15 მაისი 2025, 15:14 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: „დიფ სთეითმა“ ვერ შეძლო საქართველოზე კონტროლის დამყარება, ამით მე პირადად ამაყი ვარ და ამაყია ქართველი ხალხიც, რომელიც ამ ბრძოლაში იქნება თავისი სამშობლოს გვერდით

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„დიფ სთეითმა“ ვერ შეძლო საქართველოზე კონტროლის დამყარება, ამით მე პირადად ამაყი ვარ და ამაყია ქართველი ხალხიც, რომელიც ამ ბრძოლაში იქნება თავისი სამშობლოს გვერდით, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „დიფ სთეითი“ არის ადამიანების ერთობა, რომელმაც შეძლო უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან, ბევრ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება.

„ჯო უილსონი მაგარი კაცია, სასწაული კაცია. უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის. ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ამ სასაცილო ადამიანების გარდა უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები და როდესაც ჩვენი ოპონენტები კითხულობენ სად არის „დიფ სთეითი“, ვინ არის, რა გვარია და რა ჰქვია „დიფ სთეითს“ ესეც სასაცილო ამბავია. თავის გასულელების ხელოვნებით არიან დაკავებულები. ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ არის დიდი გამოწვევა მსოფლიოსათვის და არა მხოლოდ ამერიკისთვის, მაგრამ ტრამპს რომ არ დავესესხოთ და მისი სიტყვების იმედად არ ვიყოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომლებიც მოდებულია სამწუხაროდ ევროპის მთელ კონტინენტზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არაფორმალური გავლენები, ოლიგარქიული, რომელსაც გინდა „დიფ სთეითი“ დავუძახოთ, გინდა გლობალური ომის პარტია, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ომისკენ ბოლომდე იწევდნენ და ომს ბოლომდე უჭერდნენ მხარს, ჩვენ მაშინ ვეძახდით გლობალურ ომის პარტიას და დღესაც ასე ვეძახით. დღესაც კი, ეს ძალები მხარს უჭერენ ომს. ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებმაც შეძლეს, რომ უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან, ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე, ამით მე პირადად ამაყი ვარ. ამით ამაყია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიც, რომელიც ამ ბრძოლაში იქნება თავისი სამშობლოს გვერდით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 01:06

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა.

15 ივნისი 2025, 00:25

მსოფლიო

ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო - ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის გასანეიტრალებლად მოქმედებებს ახორციელებენ

ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ისრაელის რამდენიმე რეგიონში მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელებენ.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2025, 00:22

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ვისაუბრეთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს - ისიც და მეც ვფიქრობთ, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს, რაზეც მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

14 ივნისი 2025, 21:25

რეგიონი

16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით - ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

14 ივნისი 2025, 21:08

სპორტი

საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ - 21 წლამდელთა ნაკრები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. „ქრონიკა“ სლოვაკეთიდან

დღეს, საქართველოს 21- წლამდე ნაკრებს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის მეორე შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩისთვის მზადება დასრულებულია, ქართული სპორტის ქომაგი კი გულშემატკივრობისთვის ემზადება.

14 ივნისი 2025, 20:55

პოლიტიკა

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შეძლებს თუ არა მსოფლიო ახალი ექსკალაციის თავიდან აცილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რასაც თეირანის ინფორმაციით, 78 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და ატომურ სფეროში მომუშავე მეცნიერებიც არიან.

14 ივნისი 2025, 20:49

საზოგადოება

სისხლის დონორთა მზარდი სტატისტიკა საქართველოში - 14 ივნისი დონორთა მსოფლიო დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - დღეს იმ ადამიანთა საერთაშორისო დღეა, რომლებიც ამ სლოგანს უყურადღებოდ არ ტოვებენ და მეტიც, ასეთი სახის ქველმოქმედება ცხოვრების წესადაც კი გაიხადეს.

14 ივნისი 2025, 20:42

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

14 ივნისი 2025, 20:40

პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს - განცხადებას მმართველმა ძალამ უკვე უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიმდინარე კვირას ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს, რადგან გრანტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

14 ივნისი 2025, 20:36

რეგიონი

წყალმომარაგება, გზები, საბავშვო ბაღები და სპორტული სკოლები - რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რეგიონული პროექტების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად რევაზ სოხაძე იმერეთს სტუმრობს, სადაც რამდენიმე პროექტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ირაკლი რუხაძე

14 ივნისი 2025, 20:32

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: თუ შემოვიდა ქვეყანაში ინვესტორი და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ

ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფერო საქართველოში ფართოვდება. „მაკრო დეველოპმენტი“ თბილისში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას აფართოებს.

14 ივნისი 2025, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ. რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში - ბალტიისპირეთის ქვეყნის მორიგი წერილი ნიკა გვარამიას დასაცავად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ, რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში.

14 ივნისი 2025, 20:14

საზოგადოება

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა.

ვახტანგ გომელაური

14 ივნისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

14 ივნისი 2025, 20:11

საზოგადოება

თელ-ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის” ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულების გარდა.

14 ივნისი 2025, 19:36

რეგიონი

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 19:00

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 18:50

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია, ეკონომიკური ზრდა არ არის

გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია ეკონომიკური ზრდა არ არის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2025, 18:49

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

 ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 18:44

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ

ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.