თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას.
„ეს განცხადება არის აღიარება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს აინტერესებს უპირველესად თავისი უსაფრთხოება და ბედ-იღბალი, რაშიც ალოგიკური არაფერი არ არის. ცდილობს იმას, რომ ამ ე.წ. პროქსიომების, სხვადასხვა მესამე სახელმწიფოების ჩართულობით შექმნას გაცილებით უფრო მტკიცე და მყარი გარანტიები საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ უკრაინის ომი. ეს არის პროქსიომი და დადასტურებულია შეერთებული შტატების მხრიდანაც.
კონკრეტული ევრო ბიუროკრატები ცდილობენ იმას, რომ ეს ომი არა თუ დასრულდეს, არამედ გაგრძელდეს გაურკვეველი ვადით. და მეორე მხრივ გავიხსენოთ საქართველოს მიმართ მოწოდებები თუნდაც ბალტიისპირეთი სახელმწიფოების მხრიდან. ეს იყო ერთგვარი ისრების გადატანის მცდელობა საქართველოზე. წამქეზებლური განცხადებები იმასთან მიმართებით, რომ აქ მეორე ფრონტის ხაზი ყოფილიყო გახსნილი, მეორე მხრივ რუსეთისთვის ებიძგებინათ, რომ გადმორთულიყო საქართველოზე, რაც მათთვის, როგორც თავად ფიქრობენ, იქნებოდა დამატებითი გარანტია შიდა უსაფრთხოებისთვის და სიმშვიდისთვის.
ჩვენ დღეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ ე.წ. რეალიზმის ეპოქაში და რეალიზმის პოლიტიკაა მსოფლიოში გავრცელებული, რომელიც დადასტურებულია შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები. არაფერი შეიძლება გასაკვირი არ იყოს იმაში, რომ ევროკავშირი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ან კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს, მაგრამ ეს ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ უსაფრთხოებას მიაღწიონ სხვა ქვეყნების ხარჯზე. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების მანიშნებელია კუბილიუსის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პლაცდარმად, საზარბაზნე ხორცად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სახელმწიფო, სხვა ტერიტორია, სხვა ერი, ოღონდ თავად სიმშვიდის გარანტიები ჰქონდეს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
თავდაცვის საკითხების ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის.
ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 13:13
საზოგადოება
საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

15 ივნისი 2025, 13:10
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
თბილისის მერის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.

15 ივნისი 2025, 13:09
მსოფლიო
კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა
14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 12:49
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

15 ივნისი 2025, 12:46
ტაბლოიდი
დევიდ ბექჰემი და გერი ოლდმანი რაინდები გახდნენ
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად რამდენიმე ადამიანს რაინდის ტიტული მიენიჭა. მათ შორის არიან ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობი გერი ოლდმანი და ჯგუფ The Who-ს სოლისტი როჯერ დოლტრი.

15 ივნისი 2025, 12:25
კულტურა
Netflix-მა „კალმარის თამაშის“ ფინალური თრეილერი გამოუშვა🎬
Netflix სერიალ „კალმარის თამაშის“ მესამე, ფინალური სეზონის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს მთავარი გმირი სონ გი ჰუნი, იგივე მოთამაშე 456 აგრძელებს დაბრკოლებების გავლას, რათა სასიკვდილო თამაშს ბოლო მოუღოს.

15 ივნისი 2025, 11:52
საზოგადოება
პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

15 ივნისი 2025, 11:52
მსოფლიო
ჩინეთმა ირანზე ისრაელის თავდასხმა კატეგორიულად დაგმო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგა სეიედ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საუბრის დეტალებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 11:50
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია
უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

15 ივნისი 2025, 11:32
მსოფლიო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

15 ივნისი 2025, 11:29
სპორტი
შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს
ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

15 ივნისი 2025, 11:20
მსოფლიო
მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა
თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16
მსოფლიო
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12
მსოფლიო
აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს
აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00
მსოფლიო
Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა
Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49
მსოფლიო
ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი
ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40
სპორტი
„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32
რეგიონი
ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20
სპორტი
აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽
აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26
მსოფლიო
„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.