16 მაისი 2025, 14:32 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან საერთო არაფერი არ აქვს

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

„შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, მათ შორის ის რაც ღამბაშიძემ გააკეთა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების რეალურ სახეს და მათ რეალურ მიზნებს“, - დასძენს მიქანაძე.

ზიზღი, როგორც რადიკალური ჯგუფების ბრძოლის იარაღი - სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, მიზანი უცვლელია - საზოგადოების გაყოფა და დაპირისპირება. განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს ერთ-ერთ პოდკასტში ლევან ღამბაშიძე, რომელმაც თქვა, რომ არის ხალხი, რომელსაც ზიზღის ლეგიტიმური უფლება აქვს.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 11:32

მსოფლიო

ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო

ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

თორნიკე შენგელია

15 ივნისი 2025, 11:29

სპორტი

შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს

ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მელისა ხორტმანი/ჯონ ჰოფმანი

15 ივნისი 2025, 11:20

მსოფლიო

მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა

თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16

მსოფლიო

ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა

ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12

მსოფლიო

აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00

მსოფლიო

Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა

Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49

მსოფლიო

ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი

ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40

სპორტი

„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32

რეგიონი

ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20

სპორტი

აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽

აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26

მსოფლიო

„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.

15 ივნისი 2025, 08:46

მსოფლიო

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

15 ივნისი 2025, 08:33

მსოფლიო

ისრაელმა თეირანთან ორი ნავთობტერმინალი დაბომბა

ისრაელმა თეირანთან ორ ნავთობტერმინალზე, მათ შორის შაჰრანის ნავთობის საცავზე მიიტანა იერიში. ინფორმაციას ირანის ნავთობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 08:18

მსოფლიო

ისრაელის ქალაქ ტამრაში ირანის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

ისრაელის ქალაქ ტამრაში ირანის იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბალისტიკური რაკეტა ორსართულიან სახლს მოხვდა.

15 ივნისი 2025, 08:06

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას BBC ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 01:06

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა.

15 ივნისი 2025, 00:25

მსოფლიო

ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო - ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის გასანეიტრალებლად მოქმედებებს ახორციელებენ

ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ისრაელის რამდენიმე რეგიონში მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელებენ.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2025, 00:22

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ვისაუბრეთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს - ისიც და მეც ვფიქრობთ, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს, რაზეც მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

14 ივნისი 2025, 21:25

რეგიონი

16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით - ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.