15 მაისი 2025, 00:25 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან წარმატებული იქნება ამ ბრძოლაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე.

„მე მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც ძალიან დიდი სიძულვილი დათესეს საზოგადოებაში პირდაპირ KGB-დან. KGB მუშაობდა ამაზე 90-იანი წლების დასაწყისში, შეაძულეს ქართველები ერთმანეთს. პირდაპირ, მიზანმიმართულად მუშაობდნენ ამაზე სპეცსამსახურები, KGB. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში არავის არ დაუთესია ამდენი სიძულვილი, რაც დღეს დათესეს USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით საქართველოში. ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ეს უნდა დასრულდეს არა მარტო USAID-ის და NED-ის გავლით, რომლებიც დღეს უკვე გაუქმებულია ტრამპის გადაწყვეტილებით, ზოგადად, საქართველოში უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რასაც ჰქვია ადამიანების მოწამვლა, ერთმანეთთან დაპირისპირება, სიძულვილის დათესვა ჩვენს საზოგადოებაში და ეს KGB-ს მეთოდები, რომელიც ახლა უკვე გამოიყენება სხვა სპეცსამსახურების მიერ, არ შეიძლება, რომ საქართველოში იყოს წარმატებული. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს სიძულვილი ჩავანაცვლოთ ჯანსაღი დამოკიდებულებით საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. სიმახინჯეა რაც ხდება, რას უშვებიან ადამიანებს. ხანდახან ვუყურებ, რომ გამოდიან ჩვენი ოპონენტები, ხან პოლიტიკოსები, ხან არაპოლიტიკოსები, როგორ წამლავენ ადამიანებს, ჩვეულებრივად არქიფო სეთურის მრევლია, რასაც ჩვენ ვუყურებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია აბსოლუტურად მიზანმიმართულად და ეს არ ხდება მარტო საქართველოში.

„ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს 10 წუთიან გამოსვლას, მასზე თავდასხმის შემდეგ ჩაწერა ვიდეო. რასაც ჰყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე, სამარცხვინო მეთოდებით მუშაობენ საქართველოში - სიძულვილის დათესვა, ადამიანების მოწამვლა, ათასგვარი მახინჯი პროპაგანდის გავრცელება. ეს არის ერთი და იგივე მეთოდები, რასაც ისინი იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 30 წლის წინ რასაც აკეთებდა KGB საქართველოში, იმის შემდეგ 30 წელია არავის ამდენი სიძულვილი არ დაუთესია საქართველოში, რაც დაითესა USAID-ის, NED-ის და სხვა სუბიექტების მეშვეობით. მანამდე იგივეს აკეთებდნენ, 2003 წლიდან მოყოლებული, მაშინ ამას აკეთებდნენ საკუთარი აგენტურის მეშვეობით, ისეთი მეთოდები ჰქონდა მათ ხელისუფლებას, რომ ავტომატურად ღრმავდებოდა სიძულვილი საზოგადოებაში, ისეთ სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და თან მისწვდნენ ათასობით ადამიანს. ბუნებრივია, მძიმე აურა იქმნებოდა მაშინ საზოგადოებაში. დღეს უკვე ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, უკვე სხვა ხაზით, აფინანსებენ ისეთ ძალებს, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე დაკავებული სიძულვილის დათესვით. პირდაპირ ხომ ხელის გულზე დევს, USAID-ი, NED-ი აფინანსებდნენ, მაგალითად ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ დაკავებული იყვნენ სიძულვილის დათესვით მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ყველაზე დიდი სოციალური ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. ქვეყნის მოსახლეობის 90% არის მრევლი და თქვენ წარმოიდგინეთ, კონკრეტულ NGO-ებს, პარტიებს, მედიასაშუალებებს აფინანსებდნენ, რომელთაც ჰქონდათ პირდაპირ დავალება მიცემული, რომ დაეთესათ სიძულვილი მართლმადიდებელი ეკლესიის და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების წინააღმდეგ, პატრიარქის ჩათვლით. რამხელა სიბინძურეზეა საუბარი ხომ ხედავთ. ამას აკეთებდნენ, ამ კონკრეტული ფონდების მეშვეობით, ძალიან ბინძური ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივცეთ და მე შემიძლია პირადად მივცე პირობა, რომ აუცილებლად დავუპირისპირდებით ამ სიძულვილს, რომელიც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში. ეს არ არის ქართული. ქართული საზოგადოება არის სხვანაირი, მიდრეკილია სხვა რამისკენ. ქართული საზოგადოება არ არის სიძულვილისკენ და გახლეჩისკენ მიდრეკილი, ისტორიულად მოგვდგამდა, რომ ერთმანეთისკენ ვართ პირიქით მიდრეკილი, სიყვარულისკენ და ასეთი დამოკიდებულებისკენ. ეს სიძულვილი არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩვენს საზოგადოებაში თესავენ გარედან ხელოვნურად. როცა გამჭვირვალობის კანონი დავაინიციირეთ, მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ დავპირისპირებოდით ამ ხელოვნურად დათესილ სიძულვილს, მაგრამ გამოვიდნენ და მოითხოვეს პირდაპირ სიძულვილის დაფინანსების გაგრძელება. ამას ასე ვერ დავტოვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება ძალიან წარმატებული ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2025, 20:49

კულტურა

ახალი თაობის მადლიერება „ძველ, დიდ ბიჭებს“ - „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი ფილარმონიაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

20 წლის წინ „ქართული ხმების“ დიდმა თაობამ უმცროს თაობად წოდებულ ანსამბლ უნივერსიტეტს ლეგენდარული - „ქართული ხმების“ სახელი გადასცა.

21 ივნისი 2025, 20:40

სპორტი

ძიუდოში მსოფლიოს ახალია ჩემპიონი ჰყავს - ქართველების ტრიუმფი ტატამზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპორტი, რომელშიც წესებს იაპონია ადგენს, საქართველო მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტებმა ისტორიაში პირველად პლანეტის პირველობაზე გუნდური ოქრო მოიპოვეს და სწორედ იაპონიის 8 წლიანი ჰეგემონია დაასრულეს.

21 ივნისი 2025, 20:35

რეგიონი

როგორი იქნება ზაფხული აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ზაფხული იწყება აქ“ - ეს არის აჭარის 2025 წლის ტურისტული სეზონის მთავარი სლოგანი - მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სეზონის სტარტი დღეს იყო, ბათუმი და სხვა კურორტები დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივის.

21 ივნისი 2025, 20:32

პოლიტიკა

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს. ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

21 ივნისი 2025, 20:26

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია - როგორ მიმდინარეობს მზადება ტურისტულად აქტიურ სვანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის მინისტრის სამუშაო მარშრუტი ამჯერად სვანეთია. რეზი სოხაძე მესტიასა და სხვადასხვა რაიონში მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო. ისტორიულ-კულტურული ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები და სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაცია - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის სამუშაო პროცესითაც მინისტრი დაინტერესდა.

21 ივნისი 2025, 20:24

პოლიტიკა

ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია - გადაწყვეტილებაში მათ მხარს ოპოზიციის ნაწილი უბამს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაანადგუროს საარქივო მასალები, მმართველი ძალისთვის კვლავ დაუსაბუთებელია.

21 ივნისი 2025, 20:18

პოლიტიკა

როგორია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რეაგირება - საერთაშორისო პრაქტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ამერიკული და ევროპული პრაქტიკა იდენტურ ფაქტებზე სასჯელის სახით ან ფულად ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა, ადგილობრივი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ პრაქტიკაზე, როცა მათთვის სასარგებლო არ არის, არ საუბრობს.

რევაზ სოხაძე:

21 ივნისი 2025, 20:16

რეგიონი

რევაზ სოხაძე: მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

„მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, არის გამოწვევებიც, რომლებზეც შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, მესტიის ისტორიული ზონის რეაბილიტაცია და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც აუცილებელია ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის და მეორე მხრივ, ტურიზმის განვითარებისათვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდი-მესტიის გზის რეაბილიტაციისთვის, თუმცა არის გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც ათწლეულებია არსებობს, შევეცდებით, რომ სწორი საინჟინრო გადაწყვეტები მოვნახოთ მათ გადასაჭრელად”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.

21 ივნისი 2025, 20:09

სამართალი

წილები ენერგოკომპანიებში და თანამდებობაზე განწესების შემდეგ მილიონობით გაზრდილი შემოსავალი - კიდევ რას ედავება გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალურმა პროკურატურამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

21 ივნისი 2025, 19:43

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში კანოეთი სპრინტსა და პარაკანოეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიანი დისტანცია 39,965 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივნისი 2025, 19:03

სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

21 ივნისი 2025, 19:00

მსოფლიო

Dailymail: სკოლა ლონდონში, სადაც ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს

ლონდონის „ისთ ენდის“ რაიონში მდებარეობს „კობი ნაზრულის“ საჯარო სკოლა, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში, სადაც არც ერთი მოსწავლე არ საუბრობს ინგლისურად, როგორც მშობლიურ ენაზე, - წერს გამოცემა Dailymail.

21 ივნისი 2025, 18:55

სამართალი

პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა

2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.

შოთა თხელიძე

21 ივნისი 2025, 18:35

პოლიტიკა

შოთა თხელიძე: რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება

რიმლენდის სარტყელში ხდება ის კონფლიქტები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. პირველი ეს არის ამ შემთხვევაში უკრაინის შემთხვევა, უკვე გაღვივებული ირან-ისრაელის დაპირისპირება და ტაივანის საკითხი, ესეც ამ რიმლენდის ნაწილად მოიაზრება, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 18:23

პოლიტიკა

ქადაგიშვილი გახარიას პარტიაზე: იმის გამო, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი პარტიული სია მოქმედია, ალბათობა იმისა, რომ ამ სიიდან სხვა 12 პირი შემოვიდეს პარლამენტში, ძალიან მაღალია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნებამდე, გახარიას გუნდის წევრები, სიის მომდევნო 12 ნომერი საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია?!

დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს რომ ულოცავს და ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია და მე რომ ამას ვამბობ, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის ზოგი ლიდერის გამოუცხადებლობის ფაქტზე: უნდა დავიცვათ კანონები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს - კანონმა უნდა იკანონოს

„თუ არ მოექცა საბოლოო ჯამში პოლიტიკა, არასამთავრობო სექტორი, მედია, საზოგადოება დემოკრატიული კანონების აღსრულებისა და პატივისცემის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა მუდმივად, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე იქნება გარე თუ შიდა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდმივი რყევებისა და დესტაბილიზაციის არენა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული

არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივნისი 2025, 17:50

პოლიტიკა

ქადაგიშვილი: არ არსებობს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მკაცრი, სხვადასხვა ტიპის სანქცია არ მოქმედებდეს

ანალოგიური კანონები, რომლებიც საქართველოში მიიღება და რაც დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოქმედებს, ჩვენთან, მათი მხრიდან ყოველთვის წინააღმდეგობას იწვევდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

21 ივნისი 2025, 17:43

სპორტი

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „სპორტ მენეჯმენტი“ გახდა

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „სპორტ მენეჯმენტი“ გახდა. სპორტ კომპლექს „ოლიმპიკის“ აუზზე გამართულ ფინალში მათ „დინამო თბილისს“ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 14:13 აჯობეს.