შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: მნიშვნელოვანია, ოპოზიციას გამოეყოს კვოტები. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ითვისებს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ კომისიამ ვერ იმუშაოს

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
საგამოძიებო კომისია შედგება 10 წევრისგან. კვოტებია ასეა გადანაწილებული: უმრავლესობას 10 წევრიდან 5 წევრის დასახელების უფლება აქვს, ოპოზიციასაც 5 წევრის, საიდანაც ოპოზიციას დღეს დასახელებული ჰყავს 3, ხოლო ის კვოტები, რომელიც გათვალისწინებულია უფრაქციო ოპოზიციის წევრისთვის, ისინი არ ითვისებენ თავის კვოტებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, ოპოზიციას გამოეყოს კვოტები, ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ აითვისონ, ამას აითვისებენ თუ არა, ეს მათი პასუხისმგებლობაა. კონსტიტუციისა და რეგლამენტის ჩანაწერი გულისხმობს, რომ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობა ნახევარი ოპოზიცია, კვოტები ასე გამოყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ითვისებს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი რომ კომისიამ ვერ იმუშაოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 2025 წლის მარტში დაიწყო.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 11:50
რეგიონი
ბაია კვიციანმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე – STEAM LAB გახსნა.

17 ივნისი 2025, 11:48
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 11:47
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.

17 ივნისი 2025, 11:47
საზოგადოება
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტროდამტენებით აღჭურვილი საპარკინგე ადგილები არამიზნობრივად არ გამოიყენონ
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.

17 ივნისი 2025, 11:42
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე: რომელი მებაირახტე ბაჩიაშვილი არის ქართული დემოკრატიის, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას და რაღაცებს უკავშირებენ
„ბაჩიაშვილის დონეზე რომ ადამიანი დაეშვება, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და მის დაცვას დაიწყებს, ადამიანის, რომელიც ითვისებდა სხვის ფინანსებს და ფულს ათეთრებდა, რომელზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენი უკვე დააყენა, ეს ყველაფრის მანიშნებელია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

17 ივნისი 2025, 11:42
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ
ის ღიად აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს და სამწუხაროდ ბაჩიაშვილისნაირ პიროვნებებს, როგორც ჩანს, არაერთხელ შეეცდებიან გამოიყენონ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სენატორი ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებას.

17 ივნისი 2025, 11:39
საზოგადოება
უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მიმდებარედ სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა
ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

17 ივნისი 2025, 11:39
პოლიტიკა
გივი მიქანაძე შაჰინის განცხადებაზე: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომლებიც არ ინტერესდებიან რეალური ინფორმაციით, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება.

17 ივნისი 2025, 11:36
საზოგადოება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

17 ივნისი 2025, 11:31
მსოფლიო
რუსეთმა კიევი დაბომბა. დაიღუპა 14 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 11:23
პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს
სენატორი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას ავრცელებს. შაჰინი წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.

17 ივნისი 2025, 11:22
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტზე: ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს თურქეთში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

17 ივნისი 2025, 11:20
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა
ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

17 ივნისი 2025, 11:18
პოლიტიკა
არჩილ კალანდია: ანკარაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას
ანკარაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას, არამედ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას, - განაცხადა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ. როგორც კალანდიამ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

17 ივნისი 2025, 11:03
რეგიონი
ალგეთის ეროვნულ პარკში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ტარდება
ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება; მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, მათ შორის, ხმელი და დაავადებული ხეების ტერიტორიიდან გამოტანა, რომელიც სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოხდება.

17 ივნისი 2025, 11:01
მსოფლიო
ისრაელი ირანის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის არმიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ალი შადმანი მოკლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 10:59
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: კორპორაციული მმართველობა დაიწყება სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და შემდეგ „დიფ სთეითის" მიერ გაკონტროლებულ ყველა ქვეყანას მოედება - ამ ფორმით ოლიგარქიული ოჯახები დაიკანონებენ დიქტატურას
„დიფ სთეითი" მისი აგენტურით ხელოვნურად გამოწვეულ ყველა პრობლემას პოლიტიკოსებს გადააბრალებს და თავიანთი მმართველობის ლეგალიზებას მარტივად "გაყიდიან" სხვადასხვა ქვეყნებში. ზემოთ ჩამოთვლილი აურაცხელი პრობლემით გაღიზიანებული საზოგადოება კი ცვლილებებს მარტივად მიიღებს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

17 ივნისი 2025, 10:59
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითზე“: სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება
სხვადასხვა ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღება არის ამ ქვეყნებისათვის და ხალხისთვის კატასტროფისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი,- ვკითხულობთ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილში, რომელიც მან კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე ანალიზსს მიუძღვნა.

17 ივნისი 2025, 10:56
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მზაკვრული გეგმაა, გაღარიბებული, მიგრაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან გაღიზიანებული, ხალხი მარტივად დაარწმუნონ, რომ გამოსავალი სწორედ კორპორაციულ მმართველობაშია
რადგან მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება უკვე სწორად და საკმარისად არის ინფორმირებული ოლიგარქიული ოჯახების გეგმების შესახებ - გადავწყვიტე შემდგომი ანალიზი შემოგთავაზოთ კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის კონკრეტულად ამ ფორმის მიზნებსა და ამოცანებზე, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

17 ივნისი 2025, 10:55
პოლიტიკა
მთავრობა პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს
ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.