მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში, ამ ურთიერთობებს კი ორივე მხრიდან სჭირდება გაფრთხილება.
„ევროინტეგრაცია არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი, ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზედაც დგას დღევანდელი, თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია და ის ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ, თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, არის უბრალოდ ტყუილზე აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია მისი ერთგულება იმ პრინციპებისა და ფასეულობებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა და არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის ევროპის, დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც სჭირდება ვნახოთ იგივე დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ხშირად საქართველოში მიმდინარე პროცესებს ორმაგი სტანდარტებით აფასებენ.
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აზრების ცირკულირება და სხვადასხვა მოვლენების ორმაგი სტანდარტებით შეფასება. პარტიების აკრძალვა უცხო არ არის არც ერთი ევროპული ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, პარტიების აკრძალვისას სხვადასხვა ქვეყნები ამბობენ, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, ეს არის მათთვის გამართლება. როდესაც ჩვენ გვაქვს სამართლიანი საფუძვლები, ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოშიც უნდა იყოს აღნიშნული პრაქტიკა გამოყენებული, ვხედავთ, რომ ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ საკითხის გამოყენება ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის ჯანსაღი აზრი, რომელიც ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით.
„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არც დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვის საკითხზე იყო ერთსულოვნება, არც ეს საკითხი მიღებულა ევროკავშირის წევრების მხრიდან ერთხმად იმიტომ, რომ ცხადია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრებები, ჯანსაღი აზრი, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით და საქართველოს იმიჯის დამაზიანებელი პოზიციებით. სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გზა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე ყოველთვის იპოვნის თავის გზას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს შორის. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად“, - განაცადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყველა სიახლე

16 ივნისი 2025, 03:15
მსოფლიო
ბლეიზ მეტრეველი - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი ხელმძღვანელი
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, MI6-ის - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური - ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქალი დაინიშნა.

15 ივნისი 2025, 23:49
მსოფლიო
მედია: ირანი თავს დაესხა თელ-ავივს, ჰაიფასა და სხვა ქალაქებს ათობით ირანული რაკეტითა და დრონით
ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს ცნობას, რომ ირანი თავს დაესხა თელ-ავივს, ჰაიფასა და სხვა ქალაქებს „ათობით ირანული რაკეტითა და დრონით“.

15 ივნისი 2025, 23:40
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: თუ აქ არის საუბარი კონკრეტიკაზე, ნატომ ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოაყოლოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი კვირა“ ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერიოდზე და ალიანსის წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან კონკრეტული, სამართლებრივ გამყარებული, დაახლოების დოკუმენტი არ ყოფილა.

15 ივნისი 2025, 23:25
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე: „ნაცების“ ახალგაზრდულის ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ - მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს
„ნაცების“ ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტთან ნიღბიანი პირების მიერ გამართულ აქციას.

15 ივნისი 2025, 23:00
საზოგადოება
„ხაზზეა მოქალაქე“ - ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიამ 2022 წლიდან დაიწყო. ეტაპობრივად ჩანაცვლდება ავარიული, უსახური კორპუსები ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი შენობებით, რაც ასევე ნიშნავს მოწესრიგებულ მიწისქვეშა პარკინგს, დასასვენებელ სივრცეს კორპუსის ეზოში, საბოლოოდ კი მოქალაქეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

15 ივნისი 2025, 22:49
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: ზოგიერთებს აქვთ გამწვავებული განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მათ სახელმწიფოებში იყოს დაშვებული, ლოგიკური და სასურველი, ჩვენს ქვეყანაში ჩათვლილია ლამის დემოკრატიულ უკუსვლად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვაზე ისაუბრა, რომლის ანალოგიური ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოვიდა.

15 ივნისი 2025, 22:43
პოლიტიკა
გამოგონილი გატაცების ფეიკ სკანდალი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ახლახან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ქმარი მეუღლის პოლიტიკური აქტივობის გამო გაიტაცეს და დააშინეს.

15 ივნისი 2025, 22:28
პოლიტიკა
ალიანსის ღია კარის დახურული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„როდის მიიღებთ საქართველოს ნატოში“ - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისთვის ედუარდ შევარდნაძის მიერ დასმული ამ შეკითხვიდან 29 წელი გავიდა.

15 ივნისი 2025, 22:13
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული
გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შენობებში, მოსამართლეებსა და მანდატურებზე რადიკალების მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე, დებოშის ფაქტებზე საუბრისას.

15 ივნისი 2025, 22:12
პოლიტიკა
ქართული კანონების ექსპორტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება საქართველოს მსგავსად შტატებშიც აიკრძალება. კერძოდ, ნიღბები ჯერ აქ, საქართველოში აიკრძალა და რამდენიმე თვის შედეგ კი შტატებში.

15 ივნისი 2025, 21:56
რეგიონი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები იღებდნენ.

15 ივნისი 2025, 21:50
პოლიტიკა
თემიდა - რადიკალების სამიზნე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბოლო პერიოდში სასამართლო პროცესებზე რადიკალების ქცევის გამო, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მიმართა ხელისუფლებას, დაასრულოს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაცაქტივისტების მიერ მოწყობილი მასკარადი და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე.

15 ივნისი 2025, 21:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დუმილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ დუმილით საელჩოები თავად ახდენენ საზოგადოების თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მან დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაც გაიხსენა.

15 ივნისი 2025, 21:30
პოლიტიკა
გრანტებით წახალისებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გამჭვირვალობის კანონი, რომელიც „ფარას“ ზუსტი ანალოგია, ეფექტური იარაღი აღმოჩნდა „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში - გრანტების საფარქვეშ სახელმწიფოს გადატრიალებისთვის, ხელისუფლების დასამხობად, ლგბტ პროპაგანდის და სხვა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ფინანსებს ვეღარ გამოიყენებენ.

15 ივნისი 2025, 21:24
სპორტი
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ. შესაბამის მისალოც ქარდებს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია აქვეყნებენ.

15 ივნისი 2025, 21:05
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ მსოფლიოზე „დიფ სთეითის“ - ოლიგარქიული ოჯახების ერთობის გავლენისა და მათი ინტერესების თემაზე ისაუბრა.

15 ივნისი 2025, 20:58
სპორტი
ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა

15 ივნისი 2025, 20:53
პოლიტიკა
„დიფ სთეითის“ გეგმა - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ახლახან, საზოგადოება გაეცნო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელ წერილსა და ანალიზს, რომელიც „დიფ სთეითის“ მმართველობის ლეგალიზაციის პროცესს დეტალურად აღწერს.

15 ივნისი 2025, 20:30
პოლიტიკა
ისრაელ-ირანის კონფლიქტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები მთელი დღეა ირანელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ სამხედრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც აფეთქებები ხდება.

15 ივნისი 2025, 18:53
ეკონომიკა
Air Serbia-ს წარმომადგენელი: Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა.