დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით გიორგი ხოჭავა გამოკითხა.
გიორგი ხოჭავას განცხადებით, 2010 წელს, როდესაც ის 19 წლის იყო, სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ დააკავა და აიძულებდა ქურდობა ეღიარებინა, რომელიც მას არ ჩაუდენია.
როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით: მას სცემდნენ, რა დროსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანმა კოხტა კოდუამ ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი ჩაუდო, ასევე აწამებდნენ, მათ შორის, ელექტროშოკის გამოყენებით, არ აძლევდნენ წყალს და საკვებს, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების მოკვლით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს კი, მის დედას და მეზობელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგი ხოჭავას განცხადებით, ზუგდიდის ციხეში მის მიმართ ფიზიკური ძალადობა და წამება გაგრძელდა, რა დროსაც მიღებული დაზიანებების მკურნალობის საშუალება გარკვეული პერიოდი არ ეძლეოდა.
მისივე თქმით, ზუგდიდის ციხეში ის ტუბერკულოზით დაავადდა და მხოლოდ 11 თვის შემდეგ მოხდა მისი ქსანში, ტუბზონაში გადაყვანა, რა დროსაც ის მხოლოდ 38 კგ-ს იწონიდა.
გიორგი ხოჭავამ, ასევე, ისაუბრა ტუბზონაში მისი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მრავალრიცხოვან ფაქტებზე.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, იგი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.
„ვისი გვარებიც და სახელებიც იცით და გინდათ, რომ კომისიას მიაწოდოთ, ჩვენ ღია ვართ ამისთვის. ეს შეიძლება წერილობით ან დახურული ფორმით გაკეთდეს, ამის პრობლემა არ არის. მოგვაწოდეთ ეს გვარები და სახელები და კანონს დავუტოვოთ თავისი სათქმელი. თუ მართლმსაჯულება არ აღსრულდა სადღაც როგორც უნდა აღსრულებულიყო, მოდით, ერთად გავაკეთოთ ის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენ გავაგრძელოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა“, - ამ სიტყვებით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გიორგი ხოჭავას.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 12:05
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა. ცნობა მან სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

17 ივნისი 2025, 12:01
საზოგადოება
ესპანეთის რიოხას მევენახეობისა და მეღვინეობის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დელეგაცია ჯიღაურას ბაზას სტუმრობდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესპანეთის რიოხას მევენახეობისა და მეღვინეობის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის 25 -კაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაციას პროფესორი ხოსე მ. მარტინეს ზაპატერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მევენახეობა-მეღვინეობის სფეროსთან პროფესიულად დაკავშირებულ სპეციალისტებისგან — მევენახეები, მეღვინეები, მკვლევრები, კონსულტანტები, ასევე, ფიტოსანიტარიული სფეროს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

17 ივნისი 2025, 11:50
რეგიონი
ბაია კვიციანმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე – STEAM LAB გახსნა.

17 ივნისი 2025, 11:49
საზოგადოება
ცაგარელის ქ. N5-ში მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

17 ივნისი 2025, 11:48
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 11:47
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.

17 ივნისი 2025, 11:47
საზოგადოება
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტროდამტენებით აღჭურვილი საპარკინგე ადგილები არამიზნობრივად არ გამოიყენონ
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.

17 ივნისი 2025, 11:42
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე: რომელი მებაირახტე ბაჩიაშვილი არის ქართული დემოკრატიის, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას და რაღაცებს უკავშირებენ
„ბაჩიაშვილის დონეზე რომ ადამიანი დაეშვება, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და მის დაცვას დაიწყებს, ადამიანის, რომელიც ითვისებდა სხვის ფინანსებს და ფულს ათეთრებდა, რომელზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენი უკვე დააყენა, ეს ყველაფრის მანიშნებელია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

17 ივნისი 2025, 11:42
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ
ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სენატორი ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებას.

17 ივნისი 2025, 11:39
პოლიტიკა
გივი მიქანაძე შაჰინის განცხადებაზე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება.

17 ივნისი 2025, 11:39
საზოგადოება
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მიმდებარედ სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

17 ივნისი 2025, 11:36
საზოგადოება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

17 ივნისი 2025, 11:31
მსოფლიო
რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 14 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 11:23
პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

17 ივნისი 2025, 11:22
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტზე: ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს თურქეთში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

17 ივნისი 2025, 11:20
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა
ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

17 ივნისი 2025, 11:18
პოლიტიკა
არჩილ კალანდია: ანკარაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას
ანკარაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას, არამედ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას, - განაცხადა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ. როგორც კალანდიამ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

17 ივნისი 2025, 11:03
რეგიონი
ალგეთის ეროვნულ პარკში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ტარდება
ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება; მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, მათ შორის, ხმელი და დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა, რომელიც სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოხდება.

17 ივნისი 2025, 11:01
მსოფლიო
ისრაელი ირანის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ალი შადმანი მოკლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 10:59
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითზე“: სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება
სხვადასხვა ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღება არის ამ ქვეყნებისათვის და ხალხისთვის კატასტროფისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი,- ვკითხულობთ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილში, რომელიც მან კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე ანალიზსს მიუძღვნა.