06 ივნისი 2025, 11:36 / სანდო წყარო

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ვალერი შოშიაშვილი: 2007 თუ 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი იყო „პროკრედიტ ბანკში“ სესხი ავიღე და შემოწირულობის სახით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გადავრიცხე „ნაცმოძრაობის“ ანგარიშზე

ვალერი შოშიაშვილი

ვალერი შოშიაშვილი

მეორე დაბარება უკვე 2007 თუ 2008 წელს, ზუსტად არ მახსოვს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდი იყო, რომ მე შემოწირულობის სახით 100 000 ლარი უნდა მიმეცა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩემი შპს-დან, გარდა იმ თანხისა, რომელიც უკვე ვთქვი, რომ უნდა გადამერიცხა ფინანსურ პოლიციაში. ეს იქნებოდა ძალიან რთული ბიზნესისთვის, იმიტომ რომ, ბიზნესი არ იყო ისეთი ბრუნვის მატარებელი, რომ ეს თანხა გადახდილიყო, - განაცხადა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა.

თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ რატომ ითხოვდა „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი შოშიაშვილისგან შემოწირულობის სახით 100 000 ლარის ჩარიცხვას, ხომ არ იყო ის მათი გულშემატკივარი, შოშიაშვილმა უპასუხა, რომ ის აღნიშნული პარტიის ტყვე იყო.

„მე ვიყავი მათი ტყვე, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საშუალება იმისი, რომ რაც მინდოდა ისე გამეკეთებინა და როგორც უნდა კეთდებოდეს ბიზნესი ისე გამეკეთებინა. მე ყველასთან მქონდა კომუნიკაცია, ირაკლი კირკიტაძესაც ვუთხარი, რომ ვეღარ გადავიხდიდი, მაგრამ მათ მითხრეს, რომ აუცილებლად გადასახდელი იყო ეს თანხა, გამომდინარე იქიდან, რომ მერე უკვე გაბრაზდებოდნენ მათი ზემდგომები და ამ გაბრაზებას ვერავინ ვეღარ უშველიდა. „პროკრედიტ ბანკში“ სესხი ავიღე და შემოწირულობის სახით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გადავრიცხე „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე. თან პარალელურად გრძელდება ამ კონტეინერებზე 1 500 დოლარის გადახდა, მოდის ირაკლი კირკიტაძე და ჯამში მიაქვს ხან 18 000 დოლარი, ხან 15 000“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

ყველა სიახლე

17 ივლისი 2025, 16:14

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 16:07

პოლიტიკა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა სადაზღვევო სექტორის 2024 წლის ანგარიში , 2025 წლის 5 თვის შედეგები და სამსახურის განვითარების 2025-2029 წლების სტრატეგია გააცნო.

პროკურატურა

17 ივლისი 2025, 16:04

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 20 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 20 პირს ბრალდება წარუდგინა.

გია აბაშიძე

17 ივლისი 2025, 15:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია - ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დააზიანონ

ევროკრატიის მბრძანებლური ხელწერა ყველგან იდენტურია - ქვეყნების სუვერენიტეტის დამცველი ლიდერები შერაცხონ ე.წ. პრორუსებად და მაქსიმალურად დაასანქცირონ, რეპუტაციულად დააზიანონ. ბრიუსელში ჩაბუდებული გლობალისტი ჩინოსნების გამრუდებული ხედვით, დასასჯელნი არიან ის ხალხებიც, რომლებიც პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს ირჩევენ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

17 ივლისი 2025, 15:57

მსოფლიო

ზელენსკი გონჩარენკოს: სამხედროები როტაციას შეძლებენ, როცა თქვენნაირები ფრონტზე იქნებიან

პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო და ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვიერად დაუპირისპირდა. გონჩარენკომ პრეზიდენტს ჰკითხა, მოხდებოდა თუ არა სამხედროების დემობილიზაცია, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „სამხედროები სახლში დაბრუნდებიან, როდესაც მტრებს დავამარცხებთ“ და რომ ისინი შეძლებენ როტაციას, „როდესაც თქვენნაირი ადამიანები ფრონტზე დაეხმარებიან და არა მხოლოდ აქ“.

17 ივლისი 2025, 15:52

რეგიონი

სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

პროკურატურა

17 ივლისი 2025, 15:50

სამართალი

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

17 ივლისი 2025, 15:49

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშს დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.

17 ივლისი 2025, 15:47

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მენდირატას, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია ტრანსპორტის სექტორში არსებული და პოტენციური პარტნიორობის განხილვა.

17 ივლისი 2025, 15:37

მსოფლიო

ძლიერი წვიმის შედეგად პაკისტანში ათობით ადამიანი დაიღუპა

ქვეყნის სტიქიური უბედურებების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ჩამონგრეული შენობების ქვეშ მოყვა, დანარჩენები კი ან დაიხრჩვნენ, ან დენმა დაარტყათ.

17 ივლისი 2025, 15:24

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუქმდება

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც უცხოური დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუქმდება. ინფორმაციას Politico-ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

17 ივლისი 2025, 15:24

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ევროკავშირის წერილი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად დაიცვას LGBTQ პირების უფლებები

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს (იხ. ქვემოთ), და წინააღმდეგია მისი ტირაჟირების. ის ასევე ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლას, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის წერილს.

17 ივლისი 2025, 15:05

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში - 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ”კანონიერი ქურდია”.

17 ივლისი 2025, 15:03

მსოფლიო

უკრაინულმა მედიამ მაღალჩინოსნების მიერ არასათანადოდ შევსებული დეკლარაციები გამოააშკარავა

უკრაინულმა მედია-პორტალმა NGL Media-მ უკრაინელი მაღალჩინოსნების მიერ არასათანადოდ შევსებული დეკლარაციები გამოააშკარავა.

17 ივლისი 2025, 14:38

ტაბლოიდი

ჩინეთში მშობლებმა გამოცდაზე დაბალი შედეგის გამო შვილი სახლიდან გააგდეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, აბიტურიენტმა სახელად სიაოკაი პრესტიჟულ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზე 750 ქულიდან 575 მიიღო. მისი მშობლები ამ შედეგმა გააბრაზა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მათ შვილს მეტი ქულის მიღება შეეძლო. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მოზარდის „წარუმატებლობის“ მიზეზი სოციალური ქსელებითა და ტელეფონზე თამაშით იყო განპირობებული. მათი თქმით, ბიჭი გაკვეთილებს აცდენდა, რათა ტელეფონით უფრო დიდხანს ესარგებლა.

17 ივლისი 2025, 14:25

მსოფლიო

CNN: ერაყში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ელ-კუტში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადვოკატი ჯუბა ქათამაძე

17 ივლისი 2025, 14:20

სამართალი

ადვოკატი ჯუბა ქათამაძე 20-21 ივნისის საქმეზე: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არაეფექტური გამოძიება იყო ჩატარებული და დაავალა სახელმწიფოს გამოძიება, რაც ნაკლოვანი იყო, გაესწორებინა. რამდენად დადგება შედეგი, ვნახოთ

სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ განმარტებები გააკეთა.

17 ივლისი 2025, 14:16

სამართალი

რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - საგამოძიებო ექსპერიმენტში 20 ივნისს აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ

რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას 5 დაზარალებული იღებს. მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 20 ივნისის ღამეს დაშავდნენ. მათ უფლებებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

17 ივლისი 2025, 14:14

მსოფლიო

ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემის სამზადისი დაწყებულა

კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის სამზადისი დაწყებულია. ინფორმაციას Reuters-ი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურზე, ალექსუს გრინკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ივლისი 2025, 14:05

საზოგადოება

არაგვის ხიდზე, 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) დაზიანდა სავალი ნაწილის ფილა. უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა.