, უხდის და რაღაც, მინდა ვურჩიო, რომ ჭკვიანი მრჩევლები აიყვანონ. ესენი არაფერს წარმოადგენენ. ასე ხალხის გულს ვერასდროს მოიგებ. თითის ქნევითა და დასჯით. პირიქით, უკურეაქციებს იწვევს ხალხში. თქვენ ნახავთ თვითმმართველობის არჩევნების პროცენტს და ეს ამის შედეგი იქნება - როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოიქცნენ, ზუსტად ამის რეზულტატი იქნება“, - აღნიშნა შენგელაიამ.
კითხვაზე, რა ამოძრავებს სალომე ზურაბიშვილს, შენგელაიამ განაცხადა: „კეთილდღეობა და ფული“.
მისივე თქმით, ოპოზიცია გარკვეულ თარიღებზე აქტიურდება, რათა თავიანთ დამფინანსებლებს საკუთარი აქტივობა აჩვენოს.
„ისეთ ხალხზე აქვთ იმათ ფსონი დადებული, რომ საქართველოში არაფერი გამოუვათ, რაც არ უნდა იფართხუნონ! ერთხელ მე ვთქვი, რომ მათი ინტერესების განხორციელების პრობლემა „ქართული ოცნება“ კი არ არის და ბიძინა ივანიშვილი, არამედ ქართველი ხალხია, სულ რომ არ იყოს „ქართული ოცნება“.
ახლა ამათ აქვთ დოქტრინა, რომ აქტიურმა უმცირესობამ გადაატრიალოს ეს მდუმარე უმრავლესობა. ეს უმრავლესობა არსებობს და ეს უმრავლესობა არასდროს მოუშვებს მათ შიკრიკებს ქვეყანაში, რომ მერე იმათი ინტერესების სარბიელად აქციონ“, - აღნიშნა შენგელაიამ.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 12:29
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება
ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

17 ივნისი 2025, 12:22
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ჩავარდნილი აგენტის, ბაჩიაშვილის „გადასარჩენად" ჩაერთო აგენტოკრატიაც-შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე „დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის"; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე
ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის "გადასარჩენად" ჩაერთო აგენტოკრატიაც - სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე „დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის"; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

17 ივნისი 2025, 12:13
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სლოვაკეთი საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის პროცესში
„სლოვაკეთი საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის პროცესში. სლოვაკეთი ყველა პლატფორმაზე აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთთან ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ქართულ-სლოვაკურ მეგობრობის საღამოში.

17 ივნისი 2025, 12:10
მსოფლიო
ტრამპი: მაკრონს ყოველთვის ეშლება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის ლიდერის მიერ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დროზე ადრე დატოვების შესახებ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ყოველთვის ეშლება.

17 ივნისი 2025, 12:05
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა. ცნობა მან სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

17 ივნისი 2025, 12:01
საზოგადოება
ესპანეთის რიოხას მევენახეობისა და მეღვინეობის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დელეგაცია ჯიღაურას ბაზას სტუმრობდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესპანეთის რიოხას მევენახეობისა და მეღვინეობის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის 25 -კაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაციას პროფესორი ხოსე მ. მარტინეს ზაპატერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მევენახეობა-მეღვინეობის სფეროსთან პროფესიულად დაკავშირებულ სპეციალისტებისგან — მევენახეები, მეღვინეები, მკვლევრები, კონსულტანტები, ასევე, ფიტოსანიტარიული სფეროს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

17 ივნისი 2025, 11:50
რეგიონი
ბაია კვიციანმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე – STEAM LAB გახსნა.

17 ივნისი 2025, 11:49
საზოგადოება
ცაგარელის ქ. N5-ში მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

17 ივნისი 2025, 11:48
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 11:47
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.

17 ივნისი 2025, 11:47
საზოგადოება
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტროდამტენებით აღჭურვილი საპარკინგე ადგილები არამიზნობრივად არ გამოიყენონ
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.

17 ივნისი 2025, 11:42
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე: რომელი მებაირახტე ბაჩიაშვილი არის ქართული დემოკრატიის, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას და რაღაცებს უკავშირებენ
„ბაჩიაშვილის დონეზე რომ ადამიანი დაეშვება, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და მის დაცვას დაიწყებს, ადამიანის, რომელიც ითვისებდა სხვის ფინანსებს და ფულს ათეთრებდა, რომელზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენი უკვე დააყენა, ეს ყველაფრის მანიშნებელია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

17 ივნისი 2025, 11:42
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ
ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სენატორი ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებას.

17 ივნისი 2025, 11:39
პოლიტიკა
გივი მიქანაძე შაჰინის განცხადებაზე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება.

17 ივნისი 2025, 11:39
საზოგადოება
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მიმდებარედ სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

17 ივნისი 2025, 11:36
საზოგადოება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

17 ივნისი 2025, 11:31
მსოფლიო
რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 14 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 11:23
პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

17 ივნისი 2025, 11:22
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტზე: ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს თურქეთში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

17 ივნისი 2025, 11:20
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა
ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.