შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც მან აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა „ლაკმუსის ქაღალდის“ როლი შეასრულა.
,,არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“ და „ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა.
გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ რუსული, სწორედ ამიტომ შეგვირაცხეს გმირად ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის „მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვა სცადა, სწორედ ამიტომ დაარქვეს ქვის სროლას მშვიდობა, ხოლო ქვის მსროლელის დაკავებას - ომი. მაგრამ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილია“ უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ბედის უცხო კურატორებისთვის გადაბარება. ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, 2024 წელს, ჩვენ გავიარეთ საარჩევნო კამპანია, უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც ქართული ოცნება განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.
ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ. მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ.
ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 00:25
მსოფლიო
ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო - ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის გასანეიტრალებლად მოქმედებებს ახორციელებენ
ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ისრაელის რამდენიმე რეგიონში მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელებენ.

15 ივნისი 2025, 00:22
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ვისაუბრეთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს - ისიც და მეც ვფიქრობთ, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს, რაზეც მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

14 ივნისი 2025, 21:25
რეგიონი
16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით - ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

14 ივნისი 2025, 21:08
სპორტი
საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ - 21 წლამდელთა ნაკრები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. „ქრონიკა“ სლოვაკეთიდან
დღეს, საქართველოს 21- წლამდე ნაკრებს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის მეორე შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩისთვის მზადება დასრულებულია, ქართული სპორტის ქომაგი კი გულშემატკივრობისთვის ემზადება.

14 ივნისი 2025, 20:55
პოლიტიკა
უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შეძლებს თუ არა მსოფლიო ახალი ექსკალაციის თავიდან აცილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირანის თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რასაც თეირანის ინფორმაციით, 78 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და ატომურ სფეროში მომუშავე მეცნიერებიც არიან.

14 ივნისი 2025, 20:49
საზოგადოება
სისხლის დონორთა მზარდი სტატისტიკა საქართველოში - 14 ივნისი დონორთა მსოფლიო დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - დღეს იმ ადამიანთა საერთაშორისო დღეა, რომლებიც ამ სლოგანს უყურადღებოდ არ ტოვებენ და მეტიც, ასეთი სახის ქველმოქმედება ცხოვრების წესადაც კი გაიხადეს.

14 ივნისი 2025, 20:42
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

14 ივნისი 2025, 20:40
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს - განცხადებას მმართველმა ძალამ უკვე უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიმდინარე კვირას ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს, რადგან გრანტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

14 ივნისი 2025, 20:36
რეგიონი
წყალმომარაგება, გზები, საბავშვო ბაღები და სპორტული სკოლები - რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რეგიონული პროექტების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად რევაზ სოხაძე იმერეთს სტუმრობს, სადაც რამდენიმე პროექტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

14 ივნისი 2025, 20:32
ეკონომიკა
ირაკლი რუხაძე: თუ შემოვიდა ქვეყანაში ინვესტორი და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ
ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფერო საქართველოში ფართოვდება. „მაკრო დეველოპმენტი“ თბილისში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას აფართოებს.

14 ივნისი 2025, 20:26
პოლიტიკა
საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ. რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში - ბალტიისპირეთის ქვეყნის მორიგი წერილი ნიკა გვარამიას დასაცავად. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ, რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში.

14 ივნისი 2025, 20:14
საზოგადოება
UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა
UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა.

14 ივნისი 2025, 20:12
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

14 ივნისი 2025, 20:11
საზოგადოება
თელ-ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის” ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულების გარდა.

14 ივნისი 2025, 19:36
რეგიონი
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

14 ივნისი 2025, 19:00
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 18:50
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია, ეკონომიკური ზრდა არ არის
გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია ეკონომიკური ზრდა არ არის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

14 ივნისი 2025, 18:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

14 ივნისი 2025, 18:44
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ
ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

14 ივნისი 2025, 18:13
სამართალი
პროკურატურა ჩორჩანას ეპიზოდზე: საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას
საქართველოს პროკურატურა ჩორჩანას ეპიზოდთან და აღნიშნულ საკითხზე მოწმის სახით ვახტანგ გომელაურის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.