14 მაისი 2025, 15:24 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ბალტიის პოლიტიკურ ელიტას თუ შიშები აქვს, წელში გაიმართონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა რუსეთს მიუგდონ საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ბალტიის პოლიტიკურ ელიტას თუ შიშები აქვს, წელში გაიმართონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა რუსეთს მიუგდონ საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში ახალი არაფერი არ არის.

პაპუაშვილის განცხადებით, ბალტიის პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთთან დაკავშირებით.

„ბალტიის პოლიტიკური ელიტის პოზიცია არის ეს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, ბალტიის პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, ამ შიშს თვალებში ჩახედონ, გაიმართონ და იბრძოლონ, ეძებენ პროქსიებს, რომლებიც აარიდებს თავიდან მათ იმ რისკებს, რომლის მიმართაც შიშები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მყუდროდ არიან მოკალათებული ნატო-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ, მაინც ეძებენ პროქსიებს, რომლებიც მათ აარიდებენ ამ საფრთხეებს.

ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი ამბობდა, რომ ვიდრე უკრაინაში ომია, მანამდე ლატვიის უსაფრთხოებას არ აქვს რისკი. ზუსტად ამ სერიიდან არის ეს განცხადებაც და ზუსტად ამიტომაც არის ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის განსაკუთრებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენ ჩვენი ომები ნაომარი გვაქვს, ჩვენ თუ საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისთვის, ისეთ ომებშიც მივდივართ. სადაც ისინი გაექცნენ პასუხისმგებლობას ავღანეთში, 50 კაცით რომ იყო წარმოდგენილი თითო ქვეყანა, ჩვენ იქ ათასი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი. ასე რომ, ჩვენ ჩვენს ომს, როცა საჭიროა, ვიომებთ. მათ თუ თავისი შიშები აქვთ, წელში გაიმართონ, შიშს თვალებში ჩახედონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა ის მიუგდონ რუსეთს საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა: „ახალ ომს ძალიან რეალისტურ სცენარად მივიჩნევთ, რუსეთის თავდასხმის შეკავების ერთადერთი გზა მისთვის ჩვენი მზადყოფნის გაზრდაა“.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 21:25

რეგიონი

16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით - ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

14 ივნისი 2025, 21:08

სპორტი

საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ - 21 წლამდელთა ნაკრები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. „ქრონიკა“ სლოვაკეთიდან

დღეს, საქართველოს 21- წლამდე ნაკრებს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის მეორე შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩისთვის მზადება დასრულებულია, ქართული სპორტის ქომაგი კი გულშემატკივრობისთვის ემზადება.

14 ივნისი 2025, 20:55

პოლიტიკა

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შეძლებს თუ არა მსოფლიო ახალი ექსკალაციის თავიდან აცილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რასაც თეირანის ინფორმაციით, 78 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და ატომურ სფეროში მომუშავე მეცნიერებიც არიან.

14 ივნისი 2025, 20:49

საზოგადოება

სისხლის დონორთა მზარდი სტატისტიკა საქართველოში - 14 ივნისი დონორთა მსოფლიო დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - დღეს იმ ადამიანთა საერთაშორისო დღეა, რომლებიც ამ სლოგანს უყურადღებოდ არ ტოვებენ და მეტიც, ასეთი სახის ქველმოქმედება ცხოვრების წესადაც კი გაიხადეს.

14 ივნისი 2025, 20:42

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

14 ივნისი 2025, 20:40

პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს - განცხადებას მმართველმა ძალამ უკვე უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიმდინარე კვირას ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს, რადგან გრანტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

14 ივნისი 2025, 20:36

რეგიონი

წყალმომარაგება, გზები, საბავშვო ბაღები და სპორტული სკოლები - რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რეგიონული პროექტების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად რევაზ სოხაძე იმერეთს სტუმრობს, სადაც რამდენიმე პროექტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ირაკლი რუხაძე

14 ივნისი 2025, 20:32

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: თუ შემოვიდა ქვეყანაში ინვესტორი და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ

ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფერო საქართველოში ფართოვდება. „მაკრო დეველოპმენტი“ თბილისში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას აფართოებს.

14 ივნისი 2025, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ. რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში - ბალტიისპირეთის ქვეყნის მორიგი წერილი ნიკა გვარამიას დასაცავად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ, რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში.

14 ივნისი 2025, 20:14

საზოგადოება

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა.

ვახტანგ გომელაური

14 ივნისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

14 ივნისი 2025, 20:11

საზოგადოება

თელ-ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის” ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულების გარდა.

14 ივნისი 2025, 19:36

რეგიონი

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 19:00

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 18:50

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია, ეკონომიკური ზრდა არ არის

გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია ეკონომიკური ზრდა არ არის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2025, 18:49

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

 ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 18:44

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ

ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

14 ივნისი 2025, 18:13

სამართალი

პროკურატურა ჩორჩანას ეპიზოდზე: საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას

საქართველოს პროკურატურა ჩორჩანას ეპიზოდთან და აღნიშნულ საკითხზე მოწმის სახით ვახტანგ გომელაურის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

14 ივნისი 2025, 18:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს

ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

14 ივნისი 2025, 18:06

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ როგორც არ უნდა დაიძაბოს რეგიონში სიტუაცია, საქართველოს ეს არ შეეხოს, საქართველო იყოს მშვიდობის კუნძული რეგიონში და მსოფლიოში

ძალიან რთულია ამაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა თქმა უნდა, ვაკვირდები ძალიან დეტალებში როგორ ვითარდება მოქმედება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ისრაელი-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ვითარება.