შალვა პაპუაშვილი: წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის კონგრესში, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან მეგობრობით.
„წარმოგიდგენთ პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც ასახულია საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები, რომლითაც რეალურად ვხედავთ, რომ შესაძლებელია თეთრი წარმოაჩინონ შავად; ომი წარმოაჩინონ მშვიდობად და ა.შ. ყველაფერი ვირტუალურად ამოატრიალონ. ეს გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის და ერთადერთი ეფექტიანი პასუხი, სიმართლეა რომელიც ყოველთვის უნდა ითქვას, რათა შევეწინააღმდეგოთ დეზინფორმაციულ პროპაგანდას, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მომდინარეს.
ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესში, სამწუხაროდ, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან წინა რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მეგობრობით. ვხედავთ იმ მფარველობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში, იქნება ეს ევროპასა თუ აშშ-ში. ძალიან სამწუხაროა, რომ აგერ უკვე 13 წელი გადის და მიხეილ სააკაშვილს ლამის გადააყოლონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ერთი. მეორე, ნაცვლად ნამდვილი მეგობრობისა, რომელსაც ჩვენ წლებია ვაჩვენებთ ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, მათ შორის აშშ-ს, ჩვენ ვიღებთ დამოკიდებულებას, რომ ვიღაცა ამ მეგობრობას იღებს მორჩილების ჩვენებად და ცდილობს შემდეგ უკვე ჩვენი ცხოვრების საკუთარი ხელით მოწყობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონგრესმენი ჯო უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ შეძახილი ხეს გახმობს და ერთსა და იმავე ნარატივს ატრიალებს.
„მნიშვნელოვანია ცალკეული ფაქტების სწორად წარმოჩენა. რამდენიმე საკითხს გავუსვამდი ხაზს, იმ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ვრცელდება, განსაკუთრებით ე.წ. მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორის, კონგრესმენ უილსონის მხრიდან. იგი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთსა და იმავე ნარატივს – ირანი, ჩინეთი, რუსეთი. თავდაპირველად, ეს არავის სასაცილოდ არ ეყო, თუმცა ვხედავთ, რომ ეს გარკვეულწილად გამოცდილი მანიპულაციის ხერხია, ხშირად გამეორება, მართლაც შეძახილი რომ ხეს გაახმობსო. ხშირი გამეორებით ტყუილი აქციო სიმართლედ და რახან ბევრჯერ რაღაცა გამეორდება, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეს სიმართლე არის.
ბატონი უილსონი გამოირჩევა საქართველოს მიმართ რაღაც ეპითეტების გამოგონებით, პროჩინური თუ პროირანული და ა. შ. არ გვინდობს ეპითეტებით და ერთ-ერთ საფუძვლად, მათ შორის მისი განცხადებისა, მოჰყავს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დავიწყებას თითქოს ზოგიერთი ცდილობს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ყველა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, ისევე როგორც ესწრებოდნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები. უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ბატონი ენრიკე მორა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა ევროკავშირის შიგნით. ასე რომ, ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ამ ინაუგურაციაზე. აი, ეს არის ზუსტად ყალბი ნარატივების გავრცელების მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს.
„თავად აქტს რაც შეეხება, სავსეა წინააღმდეგობებით. გასაკვირია, რომ წარმომადგენელთა პალატა, ამ აქტის ავტორები მიმართავენ USAID-ს, რომ შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის USAID-ია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და რომელიც დახურვის პროცესშია. არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა, ორგანიზაციას, რომელსაც მისივე ადმინისტრაცია თაღლითურად მიიჩნევს და რომელზეც ბევრი ფაქტი უკვე გამომზეურდა, უკვეთავს სტრატეგიას, საქართველოსთან შემდგომი საქმიანობის შესახებ.
არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ პირად განცხადებებში კონგრესმენი უილსონი იმაშიც ვერ გარკვეულა 2024 წელს ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვქონდა თუ საპრეზიდენტო. იგი საუბრობს, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილს ვინმემ გაუყალბა რაღაც არჩევნები. ასეთმა ზედაპირულობამ, რაზეც ჩემ ანგარიშშიც მქონდა საუბარი შეიძლება, გამოუსწორებლად დააზიანოს მთელი ხალხები, ქვეყნები და სახელმწიფოები. სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს. რაც შეეხება აქტს, ის დაახლოებით 7 გვერდია. ასე რომ, მე წაგიკითხავთ მთლიანად აქტს. მინდა, აქვე მადლობა გადაუხადო „ქართულ ოცნებას“, „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ თანამშრომლობისთვის. ეს არის საერთო განცხადება სამი ფრაქციისა, პოლიტიკური ჯგუფისა, შესაბამისად ეს არის საერთო განცხადება საქართველოს პარლამენტისა და ეს არის საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამ აქტთან და ზოგადად ამ ნაბიჯთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 00:22
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ვისაუბრეთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს - ისიც და მეც ვფიქრობთ, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს, რაზეც მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

14 ივნისი 2025, 21:25
რეგიონი
16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით - ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

14 ივნისი 2025, 21:08
სპორტი
საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ - 21 წლამდელთა ნაკრები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. „ქრონიკა“ სლოვაკეთიდან
დღეს, საქართველოს 21- წლამდე ნაკრებს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის მეორე შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩისთვის მზადება დასრულებულია, ქართული სპორტის ქომაგი კი გულშემატკივრობისთვის ემზადება.

14 ივნისი 2025, 20:55
პოლიტიკა
უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შეძლებს თუ არა მსოფლიო ახალი ექსკალაციის თავიდან აცილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირანის თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რასაც თეირანის ინფორმაციით, 78 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და ატომურ სფეროში მომუშავე მეცნიერებიც არიან.

14 ივნისი 2025, 20:49
საზოგადოება
სისხლის დონორთა მზარდი სტატისტიკა საქართველოში - 14 ივნისი დონორთა მსოფლიო დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - დღეს იმ ადამიანთა საერთაშორისო დღეა, რომლებიც ამ სლოგანს უყურადღებოდ არ ტოვებენ და მეტიც, ასეთი სახის ქველმოქმედება ცხოვრების წესადაც კი გაიხადეს.

14 ივნისი 2025, 20:42
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

14 ივნისი 2025, 20:40
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს - განცხადებას მმართველმა ძალამ უკვე უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიმდინარე კვირას ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს, რადგან გრანტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

14 ივნისი 2025, 20:36
რეგიონი
წყალმომარაგება, გზები, საბავშვო ბაღები და სპორტული სკოლები - რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რეგიონული პროექტების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად რევაზ სოხაძე იმერეთს სტუმრობს, სადაც რამდენიმე პროექტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

14 ივნისი 2025, 20:32
ეკონომიკა
ირაკლი რუხაძე: თუ შემოვიდა ქვეყანაში ინვესტორი და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ
ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფერო საქართველოში ფართოვდება. „მაკრო დეველოპმენტი“ თბილისში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას აფართოებს.

14 ივნისი 2025, 20:26
პოლიტიკა
საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ. რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში - ბალტიისპირეთის ქვეყნის მორიგი წერილი ნიკა გვარამიას დასაცავად. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ, რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში.

14 ივნისი 2025, 20:14
საზოგადოება
UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა
UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა.

14 ივნისი 2025, 20:12
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

14 ივნისი 2025, 20:11
საზოგადოება
თელ-ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის” ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულების გარდა.

14 ივნისი 2025, 19:36
რეგიონი
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

14 ივნისი 2025, 19:00
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 18:50
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია, ეკონომიკური ზრდა არ არის
გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია ეკონომიკური ზრდა არ არის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

14 ივნისი 2025, 18:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

14 ივნისი 2025, 18:44
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ
ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

14 ივნისი 2025, 18:13
სამართალი
პროკურატურა ჩორჩანას ეპიზოდზე: საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას
საქართველოს პროკურატურა ჩორჩანას ეპიზოდთან და აღნიშნულ საკითხზე მოწმის სახით ვახტანგ გომელაურის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს
ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.