დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ

დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. პარლამენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მიიღო.
ხუნდაძის თქმით, ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღების საჭიროება განაპირობა სწორედ იმ ურთულესმა რეალობამ და უსამართლობამ, რაც დღესდღეობით საქართველოს წინაშე დგას.
„საქართველო ზოგადად მიჩვეულია ისტორიულად პრობლემების მოგვარებას და რეგიონში ყველა სირთულე დროულად აქვს სწორად განსაზღვრული და გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, საქართველოს აქვს სამიათასწლიანი ისტორია. ეს პრობლემები მართალია ისტორიული წარსულიდან იწყება, მაგრამ, მე ბოლო პერიოდს, 90-იან წლებს შევეხები. ურთულესი გზა გაიარა ქვეყანამ საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა მბრძანებლური მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიუღებელი იყო და საზოგადოებამ სწორედ მაშინ თქვა ასეთ კავშირზე უარი. თუმცა, მას შემდეგ სხვათა მეგობრობაც არ აღმოჩნდა გულწრფელი და მბრძანებლური ტონი საქართველოს მიმართ ახლა სხვა ენაზე და სხვა კავშირიდან ისმის.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ: აგზავნეს საქართველოში ძალიან ბევრი ფული, მიიღეს საზიანო რეზოლუციები, სცადეს რამდენიმე რევოლუციის მოწყობა, იყო მცდელობა „მაიდანის“ და სცადეს ასევე ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეეცვალათ...
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა როლო შეასრულა „ხალხის ძალამ“ იმისათვის, რომ ქვეყნის წინაშე შექმნილი გამოწვევებისათვის საზოგადოება მზად ყოფილიყო. „უკრაინის ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდა და საჭირო გახდა საზოგადოებას სცოდნოდა უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე აქამდე იცოდა. „ხალხის ძალა“ აქ, რა თქმა უნდა, იყო წინა ხაზზე და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ ურთულეს ვითარებაში სწორი პოზიციონირება შეძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირთულეები კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.
3 წლის შემდეგ [უკრაინაში ომის დაწყებიდან] იგივე რისკებზე ალაპარაკდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და ამხილა Deep State-ის ავი ზრახვები. საქართველოშიც გაჩნდა უკეთესი მომავლის მოლოდინის განცდა, მაგრამ, ფსევდოლიბერალების დამარცხება ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდა, ან სათანადოდ არ მოინდომა. საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების შეთავაზებაც გაკეთდა, მაგრამ, რატომღაც ჩვენთვის დღემდე ვერ მოიცალეს. არადა, როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, მაშინ ძალადობისთვის უკრაინის შემდეგ საქართველო მეორე რიგში დააყენეს. მას შემდეგ ყოველდღიურად აიძულებდნენ და ცდილობდნენ ხელში შეეჩეჩებინათ მეორე ფრონტი. როგორც ჩანს, საქართველო ძალიან ბევრს, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დასავლეთსაც სჭირდება რუსეთთან ანგარიშსწორებისათვის. ჩვენი ქვეყნის ინტერესს ნაკლებად ითვალისწინებენ. სამტროდ უკრაინის შემდეგ მეორე ვიყავით და სასიკეთოდ, ბოლოსთვისაც ვერ მოიცალეს ჩვენთვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ (ქართველები ოპტიმისტი ხალხი ვართ, მაგრამ უსამართლობას ვერ მივიღებთ), რომ სამართლიანობა და სიმართლე არც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამონაკლისი და მსოფლიო დღის წესრიგს საქართველოს წესრიგიც მიუერთდება,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 12:49
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

15 ივნისი 2025, 12:46
ტაბლოიდი
დევიდ ბექჰემი და გერი ოლდმანი რაინდები გახდნენ
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად რამდენიმე ადამიანს რაინდის ტიტული მიენიჭა. მათ შორის არიან ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობი გერი ოლდმანი და ჯგუფ The Who-ს სოლისტი როჯერ დოლტრი.

15 ივნისი 2025, 12:25
კულტურა
Netflix-მა „კალმარის თამაშის“ ფინალური თრეილერი გამოუშვა🎬
Netflix სერიალ „კალმარის თამაშის“ მესამე, ფინალური სეზონის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს მთავარი გმირი სონ გი ჰუნი, იგივე მოთამაშე 456 აგრძელებს დაბრკოლებების გავლას, რათა სასიკვდილო თამაშს ბოლო მოუღოს.

15 ივნისი 2025, 11:59
მსოფლიო
კიევში პრაიდი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა
კიევში პრაიდი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მარშს არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატები შეუერთდნენ, მათ შორის იყო კანადის ელჩი უკრაინაში თავის გუნდთან ერთად.

15 ივნისი 2025, 11:52
საზოგადოება
პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

15 ივნისი 2025, 11:52
მსოფლიო
ჩინეთმა ირანზე ისრაელის თავდასხმა კატეგორიულად დაგმო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგა სეიედ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საუბრის დეტალებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 11:50
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია
უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

15 ივნისი 2025, 11:32
მსოფლიო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

15 ივნისი 2025, 11:29
სპორტი
შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს
ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

15 ივნისი 2025, 11:20
მსოფლიო
მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა
თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16
მსოფლიო
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12
მსოფლიო
აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს
აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00
მსოფლიო
Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა
Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49
მსოფლიო
ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი
ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40
სპორტი
„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32
რეგიონი
ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20
სპორტი
აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽
აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26
მსოფლიო
„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.

15 ივნისი 2025, 08:46
მსოფლიო
თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.