12 მაისი 2025, 18:22 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

უკანასკნელი წლების განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები წარმოაჩენს, რომ კულტურული იდენტობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპული კავშირის მომავლის განსაზღვრის პროცესში,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, როდესაც მსოფლიოს სხვა რეგიონები ევროპას ეკონომიკურად უსწრებენ, ზრდიან თავიანთ მოსახლეობასა და სამხედრო შესაძლებლობებს, ევროპის პასუხი ჩვენი საერთო მემკვიდრეობიდან, ღირებულებებისა და მომავლის დამაჯერებელი ხედვიდან უნდა მომდინარეობდეს.

,,ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.

სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.

,,ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა, და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა – ევროპული კავშირი – არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ, ევროკავშირმა უნდა მოუსმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც.

ჩვენს შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ ფორმალური დამოუკიდებლობა 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და უნიკალური კულტურა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ჩვენი პარლამენტარიზმის საფუძვლები მაგნა კარტის ხელმოწერის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც საქართველო აბსოლუტური მონარქიის უფლებების შეზღუდვის პირველი მცდელობის მომსწრე გახდა. ჩვენ, ასევე, თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი ვართ. მე წარმოვადგენ პარლამენტს, რომელიც დემოკრატიულად პირველად იქნა არჩეული 1919 წელს, რომელშიც წარმოდგენილი იყოს პირველი, საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო, პროგრესული სოციალურ-დემოკრატიული უმრავლესობა, და რომელმაც უზრუნველყო ქალების სრული საარჩევნო უფლებები, მათ შორის, 5 პარლამენტარი ქალი იქნა არჩეული, 106 წლის წინ.

შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს არა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანებას, არამედ დაგვიანებულ ხელახალ გაერთიანებას,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 12:49

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

დევიდ ბექჰემი/გერი ოლდმანი

15 ივნისი 2025, 12:46

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემი და გერი ოლდმანი რაინდები გახდნენ

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად რამდენიმე ადამიანს რაინდის ტიტული მიენიჭა. მათ შორის არიან ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობი გერი ოლდმანი და ჯგუფ The Who-ს სოლისტი როჯერ დოლტრი.

15 ივნისი 2025, 12:25

კულტურა

Netflix-მა „კალმარის თამაშის“ ფინალური თრეილერი გამოუშვა🎬

Netflix სერიალ „კალმარის თამაშის“ მესამე, ფინალური სეზონის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს მთავარი გმირი სონ გი ჰუნი, იგივე მოთამაშე 456 აგრძელებს დაბრკოლებების გავლას, რათა სასიკვდილო თამაშს ბოლო მოუღოს.

15 ივნისი 2025, 11:59

მსოფლიო

კიევში პრაიდი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

კიევში პრაიდი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მარშს არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატები შეუერთდნენ, მათ შორის იყო კანადის ელჩი უკრაინაში თავის გუნდთან ერთად.

15 ივნისი 2025, 11:52

საზოგადოება

პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

15 ივნისი 2025, 11:52

მსოფლიო

ჩინეთმა ირანზე ისრაელის თავდასხმა კატეგორიულად დაგმო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგა სეიედ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საუბრის დეტალებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 11:50

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია

უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

15 ივნისი 2025, 11:32

მსოფლიო

ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო

ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

თორნიკე შენგელია

15 ივნისი 2025, 11:29

სპორტი

შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს

ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მელისა ხორტმანი/ჯონ ჰოფმანი

15 ივნისი 2025, 11:20

მსოფლიო

მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა

თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16

მსოფლიო

ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა

ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12

მსოფლიო

აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00

მსოფლიო

Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა

Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49

მსოფლიო

ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი

ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40

სპორტი

„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32

რეგიონი

ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20

სპორტი

აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽

აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26

მსოფლიო

„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.

15 ივნისი 2025, 08:46

მსოფლიო

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.